ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი შვილდოსნებისთვის - რას მოგიტანთ ეს თვე?

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი შვილდოსნებისთვის - რას მოგიტანთ ეს თვე?

სექტემბერში, დასვენებული ახალი საქმეების მოგვარებას უნდა შეუდგეთ. თუ გაირჯებით, კარიერული წინსვლაც გელით. სხვათა შორის, გაქვთ შანსი, რომ მიაღწიოთ მიზანს, გახდეთ მეტად რეალიზებული. გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება უფროსთან, საქმიან პარტნიორებებთან, მათთან, ვისზეც თქვენი გამარჯვებაა დამოკიდებული. კარგი თვეა ბიზნესისსაქმიანობის დასაწყებად ან უკვე არსებულის გასაფართოებლად. შეიძლება ფული დააბანდოთ ახალ საქმიანობაში.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

სექტემბრის შუადან მეტად მოგინდებათ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან შეხვედრა, სოციალურად გააქტიურება. შეიძლება შეგეცვალოთ სანაცნობო წრე, ახალი საქმიანი პარტნიორები ან მეგობრები გაიჩინოთ. ან სულაც მეგობრებთან ერთად სცადოთ ახალი საქმიანობა. მიიღებთ ინფორმაციებს, რაც საქმეების უკეთ წარმართვაში დაგეხმარებათ. კარგად წარმოებული საქმეები მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ისწავლეთ სხვის აზრის მოსმენა და გათვალისწინება.

ფული და სიყვარული

მოგზაურობისა და ცოდნის გაღრმავების განწყობაზე იქნებით. მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა და სიყვარულში თავით გადავარდნა მოგინდებათ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი უცხოელთან, უცხო კულტურის ან რელიგიის მქონე ადამიანთან გააბას. შეიძლება საბედისწერო შეხვედრა მოგზაურობის დროს მოხდეს. ერთი სიტყვით, სექტემბერში რომანტიკულ განცდებს ელოდეთ. დაქორწინებულებიც კი სხვა თვალით შეხედავენ მეუღლეებს და მეტად მოუნდებათ რომანტიკული თავგადასავალი. შეყვარებულებმა კი შეიძლება დაქორწინება მოინდომოთ. სიყვარულის პლანეტა ვენერას გავლენით შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ იმ ადამიანთან, ვისთანაც ადრე რომანი გქონდათ. რაც შეეხება ფინანსებს, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ფული სხვა წყაროებიდანაც მიიღოთ. უცხოეთიდანაც შემოგეშველებათ ახლობელი ან იქ გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებას.

ჯანმრთელობა

გართობისა და მხიარულების განწყობაზე იქნებით. აქტიურობის პლანეტა მარსი სექტემბრის პირველი დეკადის ბოლოდან რეტროგრადული (უკანმავალი) გახდება და შეიძლება მოგინდეთ ზედმეტი წონის დაკლება, - დიეტის დაწყება, ვარჯიში. თუმცა, გირჩევთ, ზედმეტად არ დაიტვირთოთ თავი ფიზიკური აქტიურობით. მეტად დაუგდეთ ყური თქვენს ორგანიზმს, ის ექიმზე უკეთ მიგახვედრებთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ქალებისთვის

იყავით მიზანმიმართული. მიზნის მისაღწევად არ დაიშუროთ არც დრო და არც ენერგია. ნუ იქნებით მომთხოვნი სხვების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ კი იყავით. არავის დაუმტკიცოთ თქვენი სიმართლე ჩხუბით. ამის გამო არ იკამათოთ ახლობლებთან. იყავით დელიკატური. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გახადეთ მეტად ჰარმონიული.

მამაკაცებისთვის

თუ დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედებთ, შეცდომებს აიცილებთ და კარგად შედეგებს მიაღწევთ. ეცადეთ, ახალგაცნობილებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. შეიძლება შემოგთავაზონ ახალი საქმიანობა, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ფულის დაბანდებას და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას სექტემბერში არ გირჩევთ. იყავით მიზანმიმართული. განსაკუთრებით, როცა საქმე უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობას ეხება.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - რა ელით თვის ბოლომდე ზოდიაქოს ნიშნის ყველაზე მისტიურ წარმომადგენლებს

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - ცხოვრება ხშირად შემოგთავაზებეთ მოულოდნელობებს და საინტერესო მოვლენებს