სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "მოულოდნელი მოვლენებით დატვირთული თვე გელით"
სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "მოულოდნელი მოვლენებით დატვირთული თვე გელით"

ინ­ფორ­მა­ცი­ი­თა და ნა­თე­სა­ვებ­თან შეხ­ვედ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სექ­ტემ­ბე­რი გე­ლო­დე­ბათ. სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნებს მო­უ­ლოდ­ნე­ლე­ბი შეც­ვლი­სა და ზოგ­ჯერ - უსი­ა­მოვ­ნოც. ნუ მი­ი­ტანთ ყვე­ლა­ფერს გულ­თან ახ­ლოს, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი რომ არ დარ­ჩეთ. სამ­სა­ხურ­ში უნდა და­ამ­ტკი­ცოთ, რომ კვა­ლი­ცი­ფი­უ­რი კად­რი ხართ და ხელ­ფასს ტყუ­ი­ლად არ იღებთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე­ე­ბი მო­გე­მა­ტოთ ან უფ­რო­სო­ბამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი ჩა­გა­ბა­როთ. თუ ხვდე­ბით, რომ ვი­ღაც გე­ქიშ­პე­ბათ ან შურს თქვე­ნი, უფ­რო­სე­ბი არ ჩა­რი­ოთ, თა­ვად, მშვი­დად და ღი­მი­ლით მო­აგ­ვა­რეთ სა­კი­თხი. გახ­სოვ­დეთ, რომ რაც უფრო კარ­გად იქ­ნე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მით მე­ტად შეძ­ლებთ თქვე­ნი ოს­ტა­ტო­ბის გა­მოვ­ლე­ნას.

სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი

მე­ტად მო­გინ­დე­ბათ შინ სიმ­ყუდ­რო­ვის შექ­მნა, ნა­თე­სა­ვებ­თან შეხ­ვედ­რა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს, თა­ვი­სი ფეს­ვე­ბის მო­ძი­ე­ბა, არ­ქივ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მოკ­ვლე­ვა, დედ-მა­მის ძვე­ლი სახ­ლის გა­რე­მონ­ტე­ბა. ზოგ­მა კი გა­ნა­ახ­ლოთ მი­მო­წე­რა დიდი ხნის უნა­ხავ ნა­თე­სა­ვებ­თან. გა­და­წყვი­ტოთ მათი მო­ნა­ხუ­ლე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, სექ­ტემ­ბერ­ში ახალ ად­გი­ლას გა­დახ­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად. ან არ­სე­ბულ ბი­ნა­ში შეც­ვა­ლოთ ინ­ტე­რი­ე­რი, შე­ა­რე­მონ­ტოთ. ზოგი შე­იძ­ლე­ბა სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თოს ან დედ-მა­მის საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს.

ფული და სიყ­ვა­რუ­ლი

სექ­ტემ­ბერ­ში კარ­გად წარ­მო­ე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გამო გა­გი­უმ­ჯობსდე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეცა­დეთ, არ იზარ­მა­ცოთ და თუ წარ­სულ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის ფული გაქვთ ასა­ღე­ბი, თა­მა­მად მო­ი­თხო­ვოთ. და­ას­რუ­ლეთ ადრე და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, მთე­ლი სექ­ტემ­ბე­რი ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ახალ­გაც­ნო­ბი­ლი მარ­ტი­ვად შე­გიყ­ვარ­დეთ. სიყ­ვა­რუ­ლი­სად­მი სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი კირჩხი­ბიც კი მარ­ტი­ვად შეძ­ლებს ფლირტს და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მას. ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა კი შე­იძ­ლე­ბა და­უ­ვი­წყარ რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს. სექ­ტემ­ბე­რი კარ­გი თვეა გა­ნა­წყე­ნე­ბულ ყო­ფილ­თან შე­სა­რი­გებ­ლად.

ჯან­მრთე­ლო­ბა

სექ­ტემ­ბე­რი გაძ­ლევთ შანსს, გან­სა­კუთ­რე­ბით მისი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, რომ გა­მო­ას­წო­როთ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი. მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ გა­დატ­ვირ­თვას, გო­ნებ­რივ­საც და ფი­ზი­კურ­საც. სწო­რად შე­ა­ფა­სეთ თქვე­ნი ძა­ლე­ბი. ჯან­მრთე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, არა­ნა­ი­რი და­ავ­დე­ბა არ გე­ლით, უბ­რა­ლოდ, ემო­ცი­ურ ფონ­ზე შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ რა­ღაც გტკი­ვათ.

ქა­ლე­ბის­თვის

ახა­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის, თა­მა­მი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დრო და­გიდ­გათ. გა­ა­კე­თეთ მხო­ლოდ ის, რაც თქვენ­თვის ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა. მი­ი­ღებთ პა­სუ­ხებს თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა გა­წუ­ხებთ. შუა თვე კარ­გი პე­რი­ო­დია სა­ყიდ­ლე­ბი­სა და ვაჭ­რო­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი (პარტნი­ო­რე­ბი) გა­ი­ჩი­ნოთ, მე­გობ­რე­ბი ან სუ­ლაც ახალ თა­ნამ­შრო­მელ­თან გა­ა­ბათ რო­მა­ნი. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ როლს შე­ას­რუ­ლებს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

მა­მა­კა­ცე­ბის­თვის

დატ­ვირ­თუ­ლი თვე გე­ლით: შეხ­ვედ­რე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით, გა­რი­გე­ბე­ბით. ზო­გი­ერთს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც გექ­ნე­ბათ და ეცა­დეთ, სი­ტუ­ა­ცი­ას ად­ვი­ლად შე­ე­გუ­ოთ. შე­იძ­ლე­ბა პირ­ველ ჯერ­ზე გა­გი­ჭირ­დეთ, მაგ­რამ მერე მარ­ტი­ვად გა­ერ­კვე­ვით სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ხში­რად შეხ­ვდით მე­გობ­რებს. საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­საც კი შე­გიძ­ლი­ათ არა­ფორ­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­უ­ნიშ­ნოთ შეხ­ვედ­რე­ბი. და­ეს­წა­რით გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც. სექ­ტემ­ბერ­ში სწრა­ფად სწავ­ლა და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მახ­სოვ­რე­ბა უნდა შეძ­ლოთ. ეცა­დეთ, არ გა­და­იტ­ვირ­თოთ, დას­ვე­ნე­ბა და დილა-სა­ღა­მოს სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. კარგ შე­დეგს მო­გი­ტა­ნათ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი და კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "მოულოდნელი მოვლენებით დატვირთული თვე გელით"

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "მოულოდნელი მოვლენებით დატვირთული თვე გელით"

ინფორმაციითა და ნათესავებთან შეხვედრებით დატვირთული სექტემბერი გელოდებათ. სასიამოვნო მოვლენებს მოულოდნელები შეცვლისა და ზოგჯერ - უსიამოვნოც. ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს, იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ. სამსახურში უნდა დაამტკიცოთ, რომ კვალიციფიური კადრი ხართ და ხელფასს ტყუილად არ იღებთ. გამორიცხული არაა, რომ საპასუხისმგებლო საქმეები მოგემატოთ ან უფროსობამ მნიშვნელოვანი პროექტი ჩაგაბაროთ. თუ ხვდებით, რომ ვიღაც გექიშპებათ ან შურს თქვენი, უფროსები არ ჩარიოთ, თავად, მშვიდად და ღიმილით მოაგვარეთ საკითხი. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო კარგად იქნებით ინფორმირებული, მით მეტად შეძლებთ თქვენი ოსტატობის გამოვლენას.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მეტად მოგინდებათ შინ სიმყუდროვის შექმნა, ნათესავებთან შეხვედრა. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს, თავისი ფესვების მოძიება, არქივში ინფორმაციების მოკვლევა, დედ-მამის ძველი სახლის გარემონტება. ზოგმა კი განაახლოთ მიმოწერა დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან. გადაწყვიტოთ მათი მონახულება. გამორიცხული არაა, სექტემბერში ახალ ადგილას გადახვიდეთ საცხოვრებლად. ან არსებულ ბინაში შეცვალოთ ინტერიერი, შეარემონტოთ. ზოგი შეიძლება საოჯახო ბიზნესში ჩაერთოს ან დედ-მამის საქმის გაგრძელება გადაწყვიტოს.

ფული და სიყვარული

სექტემბერში კარგად წარმოებული საქმეების გამო გაგიუმჯობსდებათ მატერიალური მდგომარეობა. ეცადეთ, არ იზარმაცოთ და თუ წარსულში შესრულებული საქმეების ფული გაქვთ ასაღები, თამამად მოითხოვოთ. დაასრულეთ ადრე დაწყებული პროექტები. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მთელი სექტემბერი ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. შეიძლება ახალგაცნობილი მარტივად შეგიყვარდეთ. სიყვარულისადმი სკეპტიკურად განწყობილი კირჩხიბიც კი მარტივად შეძლებს ფლირტს და რომანტიკული ურთიერთობის გაბმას. ერთ-ერთი საინტერესო ნაცნობობა კი შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. სექტემბერი კარგი თვეა განაწყენებულ ყოფილთან შესარიგებლად.

ჯანმრთელობა

სექტემბერი გაძლევთ შანსს, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, რომ გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. მოერიდეთ ზედმეტ გადატვირთვას, გონებრივსაც და ფიზიკურსაც. სწორად შეაფასეთ თქვენი ძალები. ჯანმრთელობას რაც შეეხება, არანაირი დაავდება არ გელით, უბრალოდ, ემოციურ ფონზე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაც გტკივათ.

ქალებისთვის

ახალი საქმეების შესრულების, თამამი ექსპერიმენტებისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელების დრო დაგიდგათ. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც თქვენთვის ნამდვილად საინტერესოა. მიიღებთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა გაწუხებთ. შუა თვე კარგი პერიოდია საყიდლებისა და ვაჭრობისთვის. შეიძლება ახალი მოკავშირეები (პარტნიორები) გაიჩინოთ, მეგობრები ან სულაც ახალ თანამშრომელთან გააბათ რომანი. ეს ურთიერთობა დიდ როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.

მამაკაცებისთვის

დატვირთული თვე გელით: შეხვედრებით, მოლაპარაკებებით, გარიგებებით. ზოგიერთს მოულოდნელი ცვლილებებიც გექნებათ და ეცადეთ, სიტუაციას ადვილად შეეგუოთ. შეიძლება პირველ ჯერზე გაგიჭირდეთ, მაგრამ მერე მარტივად გაერკვევით სიტუაციაში. ხშირად შეხვდით მეგობრებს. საქმიან პარტნიორებსაც კი შეგიძლიათ არაფორმალურ სიტუაციაში დაუნიშნოთ შეხვედრები. დაესწარით გასართობ ღონისძიებებსაც. სექტემბერში სწრაფად სწავლა და ინფორმაციის დამახსოვრება უნდა შეძლოთ. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ, დასვენება და დილა-საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება კარგი იქნება თქვენთვის. კარგ შედეგს მოგიტანათ გამაჯანსაღებელი და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - როგორი იქნება მომდევნო თვე ზოდიაქოს "ცეცხლოვანი" წარმომადგენლისთვის

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - რა ცვლილებები გელით სიყვარულსა და ფინანსებში

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - რა ცვლილებები გელით პირადსა და კარიერაში?