სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქრისტიანი, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი იყოს, რადგან ღმერთს "გარეთ" განიცდის" - იუნგი ადამიანების შესახებ
"ქრისტიანი, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი იყოს, რადგან ღმერთს "გარეთ" განიცდის" - იუნგი ადამიანების შესახებ

"ქრის­ტი­ა­ნი, რო­მელ­საც წმინ­და ხა­ტე­ბის სწამს, შე­საძ­ლოა სუ­ლის სიღ­რმე­ში გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი და სტა­ტი­კუ­რი იყოს, რად­გან ღმერ­თს მთლი­ა­ნად "გა­რეთ" გა­ნიც­დის და არა სუ­ლის სიღ­მე­ში. ყვე­ლა მისი მო­ტი­ვი, იდე­ე­ბი, რი­თაც ხელ­მძღვა­ნე­ლობს და იმ­პულ­სე­ბი, იბა­დე­ბა არა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სფე­რო­დან, არა­მედ წარ­მარ­თუ­ლი, არ­ქა­უ­ლი, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ფსი­ქე­დან და არაც­ნო­ბი­ე­რი ში­ნა­არ­სი­დან. ჩემი მო­საზ­რე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა მტკიც­დე­ბა არა ერთი, არა­მედ მრა­ვალ­თა - მთე­ლი ერის - ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლით­ზე. ჩვე­ნი სამ­ყა­როს გრან­დი­ო­ზუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, ადა­მი­ან­თა მიერ და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, შთა­გო­ნე­ბუ­ლია არა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, არა­მედ შე­უ­ნიღ­ბა­ვი, შე­უ­ლა­მა­ზე­ბე­ლი წარ­მარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით. ამ მოვ­ლე­ნებს არ­ქა­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რა წარ­მო­შობს, რო­მელ­საც ქრის­ტი­ა­ნო­ბა ახ­ლო­საც არ გა­კა­რე­ბია.

ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და რწმე­ნის გა­რეგ­ნულ ფორ­მებს შო­რის შე­უ­სა­ბა­მო­ბა დი­დია. იგი ყვე­ლა­ფერს გა­რეთ ეძებს: ეკ­ლე­სი­ა­ში, ბიბ­ლი­ა­ში, სუ­რათ-ხა­ტებ­ში, სი­ტყვებ­ში, სულ­ში კი - არას­დროს. ში­ნა­გა­ნად მას არ­ქა­უ­ლი ღმერ­თე­ბი გა­ნა­გე­ბენ. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ: ღმერ­თის გა­რეგ­ნულ სახე-ხატ­თან ში­ნა­გა­ნი კავ­ში­რი სუ­ლი­ე­რი კულ­ტუ­რის არ­ქო­ნის გამო ვერ გან­ვი­თარ­და და ამი­ტომ იგი წარ­მარ­თულ სა­ფე­ხურ­ზე ჩარ­ჩა.

ცო­ტას თუ შე­უძ­ლია გა­ნი­ცა­დოს ღვთა­ებ­რი­ვი სახე-ხატი, რო­გორც სუ­ლის სა­კუთ­რე­ბა. ქრის­ტეს ისი­ნი გა­რეთ პო­უ­ლო­ბენ და არა სა­კუ­თარ სუ­ლებ­ში. სწო­რედ ამი­ტომ მე­ფობს მათი სუ­ლის სიღ­რმე­ებ­ში წარ­მარ­თუ­ლი წყვდი­ა­დი. გაც­ვე­თი­ლი სა­ბურ­ვე­ლით ცუ­დად შე­ნიღ­ბუ­ლი წარ­მარ­თო­ბა ეგ­რეთ წო­დე­ბულ ქრის­ტი­ა­ნულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას წა­ლეკ­ვით ემუქ­რე­ბა", - კარლ გუს­ტავ იუნ­გი (1875-1961).

იუნ­გი 1875 წლის 26 ივ­ლისს კეს­ვილ­ში (თურ­გუს კან­ტო­ნი, შვე­ი­ცა­რია) ღა­რი­ბი პრო­ტეს­ტან­ტი მღვდლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. იუნ­გი იხ­სე­ნებ­და, რომ მამა, თუმ­ცა­ღა იცავ­და ყვე­ლა წეს-ჩვე­უ­ლე­ბას, რო­გორც ეს კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მღვდელს შე­ე­ფე­რე­ბა, მაგ­რამ ამის და მი­უ­ხე­და­ვად ში­ნა­გა­ნად არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ღმერ­თის არ­სე­ბო­ბა­ში. იუნ­გის დედა ემო­ცი­უ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი ქალი იყო. შემ­დგომ­ში იუნ­გი მას რო­გორც სუ­ლი­ე­რად ავად­მყოფს და­ა­ხა­სი­ა­თებს. სა­ერ­თოდ სა­ინ­ტერ­სე­ოა, რომ იუნ­გის სა­ნა­თე­სა­ო­ში მრავ­ლად მო­ი­პო­ვე­ბო­და ფსი­ქი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად მისი ბი­ძაშ­ვი­ლი ქალი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ მე­დი­უ­მი იყო. იუნ­გმა მისი შემ­თხვე­ვა თა­ვის დი­სერ­ტა­ცი­ა­შიც კი გა­მო­ი­ყე­ნა. თა­ვად იუნგსაც ქონ­და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ის იხ­სე­ნებ­და, რომ ჰქონ­და ხოლ­მე შეგ­რძნე­ბა თით­ქოს მას­ში ორი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, რაც მისი პი­როვ­ნე­ბის გახ­ლე­ჩა­ზე მი­უ­თი­თებ­და, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვან პა­თო­ლო­გი­ა­ში არ გა­დაზ­რდი­ლა.

ბავ­შვო­ბი­დან­ვე გულ­ჩა­თხრო­ბილ იუნგს არა­სო­დეს ჰყო­ლია მე­გობ­რე­ბი, გა­რე­სამ­ყა­როს ძნე­ლად ეგუ­ე­ბო­და და სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობ­და. იგი თა­ვად იყო კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი იმ ტი­პი­სა, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ინ­ტრო­ვერ­ტი" უწო­და.

ბა­ზე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დგომ იუნ­გი ფსი­ქი­ატ­რი­ით, კერ­ძოდ კი ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზით და­ინ­ტე­რეს­და. 1890 წელს, ცი­უ­რი­ხის კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ო­ბი­სას, იუნ­გი ფრო­ი­დის იდე­ე­ბის მიმ­დე­ვა­რი და მისი თე­ო­რი­ის პრო­პა­გან­დის­ტი გახ­და. იგი იყე­ნებ­და ფრო­ი­დის მიერ შე­მოღ­რე­ბულ თა­ვი­სუ­ფალ ასო­ცი­ა­ცი­ა­თა ტექ­ნი­კას. ფრო­იდს და იუნგს ხან­გრძლი­ვი მი­მო­წე­რა ჰქონ­დათ, სა­დაც ორი­ვე­ნი დიდ აღ­ტა­ცე­ბას და პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავ­დნენ ერ­თმა­ნე­თი­სად­მი. სა­ბო­ლო­ოდ ისი­ნი შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა 13 სა­ათს გრძელ­დე­ბო­და. ფრო­ი­დი იუნგს რო­გორც სა­კუ­თარ მემ­კვიდ­რეს აღიქ­ვამ­და.

იუნ­გი 1914 წლამ­დე იყო ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი აღი­ა­რებ­და ფრო­ი­დის ავ­ტო­რი­ტეტს და თა­ვის მას­წავ­ლებ­ლა­დაც თვლი­და, მა­ინც ბევრ სა­კი­თხში არ ეთანხნ­მე­ბო­და და 1913 წელს გა­წყვი­ტა ურ­თი­ერ­თო­ბა მას­თან, მი­ა­ტო­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და და­ი­წყო კვლე­ვა და მოგ­ზა­უ­რო­ბა. თა­ვად იუნ­გი ფრო­იდს აღიქ­ვამ­და, რო­გორც ტრა­გი­კულ­სა და ამა­ვე დროს დიად პი­როვ­ნე­ბას. იუნ­გი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზად მი­იჩ­ნევ­და თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს "ლი­ბი­დოს სა­ხეც­ვლი­ლე­ბე­ბი და სიმ­ბო­ლო­ე­ბი". იუნ­გის აზ­რით, ფრო­ი­დი ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბა აქ­ცევს თა­ვის თე­ო­რი­ა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბას და გა­და­წყვი­ტა ლი­ბი­დოს ცნე­ბა უფრო გა­ე­ფარ­თო­ე­ბი­ნა. იუნ­გი­სე­უ­ლი გა­გე­ბით ლი­ბი­დო არის არა მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი არა­მედ სა­ერ­თოდ სა­სი­ცო­ცხლო ფსი­ქი­უ­რი ენერ­გია. იქ, სა­დაც ფრო­ი­დი ხე­დავ­და მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლურ მო­ტი­ვებ­სა და ძა­ლა­დო­ბი­სად­მი ლტოლ­ვას, იუნ­გი აღ­მო­ა­ჩენ­და ქა­ლუ­რი და მა­მა­კა­ცუ­რი სა­წყი­სის შერ­წყმას, აგ­რეთ­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და კო­ლექ­ტი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გა­და­ჯაჭ­ვას.

იუნ­გის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა არაც­ნო­ბი­ე­რი და ცნო­ბი­ე­რი პრო­ცე­სე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რომ­ლის ელე­მენ­ტებს შო­რის მუდ­მი­ვად ხდე­ბა ენერ­გი­ის გაც­ვლა. პი­როვ­ნე­ბის სტრუქ­ტუ­რა წარ­მოდ­გე­ნი­ლია:

  • ეგო - ცნო­ბი­ე­რე­ბის ცენ­ტრი, პა­სუხს აგებს იდენ­ტო­ბა­ზე
  • პი­რა­დი არაც­ნო­ბი­ე­რი - გან­დევ­ნი­ლი და და­ვი­წყე­ბუ­ლი გან­ცდე­ბი
  • კო­ლექ­ტი­უ­რი ქვეც­ნო­ბი­ე­რი - წი­ნაპ­რე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა

ძვე­ლად ადა­მი­ა­ნე­ბი სიზ­მარს, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ას ღვთის მად­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ, რად­გან ამ დროს პირ­და­პირ კონ­ტაქ­ტში შევ­დი­ვართ კო­ლექ­ტი­ურ არაც­ნო­ბი­ერ­თან. იუნ­გი თვლი­და, რომ ადა­მი­ა­ნის მიერ გან­ცდი­ლი ფსი­ქი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვა­ლოდ კი არ ქრე­ბა, არა­მედ რჩე­ბა და ვლინ­დე­ბა არ­ქე­ტი­პის სა­ხით, რომ­ლი­თაც მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აი
3

მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად

მრევლი
19

სანამ ქრისტიანობას შეეხებოდა, ჯობდა თავისი ავადმყოფი ახლო თუ გარე ნათესავების ქცევა შეესწავლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ქრისტიანი, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი იყოს, რადგან ღმერთს "გარეთ" განიცდის" - იუნგი ადამიანების შესახებ

"ქრისტიანი, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი იყოს, რადგან ღმერთს "გარეთ" განიცდის" - იუნგი ადამიანების შესახებ

"ქრისტიანი, რომელსაც წმინდა ხატების სწამს, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი და სტატიკური იყოს, რადგან ღმერთს მთლიანად "გარეთ" განიცდის და არა სულის სიღმეში. ყველა მისი მოტივი, იდეები, რითაც ხელმძღვანელობს და იმპულსები, იბადება არა ქრისტიანული სფეროდან, არამედ წარმართული, არქაული, განუვითარებელი ფსიქედან და არაცნობიერი შინაარსიდან. ჩემი მოსაზრების ჭეშმარიტება მტკიცდება არა ერთი, არამედ მრავალთა - მთელი ერის - ცხოვრების მაგალითზე. ჩვენი სამყაროს გრანდიოზული მოვლენები, ადამიანთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, შთაგონებულია არა ქრისტიანული, არამედ შეუნიღბავი, შეულამაზებელი წარმართული სულისკვეთებით. ამ მოვლენებს არქაული ფსიქიკური სტრუქტურა წარმოშობს, რომელსაც ქრისტიანობა ახლოსაც არ გაკარებია.

ფსიქიკურ მდგომარეობასა და რწმენის გარეგნულ ფორმებს შორის შეუსაბამობა დიდია. იგი ყველაფერს გარეთ ეძებს: ეკლესიაში, ბიბლიაში, სურათ-ხატებში, სიტყვებში, სულში კი - არასდროს. შინაგანად მას არქაული ღმერთები განაგებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ: ღმერთის გარეგნულ სახე-ხატთან შინაგანი კავშირი სულიერი კულტურის არქონის გამო ვერ განვითარდა და ამიტომ იგი წარმართულ საფეხურზე ჩარჩა.

ცოტას თუ შეუძლია განიცადოს ღვთაებრივი სახე-ხატი, როგორც სულის საკუთრება. ქრისტეს ისინი გარეთ პოულობენ და არა საკუთარ სულებში. სწორედ ამიტომ მეფობს მათი სულის სიღრმეებში წარმართული წყვდიადი. გაცვეთილი საბურველით ცუდად შენიღბული წარმართობა ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ცივილიზაციას წალეკვით ემუქრება", - კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961).

იუნგი 1875 წლის 26 ივლისს კესვილში (თურგუს კანტონი, შვეიცარია) ღარიბი პროტესტანტი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იუნგი იხსენებდა, რომ მამა, თუმცაღა იცავდა ყველა წეს-ჩვეულებას, როგორც ეს კეთილსინდისიერ მღვდელს შეეფერება, მაგრამ ამის და მიუხედავად შინაგანად არ იყო დარწმუნებული ღმერთის არსებობაში. იუნგის დედა ემოციურად გაუწონასწორებელი ქალი იყო. შემდგომში იუნგი მას როგორც სულიერად ავადმყოფს დაახასიათებს. საერთოდ საინტერსეოა, რომ იუნგის სანათესაოში მრავლად მოიპოვებოდა ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანები, მაგალითად მისი ბიძაშვილი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მედიუმი იყო. იუნგმა მისი შემთხვევა თავის დისერტაციაშიც კი გამოიყენა. თავად იუნგსაც ქონდა გარკვეული პრობლემები. ის იხსენებდა, რომ ჰქონდა ხოლმე შეგრძნება თითქოს მასში ორი ადამიანი ცხოვრობს, რაც მისი პიროვნების გახლეჩაზე მიუთითებდა, თუმცა მნიშვნელოვან პათოლოგიაში არ გადაზრდილა.

ბავშვობიდანვე გულჩათხრობილ იუნგს არასოდეს ჰყოლია მეგობრები, გარესამყაროს ძნელად ეგუებოდა და საკუთარი აზრების სამყაროში ცხოვრობდა. იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რასაც მოგვიანებით "ინტროვერტი" უწოდა.

ბაზელის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ იუნგი ფსიქიატრიით, კერძოდ კი ფსიქოანალიზით დაინტერესდა. 1890 წელს, ციურიხის კლინიკაში მუშაობისას, იუნგი ფროიდის იდეების მიმდევარი და მისი თეორიის პროპაგანდისტი გახდა. იგი იყენებდა ფროიდის მიერ შემოღრებულ თავისუფალ ასოციაციათა ტექნიკას. ფროიდს და იუნგს ხანგრძლივი მიმოწერა ჰქონდათ, სადაც ორივენი დიდ აღტაცებას და პატივისცემას გამოხატავდნენ ერთმანეთისადმი. საბოლოოდ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს. მათი პირველი შეხვედრა 13 საათს გრძელდებოდა. ფროიდი იუნგს როგორც საკუთარ მემკვიდრეს აღიქვამდა.

იუნგი 1914 წლამდე იყო ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ იგი აღიარებდა ფროიდის ავტორიტეტს და თავის მასწავლებლადაც თვლიდა, მაინც ბევრ საკითხში არ ეთანხნმებოდა და 1913 წელს გაწყვიტა ურთიერთობა მასთან, მიატოვა უნივერსიტეტი და დაიწყო კვლევა და მოგზაურობა. თავად იუნგი ფროიდს აღიქვამდა, როგორც ტრაგიკულსა და ამავე დროს დიად პიროვნებას. იუნგი განხეთქილების მიზეზად მიიჩნევდა თავის ნამუშევარს "ლიბიდოს სახეცვლილებები და სიმბოლოები". იუნგის აზრით, ფროიდი ზედმეტ ყურადღება აქცევს თავის თეორიაში სექსუალურობას და გადაწყვიტა ლიბიდოს ცნება უფრო გაეფართოებინა. იუნგისეული გაგებით ლიბიდო არის არა მხოლოდ სექსუალური არამედ საერთოდ სასიცოცხლო ფსიქიური ენერგია. იქ, სადაც ფროიდი ხედავდა მხოლოდ სექსუალურ მოტივებსა და ძალადობისადმი ლტოლვას, იუნგი აღმოაჩენდა ქალური და მამაკაცური საწყისის შერწყმას, აგრეთვე ინდივიდუალური და კოლექტიური ფაქტორების გადაჯაჭვას.

იუნგის მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა არაცნობიერი და ცნობიერი პროცესების ერთობლიობაა, რომლის ელემენტებს შორის მუდმივად ხდება ენერგიის გაცვლა. პიროვნების სტრუქტურა წარმოდგენილია:

  • ეგო - ცნობიერების ცენტრი, პასუხს აგებს იდენტობაზე
  • პირადი არაცნობიერი - განდევნილი და დავიწყებული განცდები
  • კოლექტიური ქვეცნობიერი - წინაპრებისა და ადამიანამდე არსებული ცხოველისგან მემკვიდრეობით მიღებული გამოცდილება

ძველად ადამიანები სიზმარს, ჰალუცინაციას ღვთის მადლად მიიჩნევდნენ, რადგან ამ დროს პირდაპირ კონტაქტში შევდივართ კოლექტიურ არაცნობიერთან. იუნგი თვლიდა, რომ ადამიანის მიერ განცდილი ფსიქიკური გამოცდილება უკვალოდ კი არ ქრება, არამედ რჩება და ვლინდება არქეტიპის სახით, რომლითაც მოტივირებულია ადამიანის ქცევა. წაიკითხეთ სრულად