ავტორი:

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

თავდაპირველად მოგეჩვენებათ, რომ საქმეები შეფერხებებით მიიწევს წინ. მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ზოგიერთმა შეიძლება სრულიად ახალ სფეროში გამოსცადოთ საკუთარი შესაძლებლობები, რაც მალევე მოგიტანთ მატერიალურ კეთილდღეობას. მეტი ყურადღება მიაქციეთ ორიგინალურ სიახლეებს. სასურველია, საერთო ენა გამონახოთ კოლეგებთან, ერთად უფრო სწრაფად მიაღწევთ მიზნებს. იყავით მეტად მიზანმიმართული მიზნების განხორციელებისას. აკონტროლეთ სურვილები და გამონათქვამები. მოერიდეთ ზედმეტ ამბიციურობას. ხარის წელში მხოლოდ განვითარებაზე კი არა, საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორებაზეც უნდა იზრუნოთ. რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, ეცადეთ, ერთგული ადამიანი იყოთ. დაქორწინებულებმა ზაფხულში აუცილებლად დაისვენეთ ოჯახთან ერთად. თუ ვაჭრობის სფეროში ხართ, აკონტროლეთ ფინანსური საკითხები. სწორად აირჩიეთ ბიზნესპროექტები. მოერიდეთ ავანტიურასა და მაქინაციებს. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, განსაკუთრებით, თინეიჯერებს. ბავშვებთან საერთო ენის გამოსანახად, გაეცანით პედაგოგურ და ფსიქოლოგიურ ლიტერატურას.

  • მამაკაცები

რაც უფრო მიზნამიმართული იქნებით, მით მეტი შანსი გექნებათ წინსვლის. რთული გეგმების განხორციელება თავდაჯერებულობას შეგმატებთ. დაკვირვებულად და სამართლიანად აწარმოეთ მოლაპარაკებები. ზოგიერს შეიძლება ერთდროულად სამ საქმეზე მოგიწიოთ მუშაობამ. საქმეების პარალელურად უნდა გამონახოთ დრო საბინაო საკითხების მოსაგვარებლად, უძრავი ქონების შესაძენად. მარტოხელებს საინტერესო მანდილოსნის გაცნობის შესაძლებლობა მოგეცემათ. მაგრამ მისი გულის მოსაგებად შეიძლება დუელში მონაწილეობაც კი დაგჭირდეთ. იფიქრეთ პოზიტიურად და მეგობრებს ქორწილში მოსაწვევი გაუგზავნეთ.

  • ქალები

მიზანმიმართულად და თავდაჯერებულად უნდა იმოქმედოთ. როგორც წესი, საბრძოლოდ ველი კარიერასა და სიყვარულში გადაგეშლებათ. სურვილები აგისრულდებათ, თუ ისწავლით მოცდასა და მოთმინებას. არ ეცდებით, სასურველის მისაღწევად სხვების მოტყუებას. მოიწყვეთ ბინა, აგარაკი. გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. არ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან მამაკაცი, რომელიც თქვენ გვერდითაა, გამოასწორეთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ არ მიატოვოთ.

  • 2021 წლის მნიშვნელოვანი ასპექტები

გამოიჩინეთ მზრუნველობა ახლობლებისადმი, მაგრამ არა საკუთარი ინტერესების დაზარალებით. მოიმატებს ავტორიტეტი გარშემო მყოფებში. მოერიდეთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვინც კრიტიკით გიშლით ნერვებს. უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, ახალი მტრები რომ არ გაიჩინოთ. განსაკუთრებით, თუ პოლიტიკა, ვაჭრობა ან ბიზნესია თქვენი სფერო. იყავით მზად სწავლისა და სიახლეებისთვის. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი მოგვარებაც დღეს შეგიძლიათ. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. გადახედეთ გარემოცვას და გვერდით დაიტოვეთ ის მეგობრები, ვისაც ნამდვილად შეგიძლიათ ენდოთ. მიზანმიმართულები შეძლებთ გაიჩინოთ სპონსორი და გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. პატარა ნაბიჯებით, მაგრამ დაკვირვებულად მიუახლოვდებით მიზანს. თუ უფროსი ხართ, ხანდახან დაქვემდებარებულების საქმეც უნდა შეასრულოთ, ისევ თქვენი წარმატებისთვის. შეიძლება უცხოური კომპანიებიდან მიიღოთ საქმიანი შემოთავაზება. კარგ შედეგებს მიაღწევეთ პოლიტიკის, ეკონომიკის, პროგრამირების სფეროში მომუშავეები. საქმეების მიუხედავად, ნუ მოიკლებთ გართობას. მოერიდეთ ილუზიებში გადავარდნას. 2021 წელს ხან აღმაფრენა გექნებათ, ხან სიმშვიდე, მაგრამ ყველა სიტუაციაში უნდა შეძლოთ საკუთარი თავის გაკონტროლება. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საბუთებისა და დოკუმენტების გაფორმებისას. ახალი საქმეები გულდასმით განხილვის შემდეგ დაიწყეთ. იყავით მობილიზებული თვალსაწიერის გაფართოებაზე, განვითარებაზე. ხშირად შეხვდით მეგობრებს. არ გამოაკლდეთ მივლინებას. ზოგიერთმა შეიძლება ახალი საქმიანი პარტნიორები გაიჩინოთ. მოერიდეთ ავანტიურასა და კრიმინალურ ისტორიაში გახვევას.

  • 2021 წლის ზამთარი

პირად ცხოვრებაში ცვლილებების დროა. შეიძლება განაახლოთ ურთიერთობა ყოფილთან; ვნება ახალი ძალით იფეთქებს. სხვათა შორის, მარტოხელებს ზამთარში ახალ სიყვარულთან შეხვედრის შესაძლებლობაც გაქვთ. დაქორწინებულებმა შეამცირეთ პრეტენზიები საყვარელი ადამიანის მიმართ. მოერიდეთ კამათს წვრილმანების გამო. ზამთარში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობებისა და დაწინაურების შანსი მოგემატებათ. შეიძლება სარფიანი ხელშეკრულბები გააფორმოთ. თუ ხელმძღვანელ პოზიციაზე ხართ, ლმობიერება გამოიჩინეთ დაქვემდებარებულებთან. ზოგადად ეცადეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება კოლექტივში. ერთად ახალ პროექტებს უფრო ხარისხიანად განახორციელებთ. გამონახეთ დრო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტად პრაქტიკული და რაციონალური იყოთ. ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობას. შეიძინეთ ტრენაჟორი, სარბენი ბილიკი. იმუნიტეტის გასაძლიერებლად და სეზონური ვირუსების დასაძლევად მიმართეთ გასაკაჟებელ პროცედურებს.

  • 2021 წლის გაზაფხული

სასიამოვნო ამბების გაგებისა და ერთგული მეგობრების გაჩენის პერიოდია. გამონახეთ დრო პროფესიული ზრდისთვის. ნუ დაკადებით იმით, რაც თქვენთვის უინტერესოა და არც ფულს მოგიტანთ. დააფასეთ თქვენი ნიჭი და დრო. რომანტიკული შეხვედრების პერიოდი დაგიდგათ. სამსახურში დეტალებს მიაქციეთ ყურადღება და გამოასწორეთ შეცდომები. გახსოვდეთ, რომ ერთგული პარტნიორებისა და კოლეგებისგანაც კი შეიძლება მოდიოდეს საშიშროება. კრიტიკას მიაქციეთ მეტი ყურადღება, ეცადეთ, გაითვალისწინოთ. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. იზრუნეთ ჯანრთელობაზე. მიიღეთ ვიტამინების კურსი და დაიცავით კვების რეჟიმი.

  • 2021 წლის ზაფხული

მილიონებს ვერ დააგროვებთ, მაგრამ ფინანურად ძლიერად იქნებით. დაკვირვებულად იმუშავეთ, ნუ შეუშინდებით სირთულეებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. საიმედო პარტნიორი უნდა გახდეთ. ნუ გადადებთ დაოჯახებასა და შვილების გაჩენას. გამონახეთ დრო პასიური დასვენებისთვის და მოიწესრიგეთ ნერვული სისტემა. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. ყურადღებას საჭიროებს კუჭიც. მზე, სუფთა ჰაერი და ვარჯიში - აი, იმუნიტეტის გასაუმჯობესებელი საუკეთესო საშუალება.

  • 2021 წლის შემოდგომა

სექტემბერი კარიერული წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის თვეა. უამრავ საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. დაქვემდებარებულების მუშაობას შეამჩნევს უფროსი და პრემიასაც გამოგიწერთ. იყავით დაკვირვებული და სამომავლო გეგმებზე ყველასთან ნუ ილაპარაკებთ. მუშაობისას გამოასწორეთ შეცდომები, დიპლომატიურად მოაგვარეთ კონკურეტნებთან დაპირისპირება. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. გამონახეთ ჰობი, რომელიც მოსაწყენ საშემოდგომო დღეებს გაგიხალისებთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, მის კეთილდღეობას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. შემოდგომაზე მოსალოდნელია ძვირად ღირებული შენაძენი - მიწის ნაკვეთი, ბინა ან ავტომობილი. დაივიწყეთ მავნე ჩვევები და დაიწყეთ ჯანსაღი წესით ცხოვრება. ხშირად იარეთ ფეხით, ჩაეწერეთ აუზზე ან სატრენაჟორო დარბაზში. არ გაართულოთ დამოკიდებულება უფროსთან. კუჭ-ნაწლავის გართულებები მხოლოდ სპეციალისტანთან იმკურნალეთ.

  • 2021 წლის შვებულება

აპრილის ბოლოს ან მაისში რამდენიმე დღე დაისვენთ. გაემგზავრეთ მშვიდ ადგილას. თუნდაც, სოფელში. უქმეებზე ხშირად გაისეირნეთ ბუნებაში. სუფთა ჰაერი და ლამაზი ხედები პოზიტივით აგავსებთ. შემოდგომაზე ან ზღვაზე გაემგზავრეთ, ან საზღვარგარეთ.

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის