ავტორი:

25-დან ცვლილებების დრო დაგიდგებათ, მნიშვნელოვან თემებში დასვამთ საბოლოო წერტილს -  როგორი იქნება ნოემბერი მერწულებისთვის

25-დან ცვლილებების დრო დაგიდგებათ, მნიშვნელოვან თემებში დასვამთ საბოლოო წერტილს -  როგორი იქნება ნოემბერი მერწულებისთვის

ნოემბერში მაქსიმალური მოთმინება გმართებთ. უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. ზოგიერთი შეიძლება ძველი იყოს და ზოგიც ახალი. შეინარჩუნეთ შინაგანი წონასწორობა. პირველ და მეორე დეკადაში ფინანსური და საქმიანი საკითხების მოგვარება მოგიწევთ. შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან თემებში დასვათ საბოლოო წერტილი.

თქვენ გაქვთ იმის პოტენციალი, რომ უფრო მაღალ თანამდებობაზე მოითხოვოთ გადაყვანა, ამისთვის კი უნდა გააქტიურდეთ. განსაკუთრებით კარგი პერიოდია 5-16 ნოემბრის შუალედი.

ზოგიერთს სრულიად ახალი საქმეების მოგვარება მოუწევს. შეიძლება ახლ პროფესიაშიც სცადოთ ბედი. ორივე შემთხვევაში, უნდა აკონტროლოთ სიტუაცია და იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებული.

შეიძლება თქვენ გარშემო გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, შეიცვალოს სიტუაცია. რთულ სიტუაციებში დახმარებისთვის მიმართეთ გამოცდილ და საიმედო კოლეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი მოიმატებს, ახალი ნივთების შეძენაზე უარს ნუ იტყვით. თუმცა, მაქსიმალურად დააკვირდით, რომ ხარვეზი არ ჰქონდეს.

25 ნოემბრის შემდეგ ცვლილებების პერიოდი დაგიდგებათ. შეიძლება შეიცვალოთ კოლექტივი, სამსახური. გაგიტაცოთ ახალმა იდეებმა. მოულოდნელ ადგილას შეხვდეთ ყოფილ შეყვარებულს, შეიცვალოს მეგობრების წრე

22-26 იანვრის შუალედში დაბადებული მერწყულებისთვის - ცვლილებების, გაუთვალისწინებელი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ნოემბრის მესამე დეკადაში.

თებერვლის პირველ დეკადაში დაბადებული მერწყულებისთვის - ზოგიერთს დასვენება და მოგზაურობა ელის. ზოგი სარფიან ფინანსურ ხელშეკრულებას გააფორმებს. ზოგიც დაუვიწყარ დროს გაატარებს საყვარელ ადამიანთან.

სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა

ურთიერთობაში გაუგებრობა და დაძაბულობა მოიმატებს, რადგან დღის დიდი ნაწილი სამსახურის საქმეების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. ნათესავებთან ურთიერთობისთვის მეგობრული ტონი შეარჩიეთ. ნუ ჩაერევით მშობლებისა და შვილების ცხოვრებაში. უმჯობესია, მეუღლესთან ურთიერთობის გაუმჯობესებას დაახარჯოთ დრო. განაახლეთ გარდერობი, შეიცავლეთ იმიჯი, ვარცხნილობა.

მარტოხელები პოტენციურ მეორე ნახევარს შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეხვდეთ. ამიტომ მუდამ ფორმაში უნდა იყოთ. როგორც გარეგნულად, ისე მორალურად. ზოგიერთებმა შეიძლება რომანი სამსახურში გააბან. გაერთიანებულები ბევრ პროექტს განახორციელებთ და კარიერულ სიმაღლეებსაც დაიპყრობთ.

ენერგიული ხართ, უამრავ პრობლემას მოაგვარებთ, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ.

ფინანსები, სამსახური, ბიზნესი

პასუხისმგებლობა, კონტროლი და სკურპულოზურობა - აი, ის თვისებები, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში და კარიერული წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებათ.

ბიზნესმენი ნიშნები უნდა დაფიქრდეთ, რას მოაქვს თქვენთვის შემოსავალი, მოძებნოთ განვითარების ახალი შესაძლებლობა. შეიძლება სწორედ ნოემბერში გაგიჩნდეთ ახალი იდეები და უკვე დეკემბერში მათმა განხორციელებამ კარგი შედეგები მოგიტანოთ .

დაქვემდებარებული მერწყულები მოერიდეთ ნებისმიერ ცვლილებას. აგრეთვე, ექსპერიმენტებს სამსახურში, ნუ ეცდებით ახალი ჯგუფის შექმნას. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. აგრეთვე, მოერიდეთ ავანტიურას და ნურც საეჭვო საქმიანობაში ჩაერთვებით. უმჯობესია, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ და შედეგებს დაელოდოთ.

სამსახურის მაძებელი ნიშნები რამდენიმე შემოთავაზებას მიიღებენ. რჩევა გამოცდილ ადამიანს ჰკითხეთ, ვისი აზრიც თქვენთვის კომპეტენტურია.

მიუხედავად წვრილ-წვრილი ხარჯისა, მატერიალური მდგომარეობა სტაბილურია. მთვარია, ყოველი სირთულე ტრაგედიად არ აღიქვათ. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი და ყოველი ახალი დაბრკოლება მიიღეთ გაკვეთილად, გამოცდილებად.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის