სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მოემზადეთ ჯადოსნობისთვის" - რას მოგვიტანს 2021 წლის პირველი ახალმთვარეობა, რომელიც 13 იანვარსაა
"მოემზადეთ ჯადოსნობისთვის" - რას მოგვიტანს 2021 წლის პირველი ახალმთვარეობა, რომელიც 13 იანვარსაა

წლის პირ­ვე­ლი ახალმთავ­რე­ო­ბა 13 იან­ვარს , თხის რქის 24 გრა­დუს­ში, 9:01 სა­ათ­ზე გვექ­ნე­ბა. არ­სე­ბობს ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი, "რო­გორც შეხ­ვდე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბას, ისე გა­ა­ტა­რებთ მთელ თვეს". ამი­ტომ, გირ­ჩევთ, პო­ზი­ტი­უ­რად გა­ნე­წყოთ და ჯა­დოს­ნუ­რო­ბის­თვი­საც მო­ემ­ზა­დოთ. 12 იან­ვრამ­დე და­ას­რუ­ლეთ ყვე­ლა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე, გა­და­ხე­დეთ თქვენს ცხოვ­რე­ბას, გა­მო­ი­ტა­ნეთ ობი­ექ­ტუ­რი დას­კვნე­ბი და მო­ემ­ზა­დეთ ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გმე­ლად. ახალმთავ­რე­ო­ბა ორი დღით ადრე არ გა­დატ­ვირ­თოთ ორ­გა­ნიზ­მი არც ზედ­მე­ტი კვე­ბით და არც ზედ­მე­ტი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბით. გახ­სოვ­დეთ, რომ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი გვაც­ლის ენერ­გი­ას, პო­ზი­ტი­უ­რი კი გვავ­სებს. გა­ი­ღი­მეთ და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ამ­ხნე­ვეთ, ყვე­ლამ არ იცის, რომ ახალმთვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში ემო­ცი­უ­რო­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლია. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ამ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მოხ­დე­ბა ძვე­ლის ნგრე­ვა და ახ­ლის შე­ნე­ბა ან რა­ღა­ცის გა­და­კე­თე­ბა უკვე არ­სე­ბუ­ლის სა­ძირ­კველ­ზე. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის სურ­ვი­ლი ბევ­რს აღეძ­რე­ბა.

ახალმთავ­რე­ო­ბამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდით ყვე­ლა საქ­მის­გან, ემო­ცი­ის­გან და ეცა­დეთ, სიმ­შვი­დე­ში იყოთ. შე­გიძ­ლი­ათ სან­თე­ლიც აან­თოთ, ცე­ცხლი წვავს უარ­ყო­ფით ენერ­გი­ას. გახ­სოვ­დეთ, რომ ყო­ველ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ენერ­გი­ით ვივ­სე­ბით და სავ­სემ­თავ­რე­ო­ბა­ზე ვიც­ლე­ბით. ახალმთვა­რე­ო­ბის დად­გო­მის­თა­ნა­ვე კი ფურ­ცელ­ზე ჩა­მო­წე­რეთ (აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­წე­რეთ კალ­მით ფურ­ცელ­ზე!) ის მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი, რაც გსურთ, რომ მთვა­რის ამ თვე­ში აგის­რულ­დეთ (მომ­დევ­ნო ახალმთავ­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა 11 თე­ბერ­ვალს, მერ­წყუ­ლის 24-ე გრა­დუს­ში). ამას­თა­ნა­ვე, შე­ად­გი­ნეთ პროგ­რა­მა, რო­მელ­საც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. სა­სურ­ვე­ლია, თქვე­ნი მიზ­ნე­ბი ეხე­ბო­დეს კა­რი­ე­რულ და­წი­ნა­უ­რე­ბას, პი­რა­დი ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბას, ბი­ნის შე­ძე­ნას, და­ო­ჯა­ხე­ბას.

13-28 იან­ვა­რის შუ­ა­ლედ­ში გვექ­ნე­ბა მზარ­დი მთვა­რის პე­რი­ო­დი. ეს არის ზრდის, გან­ვი­თა­რე­ბის, ახა­ლი იდე­ე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დრო. ალ­ბათ იცით, რომ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე დარ­გუ­ლი ნერ­გიც კი კარ­გად იზ­რდე­ბა და ნა­ყოფს თა­ვის დრო­ზე იძ­ლე­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში შე­გიძ­ლი­ათ დარ­გოთ ან გა­დარ­გოთ ქოთ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბი ან მო­ამ­ზა­დოთ თეს­ლე­ბი ჩი­თი­ლე­ბის­თვის. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყებთ ვარ­ჯიშს ან გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ერ­თა­დერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბა უნდა მოგ­ცეთ, როცა ახალ საქ­მეს იწყებთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ უკურ­სო მთვა­რის პე­რი­ო­დი. ამ დრო და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი ეფექ­ტი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა და ენერ­გი­ას ტყუ­ი­ლად და­ხარ­ჯავთ. გათ­ვა­ლეთ ყვე­ლა დე­ტა­ლი, რომ უფრო მეტი სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოთ. უკურ­სო მთვა­რის პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, ახა­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. თუ ასეთ შუ­ა­ლედ­ში მუ­შა­ო­ბა ან გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მა­ინც გი­წევთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გაფრ­თხილ­დით. იყა­ვით მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ჭეს­თა­ნაც.

18 იან­ვარს იუ­პი­ტე­რი ცუ­დად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ურანს (ამ ას­პექტს 2-3 დღე მა­ინც ექ­ნე­ბა გავ­ლე­ნა). მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ბა­ნა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აც კი. ამი­ტომ, ფრთხი­ლად და წინ­და­ხე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ. არ და­უშ­ვათ მუ­შა­ო­ბა­ში შეც­დო­მე­ბი, არ გაფ­ლან­გოთ ფული.

22 იან­ვა­რი , პა­რას­კე­ვი სა­უ­კე­თე­სო დღეა ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად, სა­ყიდ­ლე­ბის­თვის. 23 იან­ვარს და­ის­ვე­ნეთ და 24-ში ისევ იაქ­ტი­უ­რეთ. შეხ­ვდით მე­გობ­რებს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებს. 25 ისევ მშვი­დად გა­ვა­ტა­როთ. 28 იან­ვარს კი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით, პლუს-მი­ნუს 2 დღე ემო­ცი­უ­რო­ბა პიკს აღ­წევს და მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­შვი­დის­კენ, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის­კენ მო­გი­წო­დებთ. 26-27 -ში მთვა­რე კირჩხიბ­შია, ზო­დი­ა­ქის ყვე­ლა­ზე ემო­ცი­ურ და ბუ­ტია ნი­შან­ში. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას კი ლომ­ში ვე­ლო­დე­ბით. ამ დღეს მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია გულ-სის­ხლძარ­ღვე­ბი. გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას, მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მე­ე­ბი შე­ას­რუ­ლეთ. ეცა­დეთ, რომ გული სი­ხა­რუ­ლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით გქონ­დეთ აღ­სავ­სე.

29 იან­ვარს მარ­სი, რო­მე­ლიც ახლა კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ბარ­გდა, ლი­ლიტს (ში­შე­ბი და ცდუ­ნე­ბა) შე­უ­ერ­თდე­ბა. 27-31 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. არ და­ი­წყოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ენერ­გია მხო­ლოდ კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას და­უთ­მეთ. და რაც მთვა­რია, არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს. უმ­ჯო­ბე­სია, გა­ა­ტა­როთ და მო­ით­მი­ნოთ, ვიდ­რე ხელ­ჩარ­თულ ბრძო­ლა­ში ჩა­ერ­თოთ.

30 იან­ვარს გო­ნე­ბი­სა და ინ­ტე­ლექ­ტის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი, უკან­მა­ვა­ლი ხდე­ბა და გირ­ჩევთ, ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, სა­ყიდ­ლე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, თუ მგზავ­რო­ბა 22 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ და­გეგ­მოთ. ამ პე­რი­ოდ­ში კი გა­და­ა­კე­თეთ ან და­ას­რუ­ლეთ უკვე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი.

ახალმთვა­რე­ო­ბა ანუ ლუ­ნა­ცია გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ერთი თვით ადრე გან­ვსა­ზღვროთ თვის მო­მა­ვა­ლი მოვ­ლე­ნე­ბი. 13 იან­ვარს მზე და მთვა­რე თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში, 24-ე გრა­დუს­ში ერ­თდე­ბი­ან. თხის რქა მი­წის ნი­შა­ნია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და დის­ციპ­ლი­ნის სიმ­ბო­ლოა. გვეხ­მა­რე­ბა, რომ და­ვი­სა­ხოთ მი­ზა­ნი და მერე, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ყო­ველ­დღი­უ­რი, მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მით მი­ვაღ­წი­ოთ სა­სურ­ველს. ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში თხის რქა მარ­თავს კა­რი­ე­რის სახ­ლს, მას­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ის არის ერ­თა­დერ­თი ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც ხე­დავს მი­ზანს და ვერ ხე­დავს დაბ­რკო­ლე­ბას. ამი­ტომ, ჩვენც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ შე­დეგ­ზე, გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. 13-ში მო­ე­რი­დეთ აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვას, და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა თქვე­ნი გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ.

ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კა­სა და სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში. ან ცვლი­ლე­ბე­ბი თა­ვად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, ვინც ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს. ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია ძა­ლა­უფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­შიც. ახალმთვა­რე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი მოგ­ვი­ტა­ნოს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში.

ახალმთავ­რე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც უწევს 11-15 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში. აგ­რეთ­ვე, მთვა­რის ეს თვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვი­საც, ვი­საც თხის რქის 22-26 გრა­დუს­ში პლა­ნე­ტე­ბი ან სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი აქვს გან­ლა­გე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარ­ჯა მო­უ­წევთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვისი და­ბა­დე­ბის დღეც უწევს 11-15 აპ­რი­ლის, 13-17 ივ­ლი­სის­სა და 14-18 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. იყა­ვით ფრთხი­ლად, მო­ემ­ზა­დეთ აქ­ტი­უ­რი, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის­თვის. ახალმთვა­რე­ო­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლად იმოქ­მე­დებს მათ­ზე, ვინც და­ი­ბა­და: 11-16 მარ­ტის, 11-16 მა­ი­სი, 13-18 სექ­ტემ­ბრის ან 13-18 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. ნუ იჯ­დე­ბით უსაქ­მოდ, გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა.

ბედ­ნი­ერ ახალმთვა­რე­ო­ბას და მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გი­სურ­ვებთ!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

თოვლჭყაპს !

!!!
0

აბა, საქმე სად არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მოემზადეთ ჯადოსნობისთვის" - რას მოგვიტანს 2021 წლის პირველი ახალმთვარეობა, რომელიც 13 იანვარსაა

"მოემზადეთ ჯადოსნობისთვის" - რას მოგვიტანს 2021 წლის პირველი ახალმთვარეობა, რომელიც 13 იანვარსაა

წლის პირველი ახალმთავრეობა 13 იანვარს , თხის რქის 24 გრადუსში, 9:01 საათზე გვექნება. არსებობს ასეთი გამონათქვამი, "როგორც შეხვდებით ახალმთვარეობას, ისე გაატარებთ მთელ თვეს". ამიტომ, გირჩევთ, პოზიტიურად განეწყოთ და ჯადოსნურობისთვისაც მოემზადოთ. 12 იანვრამდე დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე, გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები და მოემზადეთ ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ახალმთავრეობა ორი დღით ადრე არ გადატვირთოთ ორგანიზმი არც ზედმეტი კვებით და არც ზედმეტი ფიზიკური აქტიურობით. გახსოვდეთ, რომ უარყოფითი ემოციები გვაცლის ენერგიას, პოზიტიური კი გვავსებს. გაიღიმეთ და ახლობლები გაამხნევეთ, ყველამ არ იცის, რომ ახალმთვარეობის დღეებში ემოციურობა მომატებულია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ ახალმთვარეობაზე მოხდება ძველის ნგრევა და ახლის შენება ან რაღაცის გადაკეთება უკვე არსებულის საძირკველზე. ყოველ შემთხვევაში, ძირეული ცვლილებების სურვილი ბევრს აღეძრება.

ახალმთავრეობამდე ერთი საათით ადრე გათავისუფლდით ყველა საქმისგან, ემოციისგან და ეცადეთ, სიმშვიდეში იყოთ. შეგიძლიათ სანთელიც აანთოთ, ცეცხლი წვავს უარყოფით ენერგიას. გახსოვდეთ, რომ ყოველ ახალმთვარეობაზე ენერგიით ვივსებით და სავსემთავრეობაზე ვიცლებით. ახალმთვარეობის დადგომისთანავე კი ფურცელზე ჩამოწერეთ (აუცილებლად ჩამოწერეთ კალმით ფურცელზე!) ის მიზნები და სურვილები, რაც გსურთ, რომ მთვარის ამ თვეში აგისრულდეთ (მომდევნო ახალმთავრეობა გვექნება 11 თებერვალს, მერწყულის 24-ე გრადუსში). ამასთანავე, შეადგინეთ პროგრამა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში განახორციელებთ. სასურველია, თქვენი მიზნები ეხებოდეს კარიერულ დაწინაურებას, პირადი ბიზნესის გაფართოებას, ბინის შეძენას, დაოჯახებას.

13-28 იანვარის შუალედში გვექნება მზარდი მთვარის პერიოდი. ეს არის ზრდის, განვითარების, ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელების დრო. ალბათ იცით, რომ ახალმთვარეობაზე დარგული ნერგიც კი კარგად იზრდება და ნაყოფს თავის დროზე იძლევა. ამ პერიოდში შეგიძლიათ დარგოთ ან გადარგოთ ქოთნის მცენარეები ან მოამზადოთ თესლები ჩითილებისთვის. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში დაიწყებთ ვარჯიშს ან გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას. ერთადერთი გაფრთხილება უნდა მოგცეთ, როცა ახალ საქმეს იწყებთ, გაითვალისწინეთ უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დრო დაწყებული საქმეები ეფექტიანი არ იქნება და ენერგიას ტყუილად დახარჯავთ. გათვალეთ ყველა დეტალი, რომ უფრო მეტი სარგებელი ნახოთ. უკურსო მთვარის პერიოდში არ გირჩევთ ხელშეკრულებების გაფორმებას, ახალი ნივთების შეძენას. თუ ასეთ შუალედში მუშაობა ან გარკვეული ვალდებულების შესრულება მაინც გიწევთ, მაქსიმალურად გაფრთხილდით. იყავით მეტად დაკვირვებული საჭესთანაც.

18 იანვარს იუპიტერი ცუდად დაუპირისპირდება ურანს (ამ ასპექტს 2-3 დღე მაინც ექნება გავლენა). მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს ბანალური სიტუაციაც კი. ამიტომ, ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედეთ. არ დაუშვათ მუშაობაში შეცდომები, არ გაფლანგოთ ფული.

22 იანვარი , პარასკევი საუკეთესო დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საყიდლებისთვის. 23 იანვარს დაისვენეთ და 24-ში ისევ იაქტიურეთ. შეხვდით მეგობრებს, თანამოაზრეებს. 25 ისევ მშვიდად გავატაროთ. 28 იანვარს კი სავსემთვარეობას ველოდებით, პლუს-მინუს 2 დღე ემოციურობა პიკს აღწევს და მაქსიმალური სიმშვიდისკენ, ურთიერთგაგებისკენ მოგიწოდებთ. 26-27 -ში მთვარე კირჩხიბშია, ზოდიაქის ყველაზე ემოციურ და ბუტია ნიშანში. სავსემთვარეობას კი ლომში ველოდებით. ამ დღეს მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვები. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, მეტად დაისვენეთ, მხოლოდ სასიამოვნო საქმეები შეასრულეთ. ეცადეთ, რომ გული სიხარულითა და სიყვარულით გქონდეთ აღსავსე.

29 იანვარს მარსი, რომელიც ახლა კუროს ზოდიაქოში გადაბარგდა, ლილიტს (შიშები და ცდუნება) შეუერთდება. 27-31 იანვრის შუალედში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. არ დაიწყოთ ახალი პროექტები. ენერგია მხოლოდ კეთილი საქმეების კეთებას დაუთმეთ. და რაც მთვარია, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. უმჯობესია, გაატაროთ და მოითმინოთ, ვიდრე ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთოთ.

30 იანვარს გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული, უკანმავალი ხდება და გირჩევთ, ახალი საქმეები, საყიდლები და მნიშვნელოვანი შეხვედრები, თუ მგზავრობა 22 თებერვლის შემდეგ დაგეგმოთ. ამ პერიოდში კი გადააკეთეთ ან დაასრულეთ უკვე დაწყებული საქმეები.

ახალმთვარეობა ანუ ლუნაცია გვაძლევს საშუალებას, ერთი თვით ადრე განვსაზღვროთ თვის მომავალი მოვლენები. 13 იანვარს მზე და მთვარე თხის რქის ზოდიაქოში, 24-ე გრადუსში ერთდებიან. თხის რქა მიწის ნიშანია, პასუხისმგებლობისა და დისციპლინის სიმბოლოა. გვეხმარება, რომ დავისახოთ მიზანი და მერე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომით მივაღწიოთ სასურველს. ნატალურ რუკაში თხის რქა მართავს კარიერის სახლს, მასზე ამბობენ, რომ ის არის ერთადერთი ნიშანი, რომელიც ხედავს მიზანს და ვერ ხედავს დაბრკოლებას. ამიტომ, ჩვენც ორიენტირებულები უნდა ვიყოთ შედეგზე, გამარჯვებაზე. 13-ში მოერიდეთ აგრესიის გამოხატვას, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. მეტად გამოავლინეთ სიყვარული და პატივისცემა თქვენი გარშემო მყოფების მიმართ.

ახალმთვარეობაზე ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ცვლილებები პოლიტიკასა და სოციალურ სფეროში. ან ცვლილებები თავად იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. ცვლილებები მოსალოდნელია ძალაუფლების წარმომადგენლებშიც. ახალმთვარეობამ შეიძლება მოულოდნელი აღმოჩენები მოგვიტანოს სამედიცინო სფეროში.

ახალმთავრეობას ყველაზე მეტად იგრძნობენ ის ადამიანები, ვისი დაბადების დღეებიც უწევს 11-15 იანვრის შუალედში. აგრეთვე, მთვარის ეს თვე მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვისაც თხის რქის 22-26 გრადუსში პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები აქვს განლაგებული. გარდა ამისა, განსაკუთრებული გარჯა მოუწევთ იმ ადამიანებს, ვისი დაბადების დღეც უწევს 11-15 აპრილის, 13-17 ივლისისსა და 14-18 ოქტომბრის შუალედში. იყავით ფრთხილად, მოემზადეთ აქტიური, მაგრამ დაკვირვებული, გაანგარიშებული ქმედებისთვის. ახალმთვარეობა ჰარმონიულად იმოქმედებს მათზე, ვინც დაიბადა: 11-16 მარტის, 11-16 მაისი, 13-18 სექტემბრის ან 13-18 ნოემბრის შუალედში. ნუ იჯდებით უსაქმოდ, გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება.

ბედნიერ ახალმთვარეობას და მიზნების განხორციელებას გისურვებთ!

"იწყება წლის ყველაზე საინტერესო პერიოდი, შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისკენ!" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც 13 მარტის ახალმთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს

"შედეგების დღე... გაიხსენეთ, რა ხდებოდა 6 თვის წინ" - ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად სავსემთვარეობას, რომელსაც 27 თებერვალსაა

11 თებერვალს ახალმთვარეობაა - რატომ არის 12 თებერვალი წლის განსაკუთრებული დღე და რა უნდა ქნან ზოდიაქოს ნიშნებმა  ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად