სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იშვიათი ბედით გამორჩეული ადამიანები - ანუ რას ნიშნავს, თუკი ადამიანი მზის ან მთვარის დაბნელებისას იბადება
იშვიათი ბედით გამორჩეული ადამიანები - ანუ რას ნიშნავს, თუკი ადამიანი მზის ან მთვარის დაბნელებისას იბადება

5 ივ­ლისს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაა , ეს საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით, სა­სურ­ვე­ლია, ოი­რი­ო­დე სი­ტყვით ვი­სა­უბ­როთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც, ვი­საც ბედ­მა მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბი­სას და­ბა­დე­ბა არ­გუ­ნა წი­ლად. თქმა არ უნდა, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დაბ­ნე­ლე­ბა – მზის იქ­ნე­ბა თუ მთვა­რის – მნიშ­ვნე­ლო­ვან კოს­მი­ურ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს, რო­გორც მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, ისე ადა­მი­ა­ნებ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ას­ტრო­ლო­გე­ბი ნე­ბის­მი­ერს ურ­ჩე­ვენ, რომ დაბ­ნე­ლე­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვონ თავი ყო­ველ­გვა­რი სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის­გან, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უმ­თავ­რე­სი კი სა­კე­ის­რო კვე­თაა. თუმ­ცა, რა უნდა ვქნათ მა­შინ, როცა ადა­მი­ანს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი გზით უწევს და­ბა­დე­ბა უშუ­ა­ლოდ დაბ­ნე­ლე­ბის დღეს? რაღა თქმა უნდა, ამ პრო­ცესს ვე­რა­ვინ გა­ა­კონ­ტრო­ლებს, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ცო­დეთ ის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც დაბ­ნე­ლე­ბა­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ციკლს ახ­ლავს თან, იმი­ტომ რომ, ასეთ ადა­მი­ა­ნებს გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი და ცხოვ­რე­ბა გა­აჩ­ნი­ათ.

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის დღეს იბა­დე­ბა, რო­გორც წესი, გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. ასე­თი პი­როვ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის უზო­მო რწმე­ნი­თა და თვით­კონ­ტრო­ლის უნა­რი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. იგი იშ­ვი­ა­თად იც­ვლის აზრს, მაგ­რამ არა­სო­დეს იც­ვლის შე­ხე­დუ­ლე­ბას, ზე­წო­ლის შე­დე­გად. თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ პი­როვ­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ დაბ­ნე­ლე­ბი­სას მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, უკვე ნიშ­ნავს იმას, რომ ამ ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ელო­დე­ბა, რო­მელ­თა­გან შე­საძ­ლოა ბევ­რი ფა­ტა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის იყოს, მაგ­რამ ეს მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლია მის­თვის. თუმ­ცა, მათ სირ­თუ­ლე­ებ­თან ერ­თად, სა­ხე­ლი და დი­დე­ბაც ელო­დე­ბა.

ასე მა­გა­ლი­თად, მზის დაბ­ნე­ლე­ბი­სას და­ბა­დე­ბუ­ლებს შო­რის ძალ­ზე ხში­რად ვხვდე­ბით სა­კუ­თა­რი სფე­როს პირ­ვე­ლაღ­მომ­ჩე­ნებს, ცნო­ბილ რე­ფორ­მა­ტო­რებ­სა და მე­ცე­ნა­ტებს. ხოლო მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბი­სას გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ან სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი იბა­დე­ბი­ან.

წე­ლი­წა­დი, როცა ადა­მი­ა­ნის მო­რიგ და­ბა­დე­ბის დღეს წლი­უ­რი დაბ­ნე­ლე­ბაც ემ­თხვე­ვა, ამ პი­როვ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმწვა­ვით ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ვლინ­დე­ბა ისე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­თაც მა­ღა­ლი პოს­ტე­ბი უკა­ვი­ათ ან რა­ი­მე კუ­თხით უწევთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. საქ­მე იმა­შია, რომ თა­ვად დაბ­ნე­ლე­ბა, რო­გორც მოვ­ლე­ნა, არ არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა, იგი სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ციკ­ლის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ გა­ნა­სა­ხი­ე­რებს სა­წყისს, შუ­ა­ლე­დურ ეტაპს და და­სას­რულს. ნე­ბის­მი­ე­რი დაბ­ნე­ლე­ბა, კი თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს გარ­კვე­ულ მუხტს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მოქ­მე­დებს სო­ცი­უმ­ზე და აქ­ტუ­ა­ლუ­რად ეხე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი სფე­როს ცვლი­ლე­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დაბ­ნე­ლე­ბი­სას და­ი­ბად­ნენ, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შო­ბენ ამ­გვარ პრო­ცე­სებ­ში. ამი­ტო­მაც არის მათ­თვის ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ის წელი, რო­მელ­შიც მათ იუ­ბი­ლეს წლი­უ­რი დაბ­ნე­ლე­ბა ემ­თხვე­ვა. თუმ­ცა, ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ წელს დაბ­ნე­ლე­ბა­ზე და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს ელის, მხო­ლოდ ნე­გა­ტი­უ­რი სა­ხის რო­დია. ხში­რად სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის უკე­თე­სით ცვლა, მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბა, და­წი­ნა­უ­რე­ბა და ა.შ. მათ ცხოვ­რე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

იშვიათი ბედით გამორჩეული ადამიანები - ანუ რას ნიშნავს, თუკი ადამიანი მზის ან მთვარის დაბნელებისას იბადება

იშვიათი ბედით გამორჩეული ადამიანები - ანუ რას ნიშნავს, თუკი ადამიანი მზის ან მთვარის დაბნელებისას იბადება

5 ივლისს მთვარის დაბნელებაა , ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ასტროლოგიური კუთხით, სასურველია, ოირიოდე სიტყვით ვისაუბროთ იმ ადამიანების შესახებაც, ვისაც ბედმა მზის ან მთვარის დაბნელებისას დაბადება არგუნა წილად. თქმა არ უნდა, ნებისმიერი სახის დაბნელება – მზის იქნება თუ მთვარის – მნიშვნელოვან კოსმიურ ცვლილებებს იწვევს, როგორც მიმდინარე მოვლენებზე, ისე ადამიანებზე. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ნებისმიერს ურჩევენ, რომ დაბნელებისას მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყოველგვარი სახის ქირურგიული ჩარევისგან, მათ შორის ყველაზე უმთავრესი კი საკეისრო კვეთაა. თუმცა, რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ადამიანს ფიზიოლოგიური გზით უწევს დაბადება უშუალოდ დაბნელების დღეს? რაღა თქმა უნდა, ამ პროცესს ვერავინ გააკონტროლებს, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ ის ძირითადი მახასიათებლები, რაც დაბნელებაზე დაბადებული ინდივიდის ცხოვრებისეულ ციკლს ახლავს თან, იმიტომ რომ, ასეთ ადამიანებს გარშემო მყოფებისგან განსხვავებული ხასიათი და ცხოვრება გააჩნიათ.

ადამიანი, რომელიც მზის ან მთვარის დაბნელების დღეს იბადება, როგორც წესი, გამორჩეული თვისებების მატარებელია. ასეთი პიროვნება საკუთარი თავის უზომო რწმენითა და თვითკონტროლის უნარითაა დაჯილდოებული. იგი იშვიათად იცვლის აზრს, მაგრამ არასოდეს იცვლის შეხედულებას, ზეწოლის შედეგად. თავად ის ფაქტი, რომ პიროვნება უშუალოდ დაბნელებისას მოევლინა ქვეყანას, უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ცხოვრებაში კონკრეტული მოვლენები ელოდება, რომელთაგან შესაძლოა ბევრი ფატალური ხასიათის იყოს, მაგრამ ეს მაინც გარდაუვალია მისთვის. თუმცა, მათ სირთულეებთან ერთად, სახელი და დიდებაც ელოდება.

ასე მაგალითად, მზის დაბნელებისას დაბადებულებს შორის ძალზე ხშირად ვხვდებით საკუთარი სფეროს პირველაღმომჩენებს, ცნობილ რეფორმატორებსა და მეცენატებს. ხოლო მთვარის დაბნელებისას გამორჩეული მუსიკალური ან სახელოვნებო ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებები იბადებიან.

წელიწადი, როცა ადამიანის მორიგ დაბადების დღეს წლიური დაბნელებაც ემთხვევა, ამ პიროვნების ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. განსაკუთრებული სიმწვავით ეს ცვლილებები ვლინდება ისეთი პიროვნებების ცხოვრებაში, რომელთაც მაღალი პოსტები უკავიათ ან რაიმე კუთხით უწევთ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. საქმე იმაშია, რომ თავად დაბნელება, როგორც მოვლენა, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ასტროლოგიური მოვლენა, იგი სამი მნიშვნელოვანი ციკლისგან შედგება, რომელიც თავის მხრივ განასახიერებს საწყისს, შუალედურ ეტაპს და დასასრულს. ნებისმიერი დაბნელება, კი თავის თავში მოიცავს გარკვეულ მუხტს, რომელიც ძირითადად მოქმედებს სოციუმზე და აქტუალურად ეხება პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური სფეროს ცვლილებებს. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც დაბნელებისას დაიბადნენ, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამგვარ პროცესებში. ამიტომაც არის მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანი, ის წელი, რომელშიც მათ იუბილეს წლიური დაბნელება ემთხვევა. თუმცა, ცვლილებები, რომელიც ამ წელს დაბნელებაზე დაბადებულ ადამიანს ელის, მხოლოდ ნეგატიური სახის როდია. ხშირად სწორედ ამ პერიოდში ხდება საცხოვრებელი ადგილის უკეთესით ცვლა, მემკვიდრის დაბადება, დაწინაურება და ა.შ. მათ ცხოვრებაში.

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ