ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის

თვის პირველ სამ კვირას კარიერულ საკითხებზე იქნებით ორიენტირებული. მოგინდებათ ახალი მწვერვალების დაპყრობა, დაწინაურება. ზოგიერთმა შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლაც კი გადაწყვიტოთ. იყავით ამბიციური, მაგრამ ნუ შეილახავთ ავტორიტეტს. მაისში კარგად შეძლებთ ლიდერის თვისებების გამოვლენას და არ გაგიჭირდებათ, რომ უხელმძღვანელოთ დიდი რაოდენობის ადამიანებს.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად მოგინდებათ ახალი პროექტების განხორციელება. შეიძლება თქვენთვის საინტერესო ჯგუფებში გაწევრდეთ. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან ახალი იდეების განხორციელებაში. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, თქვენი გუნდი პროფესიონალებით შეავსეთ. ცვლილებები გელით როგორც საქმეებსა და გეგმებში, ასევე პირად სურვილებში.

ფული და სიყვარული

რომანტიკული ნაცნობობა და სასიყვარულო თავადასავლები მოიმატებს. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ თქვენს კოლეგასთან. ან ადამიანთან, ვინც თანამდებობით ან ასაკით თქვენზე უფროსი იქნება. იყავით დაკვირვებული, რომ სასიყვარულო თავგადასავლებს აყოლილმა არ შეილახოთ რეპუტაცია და არ შეირცხვინოთ სახელი.

ჯანმრთელობა

მეტად იქნებით მომართული სხვების დახმარებაზე. შეიძლება საქველმოქმედო ორგანიზაციაშიც კი გაწევრდეთ, რათა სხვებს დაეხმაროთ (მატერიალურად, მორალურად). გირჩევთ, მეტად იყოთ ორიენტირებული საკუთარ თავზე. გაეცნოთ თქვენს შინაგან სამყაროს. კარგი იქნება, თუ დილაობით ვარჯიშს დაიწყებთ. თვის მეორე ნახევარში მოერიდეთ ტრავმებს.

11 მაისის შემდეგ სიახლეებისა და ახალი მიზნების განხორციელება მოგინდებათ. შანსი მოგეცემათ რომ განახორციელოთ ახალი ბიზნესგეგმები. ზოგიერთი საზოგადოებაში საპატიო ადგილს დაიკავებთ.

26 მაისის შემდეგ შემოქმედებითად გააქტიურდებით. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ კულტურული პროექტი. მოგინდებათ რომანტიკულ ურთიერთობებაში გარკვევა. გირჩევთ, მეტი დრო გაატაროთ თქვენი შვილების გვერდით.

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული