ავტორი:

როგორი იქნება მარტის ვერძებისთვის - თვის ასტროპროგნოზი

როგორი იქნება მარტის ვერძებისთვის - თვის ასტროპროგნოზი

გადახედეთ გარემოცვას, ნივთებს, რომლებთანაც მიჯაჭვულობა გაკავშირებთ. ზოგიერთი შეიძლება განვითარების, სიახლეების მიღების შესაძლებლობას არ გაძლევდეთ და იქნებ, უმჯობესია, მათგან გათავისუფლდეთ. არსებობს სიტუაციები, რომლებიც წარსულში უნდა დატოვოთ და თავად განაგრძოთ განვითარება. მეტად დაისვენეთ, მოერიდეთ რთული საკითხების მოგვარებას თვის ბოლოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მერე უფრო გაგიადვილდებათ მოქმედება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, მიზნები, საერთო ინტერესები. ზოგჯერ მეგობრებთან საუბარმა შეიძლება დაგამშვიდოთ და ახალი იდეებიც კი გაგიჩინოთ. თვის ბოლოსკენ შეიძლება გაგიტაცოთ მარტოობაში ყოფნამ, კითხვამ, ფენტეზის ჟანრმა. დააკვირდით შინაგან სამყაროს, სიზმრებს. კარგი იქნება, თუ გადახედავთ წარსულ შეცდომებს და მხოლოდ 20 მარტის შემდეგ შეუდგებით მათ გამოსწორებას.

ფული და სიყვარული

მარტის დასაწყისში საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოება მოგინდებათ. მარტოხელებს კი შეიძლება ფარული კავშირის გაბმა მოუნდეთ. ან უბრალოდ, არ გსურდეთ თქვენი პირადი გრძნობების აფიშირება. გამორიცხული არაა, თქვენს საყვარელ ადამიანზე რაღაც საიდუმლო გაიგოთ. თვის ბოლოს მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის დახვეწა-გაუმჯობესებას, იმიჯის შეცვლას.

ჯანმრთელობა

უამრავი იდეა გექნებათ განსახორციელებელი და ეცადეთ, მხოლოდ ისეთებს შეეჭიდოთ, რაც ნაკლებ ენერგიასა და დროს წაგართმევთ და პოპულარობასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი, მეტად დაისვენეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ გადაღლას.

13 მარტის შემდეგ გადახედეთ განვლილ თვეს, წელსაც. გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები, რათა დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით დაიწყოთ ახალი იდეების განხორციელება. ზოგიერთმა შეიძლება თქვენთვის მოინდომოს გულის გადაშლა. დაიცავით ფსიქოლოგიური და სულიერი ბალანსი. თვის ბოლომდე არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ.

28 მარტის შემდეგ დააკვირდით საკუთარ პარტნიორებს - სასიყვარულოსაც და საქმიანსაც. ზოგიერთთან უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება. დაიცავით ბალანსი მათთან ურთობისას, რათა არც საკუთარ თავი დაიზაროთ და არც მათი დახმარებით ისარგებლოთ ბოროტად. ახალი ხელშეკრულებები დიდი დაკვირვებით გააფორმეთ.

როგორი იქნება მარტი მერწყულებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი სასწორებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი ტყუპისთვის - თვის სრული ასტროლოგიური პროგნოზი