სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დღეიდან ე.წ. "კატასტროფის ღერძი" გააქტიურდა, ამ ასპექტზე მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, ჰიროსიმას დაბომბვა და კენედის მკვლელობა" - რა უნდა ვიცოდეთ ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებზე
"დღეიდან ე.წ. "კატასტროფის ღერძი" გააქტიურდა, ამ ასპექტზე მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, ჰიროსიმას დაბომბვა და კენედის მკვლელობა" - რა უნდა ვიცოდეთ ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებზე

ივ­ნი­სი თა­ვი­სი დაბ­ნე­ლე­ბე­ბი­თა და რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რით უკან მო­ვი­ტო­ვეთ, ცო­ტა­თი ამო­სუნ­თქვაც შევ­ძე­ლით, მაგ­რამ არც ივ­ლი­სი მოგ­ვცემს სრუ­ლად მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

პლა­ნე­ტე­ბის (ძი­რი­თა­დად პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბის) ინ­გრე­სია (ინ­გრე­სია არის პლა­ნე­ტე­ბის ერთი ნიშ­ნი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლა) მოვ­ლე­ნებს გა­ა­აქ­ტი­უ­რებს. უამ­რა­ვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა გვე­ლის და აქე­დან­ვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ იყოთ დაკ­ვი­რე­ბუ­ლე­ბი, ფრთხი­ლე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რე­ბი და ღი­მი­ლი­ა­ნე­ბიც.

ახლა მზე კირჩხიბ­შია . გი­ლო­ცავთ, კირჩხი­ბე­ბო, მზად იყა­ვით სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის! ამ პე­რი­ოდ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია შემ­დე­გი თე­მე­ბი: სახ­ლი, ოჯა­ხი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დე­დას­თან, მშობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან, წი­ნაპ­რე­ბი, სახ­ლი, ემო­ცი­ე­ბი და კვე­ბა.

პირ­ვე­ლი, რა­საც უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, კა­ტას­ტრო­ფის ღერ­ძია . ეს პე­რი­ო­დი 27 ივ­ნისს და­ი­წყე­ბა და 24 ივ­ლი­სამ­დე გას­ტანს . ტყუპ­სა და მშვილ­დო­სან­ში მდე­ბა­რე კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი სა­შიშ ვარ­სკვლა­ვებ­ზე - ან­ტა­რეს­სა და ალ­დე­ბა­რან­ზე სხდე­ბი­ან. ას­ტრო­ის­ტო­რი­ა­ში უამ­რა­ვი უსი­ა­მო­ვო მოვ­ლე­ნა ან­ტა­რე­სი­სა და ალ­დე­ბა­რა­ნის აქ­ტი­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა: ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფა (სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნით), ჰი­რო­სი­მას და­ბომბვა (მარ­სის გავ­ლე­ნით), ჯონ კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბა (მერ­კუ­რის გავ­ლე­ნით), ხან­ძა­რი პა­რის­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში (მარ­სის გავ­ლე­ნით) და ა.შ. ხალ­ხში მო­ი­მა­ტებს უმარ­თა­ვი აგ­რე­სია. მაქ­სი­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აა­ლე­ბად ნივ­თებ­თან. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა მსოფ­ლი­ო­ში იმა­ტოს ტე­რაქ­ტებ­მა. გაფრ­თხილ­დით, თუ ხართ მთა­ში (ალ­პი­ნის­ტე­ბი, მეკლდე­უ­რე­ბი), ზღვა­ზე (გან­სა­კუთ­რე­ბით და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე), სე­ის­მუ­რად სა­შიშ ზო­ნა­ში. გაფრ­თხილ­დით ყვე­ლა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ტყუ­პის , მშვილ­დოს­ნის , ქალ­წუ­ლი­სა და თევ­ზე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მერ­კუ­რი სწო­რად­მა­ვა­ლია, ივ­ლის­ში სამ ნი­შანს მო­ივ­ლის. 11 ივ­ლი­სამ­დე ტყუპ­ში იქ­ნე­ბა. მო­ი­მა­ტებს სწავ­ლის, გა­და­ად­გი­ლე­ბის სურ­ვი­ლი. სწრა­ფად შეძ­ლებთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბას. მო­გინ­დე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უ­ბა­რი, ინ­ტე­ლექ­ტის გა­მოვ­ლე­ნა. ად­ვი­ლად და­უ­მე­გობ­რდე­ბით გარ­შე­მო მყო­ფებს. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა, კარ­გი პე­რი­ო­დი და­უდ­გე­ბათ მარ­კე­ტინ­გის, სა­რეკ­ლა­მო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს.

27 ივ­ნისს ვე­ნე­რა ლომ­ში გა­დაბ­რძან­და, სა­დაც დარ­ჩე­ბა 22 აგ­ვის­ტომ­დე . მე­ფუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ვე­ნე­რა ითხოვს მეტ რო­მან­ტი­კას. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, რომ ჩა­ერ­თოთ ელი­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში, და­ეს­წროთ წვე­უ­ლე­ბებს. და­გეგ­მეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო­ე­ბი: თე­ატ­რში წას­ვლა, გა­მო­ფე­ნა­ზე დას­წრე­ბა და ა.შ. გა­მო­ნა­ხეთ დრო ჰო­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მო­ი­მა­ტებს სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ, რომ ყველ­გან ელე­გან­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ.

პა­ტივ­მოყ­ვა­რე მარ­სიც ლომ­შია 29 ივ­ლი­სამ­დე (11 ივ­ნისს ეს­ტუმ­რა). იგ­რძნობთ ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას, შე­უ­პოვ­რად და­ი­წყებთ მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ მო­თო­კოთ აგ­რე­სია. იყა­ვით რა­ინ­დუ­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი, მაგ­რამ არა კონ­ფლიქ­ტუ­რი.

ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა 10 ივ­ლისს 05:20-ზე კირჩხი­ბის მე-19 გრა­დის­ში. იწყე­ბა ახა­ლი მთვა­რის თვე და გვაქვს თე­მე­ბი, რა­საც უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა. კირჩხი­ბის პე­რი­ოდ­ში გვე­ლო­დე­ბა გა­ნახ­ლე­ბა, სი­ურპრი­ზე­ბი (შო­კი­რე­ბუ­ლიც) და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი. იყა­ვით მე­გობ­რუ­ლი. თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ახალმთავ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, მო­გიმ­ზა­დებთ სტა­ტი­ას.

ემო­ცი­უ­რი მერ­კუ­რი კირჩხიბ­ში იქ­ნე­ბა 11-28 ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში. მერ­კუ­რის მას­პინ­ძე­ლი მთვა­რეა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მო­ი­მა­ტებს ემო­ცი­უ­რო­ბა, გან­ცდე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ ფურ­ცელ­ზე გა­და­ი­ტა­ნოთ თქვე­ნი შეგ­რძნე­ბე­ბი. მო­ი­მა­ტებს შე­მოქ­მე­დო­ბი­თო­ბა. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან, დე­დას­თან. გა­მო­იკ­ვლი­ეთ ოჯა­ხის ის­ტო­რია, ფეს­ვე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ი­ფორ­მოთ ბი­ნას­თან, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბი.

გენ­დერუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის - მარ­სი და ვე­ნე­რა - შე­ერ­თე­ბას ვე­ლო­დე­ბით 13 ივ­ლისს . შე­ერ­თე­ბა მოხ­დე­ბა ლო­მის მე-20 გრა­დუს­ში ჩა­ი­ხე­დეთ პი­რად რუ­კა­ში და ნა­ხეთ, რო­მელ სახ­ლში ხვდე­ბა ეს შე­ერ­თე­ბა ან ამ წერ­ტილ­ში რო­მე­ლი პლა­ნე­ტე­ბი არი­ან ას­პექ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. ეს არის მი­თი­თე­ბა, რა სურ­ვი­ლე­ბის მი­საღ­წე­ვად უნდა იბ­რძო­ლოთ ან სად შე­იძ­ლე­ბა და­გე­წყოთ ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.

15 ივ­ლისს ქი­რო­ნი ხდე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი 19 დე­კემ­ბრამ­დე ვერ­ძის ნი­შან­ში. ქი­რო­ნი გვაძ­ლევს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მისი სიმ­ბო­ლო გა­სა­ღებს ჰგავს და ასეც არის, მას ნე­ბის­მი­ე­რი კა­რის უპ­რობ­ლე­მოდ გა­ღე­ბა შე­უძ­ლია. ნა­ხეთ თქვენს პი­რად რუ­კა­ში რო­მელ სახ­ლში ხვდე­ბა ქი­რო­ნი ან ვერ­ძის, ლო­მის და მშვილ­დოს­ნის 9-13 გრა­დუს­ში ხომ არ გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. მათი დახ­მა­რე­ბით შეძ­ლებთ მი­უბ­რუნ­დეთ ძველ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და მო­აგ­ვა­როთ.

16 ივ­ლისს თეთ­რი მთვა­რე თხის რქა­ში გა­და­დის 7 თვით. თეთ­რი მთვა­რე არის ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი . თხის რქა­ში გა­დას­ვლით ჩვენ­ში მო­ი­მა­ტებს მისი თვი­სე­ბე­ბი: გავ­ხდე­ბით მე­ტად კონ­კრე­ტუ­ლე­ბი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი. შევ­ძლებთ საქ­მის დრო­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბას. და­ვი­სა­ხავთ მიზ­ნებს და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ შე­ვუდ­გე­ბით მათ მოგ­ვა­რე­ბას. არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა მარ­თვა და ხელ­მძღვა­ნე­ლის თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

2021 წლის 18 ივ­ლი­სი­დან 2022 წლის 15 აპ­რი­ლამ­დე ლი­ლი­ტი ტყუპ­ში იქ­ნე­ბა . ის ჩვენს ში­შებს, ცდუ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს და სა­ინ­ტე­რე­სოა, რას უნდა ვე­ლო­დოთ მისი ტყუპ­ში ყოფ­ნი­სას: პირ­ველ რიგ­ში ფე­იკ­ნი­უ­სე­ბის, ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას (გირ­ჩევთ დე­ტა­ლუ­რად გა­და­ა­მოწ­მოთ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და არ ენ­დოთ სა­ეჭ­ვოს). დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად გა­ავ­რცე­ლეთ ახა­ლი ამ­ბე­ბი, და­აკ­ვირ­დით, რას ამ­ბობთ, რის­კენ გაქვთ აზ­რე­ბი მი­მარ­თუ­ლი. ეს, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ინ­ტერ­ნეტ სა­ი­ტებს ეხე­ბათ.

22 ივ­ლისს ვე­ნე­რა ქალ­წულს ეს­ტუმ­რე­ბა 16 აგ­ვის­ტომ­დე. მო­ი­მა­ტებს პრაქ­ტი­კუ­ლო­ბის, აკუ­რა­ტუ­ლო­ბის სურ­ვი­ლი. მო­გინ­დე­ბათ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა, თუმ­ცა, უშეც­დო­მო იქ­ნე­ბა. თუ არ გინ­დათ, რომ გა­და­ი­ღა­ლოთ, თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი იყა­ვით. კარ­გი პე­რი­ო­დია დი­ე­ტის და­სა­წყე­ბად, კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნ.მ.
3

ახლა ამით გადარიეთ და დასტრესეთ ხალხი, თქვე მჩხიბავებო! მალე ისე იზამთ, რომ აღარც აქ გაეცნობა ინფორმაციას გონიერი ადამიანი. წერეთ და იკითხეთ. შეგიძლიათ არ გამოაქვეყნოთ, ამას თქვენ გწერთ.

გაქრით
2

ტვინი ნუ გაბურღეთ. დ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"დღეიდან ე.წ. "კატასტროფის ღერძი" გააქტიურდა, ამ ასპექტზე მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, ჰიროსიმას დაბომბვა და კენედის მკვლელობა" - რა უნდა ვიცოდეთ ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებზე

"დღეიდან ე.წ. "კატასტროფის ღერძი" გააქტიურდა, ამ ასპექტზე მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, ჰიროსიმას დაბომბვა და კენედის მკვლელობა" - რა უნდა ვიცოდეთ ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებზე

ივნისი თავისი დაბნელებებითა და რეტროგრადული მერკურით უკან მოვიტოვეთ, ცოტათი ამოსუნთქვაც შევძელით, მაგრამ არც ივლისი მოგვცემს სრულად მოდუნების საშუალებას.

პლანეტების (ძირითადად პირადი პლანეტების) ინგრესია (ინგრესია არის პლანეტების ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლა) მოვლენებს გაააქტიურებს. უამრავი მნიშვნელოვანი ცვლილება გველის და აქედანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ იყოთ დაკვირებულები, ფრთხილები, დიპლომატიურები და ღიმილიანებიც.

ახლა მზე კირჩხიბშია . გილოცავთ, კირჩხიბებო, მზად იყავით სასიამოვნო ცვლილებებისთვის! ამ პერიოდში გააქტიურებულია შემდეგი თემები: სახლი, ოჯახი, დამოკიდებულება დედასთან, მშობლებთან, ნათესავებთან, წინაპრები, სახლი, ემოციები და კვება.

პირველი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, კატასტროფის ღერძია . ეს პერიოდი 27 ივნისს დაიწყება და 24 ივლისამდე გასტანს . ტყუპსა და მშვილდოსანში მდებარე კარმული კვანძები საშიშ ვარსკვლავებზე - ანტარესსა და ალდებარანზე სხდებიან. ასტროისტორიაში უამრავი უსიამოვო მოვლენა ანტარესისა და ალდებარანის აქტიურობას უკავშირდება: ჩერნობილის კატასტროფა (სატურნის გავლენით), ჰიროსიმას დაბომბვა (მარსის გავლენით), ჯონ კენედის მკვლელობა (მერკურის გავლენით), ხანძარი პარისზის ღვთისმშობლის ტაძარში (მარსის გავლენით) და ა.შ. ხალხში მოიმატებს უმართავი აგრესია. მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია აალებად ნივთებთან. გამორიცხული არაა მსოფლიოში იმატოს ტერაქტებმა. გაფრთხილდით, თუ ხართ მთაში (ალპინისტები, მეკლდეურები), ზღვაზე (განსაკუთრებით დაუსახლებელ ტერიტორიაზე), სეისმურად საშიშ ზონაში. გაფრთხილდით ყველა და მაქსიმალურად ტყუპის , მშვილდოსნის , ქალწულისა და თევზების წარმომადგენლები.

მერკური სწორადმავალია, ივლისში სამ ნიშანს მოივლის. 11 ივლისამდე ტყუპში იქნება. მოიმატებს სწავლის, გადაადგილების სურვილი. სწრაფად შეძლებთ საჭირო ინფორმაციების მოძიებას. მოგინდებათ საინტერესო ადამიანებთან საუბარი, ინტელექტის გამოვლენა. ადვილად დაუმეგობრდებით გარშემო მყოფებს. არ გაგიჭირდებათ ყიდვა-გაყიდვა, კარგი პერიოდი დაუდგებათ მარკეტინგის, სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს.

27 ივნისს ვენერა ლომში გადაბრძანდა, სადაც დარჩება 22 აგვისტომდე . მეფური და შემოქმედებითი ვენერა ითხოვს მეტ რომანტიკას. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ჩაერთოთ ელიტურ ცხოვრებაში, დაესწროთ წვეულებებს. დაგეგმეთ თქვენთვის საინტერესო საღამოები: თეატრში წასვლა, გამოფენაზე დასწრება და ა.შ. გამონახეთ დრო ჰობისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მოიმატებს საკურორტო რომანების რაოდენობა. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ყველგან ელეგანტურად გამოიყურებოდეთ.

პატივმოყვარე მარსიც ლომშია 29 ივლისამდე (11 ივნისს ესტუმრა). იგრძნობთ ენერგიის მომატებას, შეუპოვრად დაიწყებთ მიზნების განხორციელებას. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მოთოკოთ აგრესია. იყავით რაინდული, რომანტიკული, მაგრამ არა კონფლიქტური.

ახალმთვარეობა გველოდება 10 ივლისს 05:20-ზე კირჩხიბის მე-19 გრადისში. იწყება ახალი მთვარის თვე და გვაქვს თემები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. კირჩხიბის პერიოდში გველოდება განახლება, სიურპრიზები (შოკირებულიც) და მოულოდნელობები. იყავით მეგობრული. თანამოაზრეები დაგეხმარებიან საქმეების მოგვარებაში. ახალმთავრეობის შესახებ, რა თქმა უნდა, მოგიმზადებთ სტატიას.

ემოციური მერკური კირჩხიბში იქნება 11-28 ივლისის პერიოდში. მერკურის მასპინძელი მთვარეა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოიმატებს ემოციურობა, განცდები. შეიძლება მოგინდეთ ფურცელზე გადაიტანოთ თქვენი შეგრძნებები. მოიმატებს შემოქმედობითობა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან, დედასთან. გამოიკვლიეთ ოჯახის ისტორია, ფესვები. შეგიძლიათ გადაიფორმოთ ბინასთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საბუთები.

გენდერული პლანეტების - მარსი და ვენერა - შეერთებას ველოდებით 13 ივლისს . შეერთება მოხდება ლომის მე-20 გრადუსში ჩაიხედეთ პირად რუკაში და ნახეთ, რომელ სახლში ხვდება ეს შეერთება ან ამ წერტილში რომელი პლანეტები არიან ასპექტირებულები. ეს არის მითითება, რა სურვილების მისაღწევად უნდა იბრძოლოთ ან სად შეიძლება დაგეწყოთ ახალი რომანტიკული ურთიერთობა.

15 ივლისს ქირონი ხდება რეტროგრადული 19 დეკემბრამდე ვერძის ნიშანში. ქირონი გვაძლევს პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას. ასტროლოგიაში მისი სიმბოლო გასაღებს ჰგავს და ასეც არის, მას ნებისმიერი კარის უპრობლემოდ გაღება შეუძლია. ნახეთ თქვენს პირად რუკაში რომელ სახლში ხვდება ქირონი ან ვერძის, ლომის და მშვილდოსნის 9-13 გრადუსში ხომ არ გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. მათი დახმარებით შეძლებთ მიუბრუნდეთ ძველ ვალდებულებებს და მოაგვაროთ.

16 ივლისს თეთრი მთვარე თხის რქაში გადადის 7 თვით. თეთრი მთვარე არის ჩვენი მფარველი ანგელოზი . თხის რქაში გადასვლით ჩვენში მოიმატებს მისი თვისებები: გავხდებით მეტად კონკრეტულები, დაკვირვებულები. შევძლებთ საქმის დროულად შესრულებას. დავისახავთ მიზნებს და ნაბიჯ-ნაბიჯ შევუდგებით მათ მოგვარებას. არ გაგვიჭირდება მართვა და ხელმძღვანელის თვისებების გამოვლენა.

2021 წლის 18 ივლისიდან 2022 წლის 15 აპრილამდე ლილიტი ტყუპში იქნება . ის ჩვენს შიშებს, ცდუნებას წარმოადგენს და საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ მისი ტყუპში ყოფნისას: პირველ რიგში ფეიკნიუსების, ჭორების გავრცელებას (გირჩევთ დეტალურად გადაამოწმოთ ინფორმაციები და არ ენდოთ საეჭვოს). დაკვირვებულად გაავრცელეთ ახალი ამბები, დააკვირდით, რას ამბობთ, რისკენ გაქვთ აზრები მიმართული. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჟურნალისტებსა და ინტერნეტ საიტებს ეხებათ.

22 ივლისს ვენერა ქალწულს ესტუმრება 16 აგვისტომდე. მოიმატებს პრაქტიკულობის, აკურატულობის სურვილი. მოგინდებათ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება, თუმცა, უშეცდომო იქნება. თუ არ გინდათ, რომ გადაიღალოთ, თანამიმდევრული იყავით. კარგი პერიოდია დიეტის დასაწყებად, კოსმეტიკური პროცედურებისთვის. წაიკითხეთ სრულად

21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა - როგორ უნდა გავატაროთ წელიწადის ყველაზე გრძელი დღე, რომ იღბალი და ბედნიერება მოვიზიდოთ

აირჩიე კრისტალი - სამყაროსგან შენთვის შეტყობინებაა

"ჩვენ იმ ადამიანებს ვემსგავსებით, ვისზეც გამუდმებით ვსაუბრობთ და ვფიქრობთ" - რატომ მოქმედებს სხვისი განკითხვა წყევლასავით