სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სულიერი გამოღვიძების 10 ეტაპი - თქვენ რომელ ეტაპზე ხართ?
სულიერი გამოღვიძების 10 ეტაპი - თქვენ რომელ ეტაპზე ხართ?

ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბის დიდ ნა­წილს ძილ­ში ატა­რე­ბენ. შე­საძ­ლოა სამ­ყა­რო­დან ისე წა­ვიდ­ნენ, რომ გაღ­ვი­ძე­ბა ვერც მო­ა­ხერ­ხონ. გა­ინ­ტე­რე­სებთ თქვე­ნი სული თვლემს თუ ღვი­ძავს? გა­ე­ცა­ნით შე­ფხიზ­ლე­ბის ეტა­პებს.

1. ექ­სტრე­მა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის სიზ­მრე­ბი

სცა­დეთ გა­იხ­სე­ნოთ, სიზ­მარ­ში ხომ არ დაფ­რი­ნავთ, მი­ცო­ცავთ ცი­ცა­ბო კლდე­ზე, ეშ­ვე­ბით სი­მაღ­ლი­დან ან გა­ურ­ბი­ხართ მკვლე­ლებს/ბო­როტ ძა­ლას/ცხო­ვე­ლებს, რომ­ლებ­საც თქვე­ნი შეჭ­მა სურთ? თუ პა­სუ­ხი და­დე­ბი­თია, იცო­დეთ, ეს გა­მოღ­ვი­ძე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პია.

2. აზ­რის გა­მოთ­ქმის სურ­ვი­ლი

თუ უწინ დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებ­დით, ახლა კი ყო­ველ­თვის, როცა უსა­მარ­თლო­ბას აწყდე­ბით, გსურთ ჩაგ­რუ­ლი და­იც­ვათ ან ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გარ­შე­მო მყო­ფებს მცდა­რი აზრი აქვთ - თქვენ კი სი­მარ­თლე ზუს­ტად იცით - გსურთ, სხვე­ბიც აზი­ა­როთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას - სუ­ლი­ე­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მე­ო­რე ეტაპ­ზე ხართ.

3. მე­დი­ტა­ცი­ის­კენ ლტოლ­ვა

თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი გქონ­დათ, მაგ­რამ ამ ბოლო დროს ბუ­ნე­ბა გე­ქა­ჩე­ბათ თა­ვის­კენ, ამას­თან ერ­თად, და­ინ­ტე­რეს­დით იო­გა­თი და მე­დი­ტა­ცი­ით, მე­სა­მე ეტაპ­ზე გა­და­გი­ნაც­ვლე­ბი­ათ.

4. ახა­ლი აღ­ქმა: სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც სა­სი­ა­მოვ­ნო მსხვერ­პლშე­წირ­ვა

თუ აქამ­დე პარტნი­ო­რის­გან მო­ი­თხოვ­დით ყვე­ლა­ფერს - ან იმი­ტომ დგამ­დით ნა­ბიჯს, რომ მე­ო­რე ნა­ხევ­რის­გა­ნაც სა­პა­სუ­ხოდ იმა­ვეს ელო­დით - ახლა კი მხო­ლოდ გას­ცემთ და სწი­რავთ მსხვერ­პლს, ისე რომ მა­გი­ერ არა­ფერს მო­ი­თხოვთ, მე­ო­თხე ეტაპ­ზე იმ­ყო­ფე­ბით.

5. ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მის მე­ტა­მორ­ფო­ზა

თუ პი­რა­დი ფა­სე­უ­ლი­ო­ბე­ბი ჩა­მო­ი­ყა­ლი­ბეთ და შე­ი­მუ­შა­ვეთ პრინ­ცი­პე­ბი, რო­მე­ლიც არც რე­ლი­გი­ი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი, არც კა­ნო­ნით და არც თქვე­ნი სო­ცი­უ­მის კულ­ტუ­რით - თქვენ­მა სულ­მა გა­მოკ­ვე­თა გო­ნე­ბა­ში - და ზედ­მი­წევ­ნით მის­დევთ მას, რო­გორც ჩი­რაღ­დანს უკუ­ნეთ სიბ­ნე­ლე­ში, მე­ხუ­თე ეტაპს მი­აღ­წი­ეთ.

6. ჰა­ე­რი - ფილ­ტვებს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა - სულს!

თუ თქვენ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბამ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში პირ­ველ ად­გი­ლას გად­მო­ი­ნაც­ვლა და მო­ნო­ბა­ში კომ­ფორ­ტს გა­ჭირ­ვე­ბა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბა გირ­ჩევ­ნი­ათ - მე­ტიც, ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სხვი­სი შთა­გო­ნე­ბუ­ლი აზ­რე­ბი­თა და გა­წე­რი­ლი სცე­ნა­რით არ­სე­ბო­ბა - მე­ექ­ვსე ეტაპ­ზე აღ­მოჩ­ნდით!

7. თვით­გან­ვი­თა­რე­ბა: გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა

თუ გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ადა­მი­ა­ნი ბოლო ამო­სუნ­თქვამ­დე სწავ­ლობს, რად­გან ცხოვ­რე­ბა რე­ა­ლუ­რად გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა,

სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სამ­ყა­როს შეს­წავ­ლაა - ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას და­უთ­მოთ მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, მეშ­ვი­დე ეტაპ­ზე ხართ.

8. ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის აფეთ­ქე­ბა!

თუ სამ­ყა­როს მხო­ლოდ ხე­დავ­დით ან უს­მენ­დით, მაგ­რამ არ შე­იგ­რძნობ­დით, ახლა კი თით­ქოს თქვე­ნი გუ­ლის გავ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა მოვ­ლე­ნა - და­წყე­ბუ­ლი შე­მოდ­გო­მის ფო­თოლცვე­ნი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში მიმ­დი­ნა­რე სას­ტი­კი ომით - თქვე­ნი სული ღირ­სე­უ­ლად შორ­დე­ბა მთვლე­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბას.

9. მარ­ტო­ო­ბის ძალა

თუ რე­ლი­გი­ებ­ში ერ­კვე­ვით, გე­ცო­დი­ნე­ბათ რომ ქრის­ტემ, მუ­ჰა­მედ­მა, ბუ­დამ, მრწამ­სის­თვის წა­მე­ბუ­ლებ­მა­ცა და მი­სი­ო­ნე­რებ­მაც გა­ი­ა­რეს მარ­ტო­ო­ბის გზა. როცა ადა­მა­ი­ნი მარ­ტოა, უღ­რმავ­დე­ბა სა­კი­თხებს, რო­მელ­ზეც ერში ცხოვ­რე­ბი­სას ვე­რას­დროს და­ფიქ­რდე­ბა. თუ თქვენ მარ­ტო­ო­ბის­კენ მი­გი­წევთ გული, გა­მოღ­ვი­ძე­ბამ­დე ერ­თა­დერ­თი ნა­ბი­ჯია დარ­ჩე­ნი­ლი!

10. დაბ­რუ­ნე­ბა და ეგო­იზ­მთან სა­მუ­და­მო დამ­შვი­დო­ბე­ბა

ბოლო ეტა­პი დაბ­რუ­ნე­ბაა... ადა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლია და უნდა ემ­სა­ხუ­როს მას! იღწ­ვო­დეს არა მხო­ლოდ თა­ვი­სი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, არა­მედ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის.

გიორგი
0

5 MEO DMT და ყველა ეტაპს 5 წუთში გაივლით და მეტსაც

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სულიერი გამოღვიძების 10 ეტაპი - თქვენ რომელ ეტაპზე ხართ?

სულიერი გამოღვიძების 10 ეტაპი - თქვენ რომელ ეტაპზე ხართ?

ადამიანები ცხოვრების დიდ ნაწილს ძილში ატარებენ. შესაძლოა სამყაროდან ისე წავიდნენ, რომ გაღვიძება ვერც მოახერხონ. გაინტერესებთ თქვენი სული თვლემს თუ ღვიძავს? გაეცანით შეფხიზლების ეტაპებს.

1. ექსტრემალური შინაარსის სიზმრები

სცადეთ გაიხსენოთ, სიზმარში ხომ არ დაფრინავთ, მიცოცავთ ციცაბო კლდეზე, ეშვებით სიმაღლიდან ან გაურბიხართ მკვლელებს/ბოროტ ძალას/ცხოველებს, რომლებსაც თქვენი შეჭმა სურთ? თუ პასუხი დადებითია, იცოდეთ, ეს გამოღვიძების პირველი ეტაპია.

2. აზრის გამოთქმის სურვილი

თუ უწინ დუმილს ამჯობინებდით, ახლა კი ყოველთვის, როცა უსამართლობას აწყდებით, გსურთ ჩაგრული დაიცვათ ან ნებისმიერ საკითხზე, რომლის შესახებაც გარშემო მყოფებს მცდარი აზრი აქვთ - თქვენ კი სიმართლე ზუსტად იცით - გსურთ, სხვებიც აზიაროთ ჭეშმარიტებას - სულიერი ცვლილებების მეორე ეტაპზე ხართ.

3. მედიტაციისკენ ლტოლვა

თუ ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი გქონდათ, მაგრამ ამ ბოლო დროს ბუნება გექაჩებათ თავისკენ, ამასთან ერთად, დაინტერესდით იოგათი და მედიტაციით, მესამე ეტაპზე გადაგინაცვლებიათ.

4. ახალი აღქმა: სიყვარული, როგორც სასიამოვნო მსხვერპლშეწირვა

თუ აქამდე პარტნიორისგან მოითხოვდით ყველაფერს - ან იმიტომ დგამდით ნაბიჯს, რომ მეორე ნახევრისგანაც საპასუხოდ იმავეს ელოდით - ახლა კი მხოლოდ გასცემთ და სწირავთ მსხვერპლს, ისე რომ მაგიერ არაფერს მოითხოვთ, მეოთხე ეტაპზე იმყოფებით.

5. ფასეულობათა სისტემის მეტამორფოზა

თუ პირადი ფასეულიობები ჩამოიყალიბეთ და შეიმუშავეთ პრინციპები, რომელიც არც რელიგიითაა ნაკარნახევი, არც კანონით და არც თქვენი სოციუმის კულტურით - თქვენმა სულმა გამოკვეთა გონებაში - და ზედმიწევნით მისდევთ მას, როგორც ჩირაღდანს უკუნეთ სიბნელეში, მეხუთე ეტაპს მიაღწიეთ.

6. ჰაერი - ფილტვებს, თავისუფლება - სულს!

თუ თქვენთვის თავისუფლებამ პრიორიტეტებში პირველ ადგილას გადმოინაცვლა და მონობაში კომფორტს გაჭირვებაში თავისუფლება გირჩევნიათ - მეტიც, ვერ წარმოგიდგენიათ სხვისი შთაგონებული აზრებითა და გაწერილი სცენარით არსებობა - მეექვსე ეტაპზე აღმოჩნდით!

7. თვითგანვითარება: გადარჩენის ერთადერთი გზა

თუ გააცნობიერეთ, რომ ადამიანი ბოლო ამოსუნთქვამდე სწავლობს, რადგან ცხოვრება რეალურად გამოცდილების დაგროვება,

საკუთარი თავისა და სამყაროს შესწავლაა - ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ თვითგანვითარებას დაუთმოთ მთელი თავისუფალი დრო, მეშვიდე ეტაპზე ხართ.

8. ემოციური ინტელექტის აფეთქება!

თუ სამყაროს მხოლოდ ხედავდით ან უსმენდით, მაგრამ არ შეიგრძნობდით, ახლა კი თითქოს თქვენი გულის გავლით მიმდინარეობს ყველა მოვლენა - დაწყებული შემოდგომის ფოთოლცვენიდან, დამთავრებული დედამიწის სხვადასხვა წერტილში მიმდინარე სასტიკი ომით - თქვენი სული ღირსეულად შორდება მთვლემარე მდგომარეობას.

9. მარტოობის ძალა

თუ რელიგიებში ერკვევით, გეცოდინებათ რომ ქრისტემ, მუჰამედმა, ბუდამ, მრწამსისთვის წამებულებმაცა და მისიონერებმაც გაიარეს მარტოობის გზა. როცა ადამაინი მარტოა, უღრმავდება საკითხებს, რომელზეც ერში ცხოვრებისას ვერასდროს დაფიქრდება. თუ თქვენ მარტოობისკენ მიგიწევთ გული, გამოღვიძებამდე ერთადერთი ნაბიჯია დარჩენილი!

10. დაბრუნება და ეგოიზმთან სამუდამო დამშვიდობება

ბოლო ეტაპი დაბრუნებაა... ადამიანი აცნობიერებს, რომ ის საზოგადოების ნაწილია და უნდა ემსახუროს მას! იღწვოდეს არა მხოლოდ თავისი კეთილდღეობისთვის, არამედ გარშემო მყოფებისთვის.

როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წინა 7 და მომდევნო 12 დღე?

ორკვირიანი ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამაღამ ახალმთვარეობაა - რა რიტუალი უნდა შეასრულონ ზოდიაქოს ნიშნებმა და რას უნდა ელოდეთ მთვარის ამ თვეში?