სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ უნდა გამორჩეთ - "მოიმატებს ოპტიმიზმი, გაგიუმჯობესდებათ ფინანსები"
დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ უნდა გამორჩეთ - "მოიმატებს ოპტიმიზმი, გაგიუმჯობესდებათ ფინანსები"

2020 წლის ბოლო თვე - დე­კემ­ბე­რი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი. ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი პირ­ველ დე­კემ­ბერს გა­და­დის მშვილ­დოს­ნის ნი­შან­ში.
  • 14 დე­კემ­ბე­რი - მზის დაბ­ნე­ლე­ბა მშვილ­დო­სან­ში.
  • 12 დე­კემ­ბერს თეთ­რი მთვა­რე ეს­ტუმ­რე­ბა მშვილ­დო­სანს.
  • ვე­ნე­რა 15 დე­კემ­ბერს და­ტო­ვებს მო­რი­ე­ლის ნი­შანს და გა­დაბ­რძან­დე­ბა მშვილ­დო­სან­ში.
  • 17 დე­კემ­ბერს მერ­წყულ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს სა­ტურ­ნი.
  • 19 დე­კემ­ბერს იუ­პი­ტე­რიც გა­და­ვა მერ­წყულ­ში.
  • 21 დე­კემ­ბე­რი ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბა.
  • 21 დე­კემ­ბე­რი - იუ­პი­ტე­რი-სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა. ამა­ვე დღეს მზე და მერ­კუ­რი გა­დავ­ლენ თხის რქა­ში
  • 22 დე­კემ­ბე­რი - ურა­ნი-ლი­ლი­ტის შე­ერ­თე­ბა.
  • 30 დე­კემ­ბე­რი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კირჩხიბ­ში.

21 დე­კემ­ბრამ­დე მზე მშვილ­დოს­ნის ზო­და­ქო­შია. გი­ლო­ცავთ, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტო ნიშ­ნე­ბო, და­ბა­დე­ბის დღეს. იყა­ვით პო­ზი­ტი­უ­რე­ბი მი­უ­ხე­და­ვად გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა. მშვილ­დოს­ნის პე­რი­ო­დი კარ­გია თვალ­სა­წი­ე­რის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად, ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად, გა­სა­ვი­თა­რებ­ლად და გა­საღ­რმა­ვებ­ლად. გა­მო­ნა­ხეთ დრო სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც. დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა მერ­კუ­რის გა­დას­ვლა მშვილ­დო­სან­ში. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ის, ახა­ლი სფე­რო­ე­ბის შეს­წავ­ლა. სუ­ლი­ე­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. უცხო ენის შეს­წავ­ლა. გახ­შირ­დე­ბა მი­მო­წე­რა უცხო­ელ მე­გობ­რებ­თან, პარტნი­ო­რებ­თან. სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია...

თეთ­რი მთვა­რე 7 თვე იყო მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში და ახლა, 12 დე­კემ­ბერს გა­და­ვა მშვილ­დო­სან­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2021 წლის 17 ივ­ლი­სამ­დე. მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სა­კუ­თა­რი თა­ვის, ში­ნა­გა­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლის უკეთ გა­გე­ბა­ში. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს გუ­ლუხ­ვო­ბის სურ­ვი­ლი, ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა.

14 დე­კემ­ბერს , 20:13 სა­ათ­ზე ვე­ლო­დე­ბით მზის სრულ დაბ­ნე­ლე­ბას მშვილ­დო­სა­ნის ოც­და­მე­ო­თხე გრა­დუს­ში. ამ დღეს პლა­ნე­ტე­ბი არ ქმნი­ან მა­ინ­ცდა­მა­ინც კარგ ას­პექ­ტებს. ამი­ტომ, ნუ ეც­დე­ბით საქ­მე­ე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დით. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი, რომ და­ას­რუ­ლოთ საქ­მე­ე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც ხელს გიშ­ლით სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში. იყა­ვით სა­მარ­თლი­ა­ნი მა­მას­თან, ვაჟ­თან, ქმარ­თან, უფ­როს­თან (ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა) მი­მარ­თე­ბა­ში. მო­ი­მა­ტებს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბა, ჩახ­ლარ­თუ­ლო­ბა. ეცა­დეთ, არა­ვინ მო­ა­ტყოთ, არ გა­ავ­რცე­ლოთ ჭო­რე­ბი, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი (თა­ვა­დაც გა­და­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა ცნო­ბა და ამ­ბა­ვი). ამ დღეს მო­ე­რი­დეთ მათ­რო­ბე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მი­ღე­ბას. არ გირ­ჩევთ სა­ეჭ­ვო ფი­ნან­სურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას.

ასევე დაგაინტერესებთ
14:39 / 20-11-2020

რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - ჩინური ასტროპროგნოზი ყველასთვის

01:16 / 21-11-2020

30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა: "მოსალოდნელია მიწისძვრა, მეწყერი ან მიწისქვეშა აფეთქებები, ასევე შტორმი და ქარიშხალი" - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

16:23 / 27-11-2020

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით

19:20 / 29-11-2020

მთვარის დაბნელება, რომელიც 18 წლის წინანდელ მოვლენებს გაიმეორებს - რა რიცხვებში დაბადებულ ზოდიაქოს ნიშნებზე იქონიებს დიდ გავლენას 30 ნოემბერი?

15 დე­კემ­ბერს სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა გა­და­ვა მშვილ­დო­სან­ში (და აქ დარ­ჩე­ბა 2021 წლის 8 იან­ვრამ­დე). აქ მას აქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი. ქა­ლებს მო­უნ­დე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ვე­ნე­რა მშვილ­დო­სან­ში არის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის, ელი­ტა­რუ­ლო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. აქვს იდე­ა­ლი­ზე­ბის სურ­ვი­ლი. საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი პე­რი­ო­დია. ვე­ნე­რა მცი­რე ბედ­ნი­ე­რე­ბაა, მშვილ­დოს­ნის მარ­თვე­ლი და მისი მას­პინ­ძე­ლი იუ­პი­ტე­რი კი - დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა. რო­მან­ტი­კუ­ლი სურ­ვი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც.

17 დე­კემ­ბერს სა­ტურ­ნი გა­და­ი­ნაც­ვლებს მერ­წყულ­ში (აქ იქ­ნე­ბა 2023 წლის 7 მარ­ტამ­დე). აქ ის ერთხელ უკვე იყო წელს - 22 მარ­ტი­დან 2 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. რამ­დე­ნი­მე დღე­ში აქვე გა­დაბ­რძან­დე­ბა და იუ­პი­ტე­რიც და მოხ­დე­ბა მათი შე­ერ­თე­ბა, რაც გლო­ბა­ლურ ცვლი­ლე­ბებს მოგ­ვი­ტანს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში. მე­ტად გან­ვი­თარ­დე­ბა ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. სა­ტურ­ნი არის კონ­ტრო­ლი, მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი, ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ზო­გი­ერთ ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და­წეს­დე­ბა კონ­ტრო­ლი. აგ­რეთ­ვე, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, შე­იქ­მნას ახა­ლი წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი. ვინც წელს ვერ შეძ­ლო ინ­ტერ­ნე­ტის ათ­ვი­სე­ბა და ონ­ლა­ინ­მუ­შა­ო­ბა­ზე გა­დას­ვლა, მო­მა­ვა­ლი წლი­დან ეს სფე­რო­ე­ბი მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა. მერ­წყუ­ლი არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნი­შა­ნი და მას­ში სა­ტურ­ნის გა­დას­ვლა მი­უ­თი­თებს, რომ შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ი­ზღუ­დოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა... თუმ­ცა, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის პლა­ნე­ტა - იუ­პი­ტე­რის გა­დას­ვლა მერ­წყულ­ში (აქ დარ­ჩე­ბა 2021 წლის 18 ოქ­ტომ­ბრამ­დე) ცო­ტა­თი შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქებს სა­ტურ­ნის აკ­რძალ­ვებ­სა და შე­ზღუდ­ვებს. იუ­პი­ტე­რი მა­ინც სა­ჩუქ­რე­ბი და ოპ­ტი­მიზ­მია და იმე­დია, მკაცრ სა­ტურნს შე­არ­ბი­ლებს.

21 დე­კემ­ბერს 14:02 სა­ათ­ზე ვე­ლო­დე­ბით ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბას . ეს იქ­ნე­ბა წლის ყვე­ლა­ზე დიდი ღამე და მოკ­ლე დღე . მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო დღეა. ამ დღეს ხდე­ბა სა­ტუ­ნი­სა და იუ­პიტ­რის შე­ერ­თე­ბა 22:20 სა­ათ­ზე, მერ­წყუ­ლის პირ­ველ გრა­დუს­ში. მე­ო­რე დღეს კი კუ­რო­ში ვე­ლო­დე­ბით ურა­ნი-ლი­ლი­ტის შე­ერ­თე­ბას. მო­ლოდ­ნე­ლო­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ას­თა­ნაც, კურო კი ფულ­თან, სა­ბან­კო სის­ტე­მებ­თან. ლი­ლი­ტი არის ში­შე­ბი, ფა­რუ­ლი მტრე­ბი, გაფრ­თხილ­დით, უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ამ სფე­რო­ებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლია.

23 დე­კემ­ბერს არ გირ­ჩევთ აგ­რე­სი­უ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნას, რად­გან ამ დღეს ომის პლა­ნე­ტა მარ­სი კონ­ფლიქ­ტშია პლუ­ტონ­თან - ღრმა ტრანსფორ­მა­ცი­ებ­თან, ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან. ასე­თი ას­პექ­ტი წელს უკვე ორ­ჯერ გვქონ­და: 13 აგ­ვის­ტოს და 9 ოქ­ტომ­ბერს. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ დღე­ებ­ში, რათა აი­რი­დი­ოთ მო­რი­გი უსი­ა­მოვ­ნე­ბა.

დე­კემ­ბერ­ში გვაქვს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დი: პირ­ვე­ლია 11-15 დე­კემ­ბე­რი (პი­კია 13-ში) - არ შე­ი­ძი­ნოთ არა­ფე­რი, სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. არ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, არ და­გეგ­მოთ საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. მე­ო­რე პე­რი­ო­დი - კარ­გი სა­ყიდ­ლე­ბის­თვის გვექ­ნე­ბა 22-28 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით 25 და 28 დე­კემ­ბერს. შე­ი­ძი­ნეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, გა­ჯე­ტე­ბი.

თვის მოვ­ლე­ნებს და­ას­რუ­ლებს 30 დე­კემ­ბე­რის 7:28 სა­ათ­ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კირჩხი­ბის მე-9 გრა­დუს­ში. ამ დღეს ემო­ცი­უ­რო­ბა იმა­ტებს. ეცა­დეთ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე. არ ღირს ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ყვე­ლა ოჯა­ხურ საქ­მეს მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით, ყვე­ლას და­ა­პუ­რებთ და სა­ჩუქ­რებ­საც მო­უმ­ზა­დებთ. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი უსაქ­მუ­რად გა­ა­ტა­რეთ, სუ­ლი­ე­რად და­ის­ვე­ნეთ. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის მი­მართ. რაც შე­ე­ხე­ბა ას­ტრო­ლო­გი­ურ მოვ­ლე­ნებს, დღე საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლია. მო­ე­რი­დეთ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს, ემო­ცი­უ­რო­ბას. მო­ი­მა­ტებს მგრძნო­ბე­ლო­ბა, ბუ­ტი­ა­ო­ბა. არა­ვინ (და არც სა­კუ­თა­რი თავი) არ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ თქვენს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ში. გახ­სოვ­დეთ, რომ ცუდი პე­რი­ო­დი მალე გა­ივ­ლის და ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბით შე­გეც­ვლე­ბათ. იყა­ვით რბი­ლი და თბი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ოჯახ­ში, ახ­ლობ­ლებ­თან.

გი­სურ­ვებთ მშვიდ, ბედ­ნი­ერ თვეს რათა ასე­ვე შეხ­ვდეთ ახა­ლი 2021 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ უნდა გამორჩეთ - "მოიმატებს ოპტიმიზმი, გაგიუმჯობესდებათ ფინანსები"

დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ უნდა გამორჩეთ - "მოიმატებს ოპტიმიზმი, გაგიუმჯობესდებათ ფინანსები"

2020 წლის ბოლო თვე - დეკემბერი საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენებითაა დატვირთული. ასტროლოგიური ცვლილებების მოკლე ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • პლანეტა მერკური პირველ დეკემბერს გადადის მშვილდოსნის ნიშანში.
  • 14 დეკემბერი - მზის დაბნელება მშვილდოსანში.
  • 12 დეკემბერს თეთრი მთვარე ესტუმრება მშვილდოსანს.
  • ვენერა 15 დეკემბერს დატოვებს მორიელის ნიშანს და გადაბრძანდება მშვილდოსანში.
  • 17 დეკემბერს მერწყულში გადაინაცვლებს სატურნი.
  • 19 დეკემბერს იუპიტერიც გადავა მერწყულში.
  • 21 დეკემბერი ზამთრის მზებუდობა.
  • 21 დეკემბერი - იუპიტერი-სატურნის შეერთება. ამავე დღეს მზე და მერკური გადავლენ თხის რქაში
  • 22 დეკემბერი - ურანი-ლილიტის შეერთება.
  • 30 დეკემბერი სავსემთვარეობა კირჩხიბში.

21 დეკემბრამდე მზე მშვილდოსნის ზოდაქოშია. გილოცავთ, ყველაზე ოპტიმისტო ნიშნებო, დაბადების დღეს. იყავით პოზიტიურები მიუხედავად გარშემო არსებული ყველანაირი სიტუაციისა. მშვილდოსნის პერიოდი კარგია თვალსაწიერის გასაფართოებლად, ცოდნის მისაღებად, გასავითარებლად და გასაღრმავებლად. გამონახეთ დრო სულიერი განვითარებისთვისაც. დეკემბრის პირველი მოვლენა იქნება მერკურის გადასვლა მშვილდოსანში. ადამიანებს მოუნდებათ ინფორმაციის, ახალი სფეროების შესწავლა. სულიერი განათლების მიღება. უცხო ენის შესწავლა. გახშირდება მიმოწერა უცხოელ მეგობრებთან, პარტნიორებთან. საზღვარგარეთ გამგზავრების სურვილი, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია...

თეთრი მთვარე 7 თვე იყო მორიელის ნიშანში და ახლა, 12 დეკემბერს გადავა მშვილდოსანში დაახლოებით 2021 წლის 17 ივლისამდე. მფარველი ანგელოზი დაგვეხმარება სულიერ განვითარებაში. საკუთარი თავის, შინაგანი პოტენციალის უკეთ გაგებაში. ადამიანებში მოიმატებს გულუხვობის სურვილი, ოპტიმისტური განწყობა.

14 დეკემბერს , 20:13 საათზე ველოდებით მზის სრულ დაბნელებას მშვილდოსანის ოცდამეოთხე გრადუსში. ამ დღეს პლანეტები არ ქმნიან მაინცდამაინც კარგ ასპექტებს. ამიტომ, ნუ ეცდებით საქმეების, ურთიერთობების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდით. იყავით მომართული, რომ დაასრულოთ საქმეები, ურთიერთობები, რაც ხელს გიშლით სულიერ განვითარებაში, წარმატების მიღწევაში. იყავით სამართლიანი მამასთან, ვაჟთან, ქმართან, უფროსთან (ხელმძღვანელობა) მიმართებაში. მოიმატებს სიტუაციებში გაურკვევლობა, ჩახლართულობა. ეცადეთ, არავინ მოატყოთ, არ გაავრცელოთ ჭორები, არასწორი ინფორმაციები (თავადაც გადაამოწმეთ ყველა ცნობა და ამბავი). ამ დღეს მოერიდეთ მათრობელა ნივთიერებების მიღებას. არ გირჩევთ საეჭვო ფინანსურ საქმიანობაში ჩართვას.

15 დეკემბერს სიყვარულის პლანეტა ვენერა გადავა მშვილდოსანში (და აქ დარჩება 2021 წლის 8 იანვრამდე). აქ მას აქვს მოგზაურობის სურვილი. ქალებს მოუნდებათ მეტი თავისუფლება ურთიერთობებში. ვენერა მშვილდოსანში არის კეთილშობილების, ელიტარულობის განსახიერება. აქვს იდეალიზების სურვილი. საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია. ვენერა მცირე ბედნიერებაა, მშვილდოსნის მართველი და მისი მასპინძელი იუპიტერი კი - დიდი ბედნიერება. რომანტიკული სურვილების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობაც.

17 დეკემბერს სატურნი გადაინაცვლებს მერწყულში (აქ იქნება 2023 წლის 7 მარტამდე). აქ ის ერთხელ უკვე იყო წელს - 22 მარტიდან 2 ივლისის ჩათვლით. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. რამდენიმე დღეში აქვე გადაბრძანდება და იუპიტერიც და მოხდება მათი შეერთება, რაც გლობალურ ცვლილებებს მოგვიტანს მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში. მეტად განვითარდება ციფრული ტექნოლოგიები. სატურნი არის კონტროლი, მომწესრიგებელი, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთ ინტერნეტრესურსის გამოყენებაზე დაწესდება კონტროლი. აგრეთვე, გამორიცხული არაა, შეიქმნას ახალი წესები და კანონები. ვინც წელს ვერ შეძლო ინტერნეტის ათვისება და ონლაინმუშაობაზე გადასვლა, მომავალი წლიდან ეს სფეროები მეტად აქტუალური გახდება. მერწყული არის თავისუფლების ნიშანი და მასში სატურნის გადასვლა მიუთითებს, რომ შეიძლება გარკვეულწილად შეიზღუდოს თავისუფლება. ვნახოთ, რა იქნება... თუმცა, დიდი ბედნიერებისა და გაფართოების პლანეტა - იუპიტერის გადასვლა მერწყულში (აქ დარჩება 2021 წლის 18 ოქტომბრამდე) ცოტათი შეგვიმსუბუქებს სატურნის აკრძალვებსა და შეზღუდვებს. იუპიტერი მაინც საჩუქრები და ოპტიმიზმია და იმედია, მკაცრ სატურნს შეარბილებს.

21 დეკემბერს 14:02 საათზე ველოდებით ზამთრის მზებუდობას . ეს იქნება წლის ყველაზე დიდი ღამე და მოკლე დღე . მნიშვნელოვანი და საინტერესო დღეა. ამ დღეს ხდება სატუნისა და იუპიტრის შეერთება 22:20 საათზე, მერწყულის პირველ გრადუსში. მეორე დღეს კი კუროში ველოდებით ურანი-ლილიტის შეერთებას. მოლოდნელობის პლანეტა ურანი დაკავშირებულია ელექტროენერგიასთანაც, კურო კი ფულთან, საბანკო სისტემებთან. ლილიტი არის შიშები, ფარული მტრები, გაფრთხილდით, უსიამოვნო სიტუაციები ამ სფეროებშია მოსალოდნელია.

23 დეკემბერს არ გირჩევთ აგრესიულობის გამოვლენას, რადგან ამ დღეს ომის პლანეტა მარსი კონფლიქტშია პლუტონთან - ღრმა ტრანსფორმაციებთან, ძალოვან უწყებებთან. ასეთი ასპექტი წელს უკვე ორჯერ გვქონდა: 13 აგვისტოს და 9 ოქტომბერს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ დღეებში, რათა აირიდიოთ მორიგი უსიამოვნება.

დეკემბერში გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი: პირველია 11-15 დეკემბერი (პიკია 13-ში) - არ შეიძინოთ არაფერი, სიფრთხილე გამოიჩინეთ დოკუმენტებთან მუშაობისას. არ გააფორმოთ ხელშეკრულებები, არ დაგეგმოთ საქმიანი მოლაპარაკებები. მეორე პერიოდი - კარგი საყიდლებისთვის გვექნება 22-28 დეკემბრის შუალედში. განსაკუთრებით 25 და 28 დეკემბერს. შეიძინეთ საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკა, გაჯეტები.

თვის მოვლენებს დაასრულებს 30 დეკემბერის 7:28 საათზე სავსემთვარეობა კირჩხიბის მე-9 გრადუსში. ამ დღეს ემოციურობა იმატებს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე. არ ღირს ნერვიულობა, ყველა ოჯახურ საქმეს მარტივად გაუმკლავდებით, ყველას დააპურებთ და საჩუქრებსაც მოუმზადებთ. თუ საშუალება გაქვთ, რამდენიმე საათი უსაქმურად გაატარეთ, სულიერად დაისვენეთ. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით მშობლებისა და შვილების მიმართ. რაც შეეხება ასტროლოგიურ მოვლენებს, დღე საკმაოდ დაძაბულია. მოერიდეთ მოულოდნელობებს, ემოციურობას. მოიმატებს მგრძნობელობა, ბუტიაობა. არავინ (და არც საკუთარი თავი) არ დაადანაშაულოთ თქვენს წარუმატებლობაში. გახსოვდეთ, რომ ცუდი პერიოდი მალე გაივლის და ყველა უსიამოვნება ბედნიერებით შეგეცვლებათ. იყავით რბილი და თბილი. განსაკუთრებით ოჯახში, ახლობლებთან.

გისურვებთ მშვიდ, ბედნიერ თვეს რათა ასევე შეხვდეთ ახალი 2021 წლის შემობრძანებას.

30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა: "მოსალოდნელია მიწისძვრა, მეწყერი ან მიწისქვეშა აფეთქებები, ასევე შტორმი და ქარიშხალი" - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წინა 7 და მომდევნო 12 დღე?

ორკვირიანი ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის