სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები
როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები

2021 წლის მბრძა­ნე­ბე­ლი ჯი­უ­ტი ხარი იქ­ნე­ბა. ის არის მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლად და შე­უ­პოვ­რად მი­ი­წევს სა­სურ­ვე­ლის­კენ, რქე­ბით იგე­რი­ებს ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას და აღ­წევს კი­დეც მი­ზანს. ის ერ­თნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ას­რუ­ლებს წვრილ და­ვა­ლე­ბებ­საც და მსხვილ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც. 2021 წელი თეთ­რი მე­ტა­ლის ხა­რის წელი იქ­ნე­ბა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2021 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას

სა­უ­კე­თე­სო წე­ლია მათ­თვის, ვინც სი­ახ­ლე­ებს არ უშინ­დე­ბა, ვინც მუდ­მი­ვად "ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბა" და ვი­საც აქვს კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი. ვირ­თხის წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხარი მოგ­ვი­ტანს სიმ­შვი­დი­სა და კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბას. მთა­ვა­რია, და­ი­სა­ხოთ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი და არ და­გა­ვი­წყდეთ მათი რე­ა­ლი­ზე­ბა.

მე­ტა­ლის ხა­რის წელი 2021 წლის 12 თე­ბერ­ვალს დად­გე­ბა. ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, არი­ან ძლი­ე­რე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი. უყ­ვართ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და არი­ან მათი მიმ­დევ­რე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ ხარ­მა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­კე­თით გა­გა­ნე­ბივ­როთ ბე­ჯი­თად ის­წავ­ლეთ და იმუ­შა­ვეთ. იზ­რუ­ნეთ ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე, თუ მი­წის ნაკ­ვე­თი გაქვთ, და­ი­წყეთ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, გა­ა­ხა­რეთ ბაღი. კარ­გი წე­ლია ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად, შვი­ლე­ბის გა­სა­ჩე­ნად, სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის შე­საქ­მნე­ლად ან უკვე არ­სე­ბუ­ლის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

ასევე დაგაინტერესებთ
14:39 / 20-11-2020

რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - ჩინური ასტროპროგნოზი ყველასთვის

01:16 / 21-11-2020

30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა: "მოსალოდნელია მიწისძვრა, მეწყერი ან მიწისქვეშა აფეთქებები, ასევე შტორმი და ქარიშხალი" - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

17:48 / 25-11-2020

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის -  სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

15:21 / 27-11-2020

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

16:09 / 27-11-2020

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

16:29 / 27-11-2020

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით

16:37 / 27-11-2020

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - რას მოგიტანთ წლის ბოლო თვე

19:20 / 29-11-2020

მთვარის დაბნელება, რომელიც 18 წლის წინანდელ მოვლენებს გაიმეორებს - რა რიცხვებში დაბადებულ ზოდიაქოს ნიშნებზე იქონიებს დიდ გავლენას 30 ნოემბერი?

16:07 / 13-01-2021

2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის გაუღიმებს ფორტუნა და ვის ექნება სამყაროსგან ხელშეწყობა

21:37 / 04-12-2020

კარმის პლანეტა მერწყულში გადადის - რა ძირეული ცვლილებები ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მომდევნო 3 წელი

ხა­რის წელ­ში არ უნდა შე­უ­შინ­დეთ ცვლი­ლებს და პირ­ველ რიგ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში. იყა­ვით ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, გა­მო­უ­ტყდით პარტნი­ორს გრძნო­ბებ­ში. 2021 წელი გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც მამ­ლის, ხა­რის, ცხე­ნი­სა და მა­ი­მუ­ნის წლებ­ში და­ი­ბა­და.

რა არ უნდა და­გა­ვი­წყდეთ ხა­რის წელ­ში?

გა­უფრ­თხილ­დით ოჯახს, იზ­რუ­ნეთ ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბა­ზე, ოჯახ­ში ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნა­ზე. ხარს ხმა­უ­რი­ა­ნი წვე­უ­ლე­ბე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უყ­ვარს. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულს სა­ო­ჯა­ხო, სა­ნა­თე­სა­ვო წრე­ში ან უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, შინ აღ­ნიშ­ნავთ. მო­ეშ­ვით წუ­წუნ­სა და ფო­რი­აქს. არ გირ­ჩევთ არა­ვის­თან შე­ლა­პა­რა­კებ­სა და კა­მათს. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას, მო­ამ­ზა­დეთ ხორ­ცე­უ­ლი, მაგ­რამ კერ­ძებ­ში ხბო­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბას არ გირ­ჩევთ. აგ­რეთ­ვე ბოსტნე­უ­ლის კერ­ძე­ბი, უხ­ვად გქონ­დეთ ხილი და ახა­ლი მწვა­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ალ­კოჰოლს, ნუ გა­და­ა­მე­ტებთ. ში­ნა­უ­რუ­ლი ღვი­ნო, მსუ­ბუ­ქი კოქ­ტე­ი­ლე­ბი ან შამ­პა­ნუ­რი მი­ირ­თვით. ნუ ეტყვით თავს უარს და სუფ­რა­ზე და­ა­ლა­გეთ დე­ლი­კა­ტე­სე­ბი. ხარს უყ­ვარს ღვე­ზე­ლე­ბი (ტკბი­ლიც და ყვე­ლი­ა­ნიც და ბოსტნე­უ­ლი­საც), მწნი­ლე­უ­ლი. ეცა­დეთ, ყვე­ლა პრო­დუქ­ტი ნა­ტუ­რა­ლუ­რი და ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს, კერ­ძე­ბი კი შინ, სიყ­ვა­რუ­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი. მო­ე­რი­დეთ ლა­ბა­სა და ხორ­ცი­ა­ნი პაშ­ტე­ტის მომ­ზა­დე­ბას. თუ გიყ­ვართ, არც თევ­ზე­უ­ლი და­ი­შუ­როთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის.

სა­ა­ხალ­წლო ჩაც­მუ­ლო­ბა

ჩაც­მუ­ლო­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ღია ფე­რის სა­მოსს: ნაც­რის­ფერ, ყა­ვის­ფერ, რძის­ფერ, ოქ­როს­ფერ გა­მას. მან­დი­ლოს­ნე­ბი ნუ ჩა­იც­ვამთ გა­მომ­წვე­ვად, წი­თე­ლი ფე­რის სა­მო­სით ხარს არ მო­ე­წო­ნე­ბით. უპი­რა­ტე­სო­ბა ნა­ტუ­რა­ლურ­სა და ხა­რის­ხი­ანს მი­ა­ნი­ჭეთ. სამ­კა­უ­ლიც უნდა იყოს ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ფე­რე­ბი­დან: თეთ­რი, ნაც­რის­ფე­რი ან მე­ტა­ლის­ფე­რი.

იმი­სათ­ვის, რომ სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულ­ზე არა­ვინ მო­ი­წყი­ნოს, შე­ად­გი­ნეთ გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა, აქ­ტი­უ­რად ჩარ­თეთ ბავ­შვე­ბი. მო­ი­გო­ნეთ მხი­ა­რუ­ლი კონ­კურ­სე­ბი და თა­მა­შე­ბი.

სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე

ნაძ­ვის ხე აუ­ცი­ლებ­ლად მორ­თეთ, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად. თუ ხა­რის გაბ­რა­ზე­ბა არ გსურთ, ინ­ტე­რი­ერ­ში წი­თელ ფერს ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ. უპი­რა­ტე­სო­ბა ოქ­როს­ფერ და ვერ­ცხლის­ფერ სა­თა­მა­შო­ებს მი­ა­ნი­ჭეთ. ჩა­მო­კი­დეთ მარ­გა­ლი­ტის­ფე­რი ან მე­ტა­ლის­ფე­რი წვი­მა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან გექ­ნე­ბათ დამ­ზა­დე­ბუ­ლი. სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე და­ა­ფი­ნეთ თეთ­რი ან ნაც­რის­ფე­რი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის სუფ­რა. ვერ­ცხლის­ფე­რი დანა-ჩან­გა­ლი გა­ა­ფორ­მეთ თეთ­რი აბ­რე­შუ­მის ლენ­ტე­ბით. თეთ­რი ყვა­ვი­ლე­ბით ან მწვა­ნე ხას­ხა­სა თა­ი­გუ­ლით. სუფ­რა­ზე შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ თეთ­რი ან მე­ტა­ლის­ფე­რი ხა­რის ფი­გუ­რა, ვერ­ცხლის­ფრად ან ოქ­როს­ფრად შე­ღე­ბი­ლი გირ­ჩე­ბი. ერ­თმა­ნეთს შე­უ­ხა­მეთ ხის­ფე­რი მწვა­ნე, ყა­ვის­ფე­რი ჭურ­ჭე­ლი. ბა­რა­ქის მო­სა­ზი­დად, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე და­დეთ ერთ და ორ­ლა­რი­ა­ნი მო­ნე­ტე­ბით სავ­სე ფი­ა­ლა. ასე­თი­ვე ფი­ა­ლა შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხის გვერ­დი­თაც.

სა­ა­ხალ­წლოდ ნურც ბი­ნის მორ­თვა და­გა­ვი­წყდე­ბათ. სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა ყველ­გან უნდა შე­იმ­ჩნე­ო­დეს. სა­სურ­ვე­ლია, ბი­ნის მო­სარ­თა­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად ნაძ­ვის გვირ­გვი­ნე­ბი, თა­ვად და­ამ­ზა­დოთ. ინ­ტე­რი­ე­რის მო­სარ­თა­ვად ფე­რე­ბი­დან გა­მო­ი­ყე­ნეთ მწვა­ნე, ნაც­რის­ფე­რი, თეთ­რი. არ და­ი­ვი­წყოთ ბრჭყვი­ა­ლე­ბი. არ და­გა­ვი­წყდეთ, სა­პა­ტიო ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნეთ წლის სიმ­ბო­ლოს - ხარს.

სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი

ხარი აფა­სებს ხა­რის­ხის. ამი­ტომ, ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი ხა­რის­ხი­ა­ნი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რეთ. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­ო­ჯა­ხო თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძღვე­ნიც. ასე­თე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ჭურ­ჭე­ლი (დანა-ჩან­გლე­ბი, ჩაის, ყა­ვი­სა და სა­დი­ლის სერ­ვი­სე­ბი), ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის სამ­კა­უ­ლე­ბი. ტყა­ვის ან ხის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და ა.შ. რა თქმა უნდა, თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

სა­ა­ხალ­წლო რი­ტუ­ა­ლე­ბი

იმი­სათ­ვის, რომ ხა­რის წელ­მა თავი სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­გა­მახ­სოვ­როთ, გარ­კვე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლი უნდა შე­ას­რუ­ლოთ. მა­გა­ლი­თად, თუ შვილ­ზე ოც­ნე­ბობთ, 12 სა­ა­თის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი ხორ­ბლის მარ­ცვა­ლი შე­ჭა­მეთ. ფუ­ლი­სა და წარ­მა­ტე­ბის მო­სა­ზი­დად, შე­ჭა­მეთ მან­და­რი­ნის რამ­დე­ნი­მე ლე­ბა­ნი ან რამ­დე­ნი­მე მარ­ცვა­ლი ყუ­რძე­ნი. მარ­ტო­ხე­ლე­ბი რომ და­წყვილ­დეთ, 12 სა­ა­თის დად­გო­მის­თა­ნა­ვე შამ­პა­ნუ­რის ჭიქა და­სა­ქორ­წი­ნე­ბელ პი­როვ­ნე­ბას მი­უ­ჭა­ხუ­ნეთ. თუ გსურთ, თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი კი­დევ უფრო მყა­რი გახ­დეს, 12 სა­ა­თის დად­გო­მის­თა­ნა­ვე ჩა­ე­ხუ­ტეთ და აკო­ცეთ მე­უღ­ლეს. თუ გა­ცივ­დით, ნუ მი­უჯ­დე­ბით სა­ა­ხალ­წლო მა­გი­დას და უფრო მე­ტიც, არ აცე­მი­ნოთ და ახ­ვე­ლოთ, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი რომ არ გა­დას­დოთ სუფ­რის წევ­რებს.

2021 წელი არ იქ­ნე­ბა ნა­კი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა კი მა­ლე­ვე მო­გი­კა­კუ­ნებთ კარ­ზე. იმი­სათ­ვის, რომ ხარი არ და­აფრ­თხოთ. რამ­დე­ნი­მე წესი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე "ხმა­მაღ­ლა" არ გახ­სნათ შამ­პა­ნუ­რი, სა­ახლწლო დღე­ებ­ში იყა­ვით ოჯახ­ში, იზ­რუ­ნეთ უხუ­ცეს ნა­თე­სა­ვებ­ზე. მო­ე­რი­დეთ მთვრალ ადა­მი­ა­ნებ­თან ჩხუბს. ყვე­ლა საქ­მე და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ას­რუ­ლეთ 31 დე­კემ­ბრამ­დე. და ბო­ლოს, ნუ შეხ­ვდე­ბით ხა­რის წელს გზა­ში.

ბედ­ნი­ერ წელს გი­სურ­ვებთ, ჯან­მრთე­ლო­ბა და ბა­რა­ქა გქო­ნო­დეთ!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Beridze
6

წითელი ფერი რაშუაშია იმედია არ გგონიათ რო ხარს წითელი ფერი აღიზიანებს. არა ზოგადად ნაჭრის მოაძრაობა აღიზიანებს და არა წითელი ფერი 

დავით67
0

მსოფლიო ჯანდაცვის შეკვეთილი სტატიაა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები

როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები

2021 წლის მბრძანებელი ჯიუტი ხარი იქნება. ის არის მიზანდასახული, გააზრებულად და შეუპოვრად მიიწევს სასურველისკენ, რქებით იგერიებს ყველა წინააღმდეგობას და აღწევს კიდეც მიზანს. ის ერთნაირი პასუხისმგებლობით ასრულებს წვრილ დავალებებსაც და მსხვილ ვალდებულებებსაც. 2021 წელი თეთრი მეტალის ხარის წელი იქნება.

როგორ შევხვდეთ 2021 წლის შემობრძანებას

საუკეთესო წელია მათთვის, ვინც სიახლეებს არ უშინდება, ვინც მუდმივად "ცეცხლს ეთამაშება" და ვისაც აქვს კონკრეტული მიზნები. ვირთხის წლისგან განსხვავებით, ხარი მოგვიტანს სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას. მთავარია, დაისახოთ კონკრეტული მიზნები და არ დაგავიწყდეთ მათი რეალიზება.

მეტალის ხარის წელი 2021 წლის 12 თებერვალს დადგება. ხარის წელში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, არიან ძლიერები და ჯანმრთელები. უყვართ ოჯახური ტრადიციები და არიან მათი მიმდევრები. იმისათვის, რომ ხარმა მთელი წლის განმავლობაში სიკეთით გაგანებივროთ ბეჯითად ისწავლეთ და იმუშავეთ. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე, თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, დაიწყეთ სახლის მშენებლობა, გაახარეთ ბაღი. კარგი წელია ოჯახის შესაქმნელად, შვილების გასაჩენად, საოჯახო ბიზნესის შესაქმნელად ან უკვე არსებულის გასაუმჯობესებლად.

ხარის წელში არ უნდა შეუშინდეთ ცვლილებს და პირველ რიგში სასიყვარულო სფეროში. იყავით ურთიერთობის დაწყების ინიციატორი, გამოუტყდით პარტნიორს გრძნობებში. 2021 წელი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნება მათთვის, ვინც მამლის, ხარის, ცხენისა და მაიმუნის წლებში დაიბადა.

რა არ უნდა დაგავიწყდეთ ხარის წელში?

გაუფრთხილდით ოჯახს, იზრუნეთ შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაზე, ოჯახში ჰარმონიის შექმნაზე. ხარს ხმაურიანი წვეულებები მაინცდამაინც არ უყვარს. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ საახალწლო დღესასწაულს საოჯახო, სანათესავო წრეში ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, შინ აღნიშნავთ. მოეშვით წუწუნსა და ფორიაქს. არ გირჩევთ არავისთან შელაპარაკებსა და კამათს. აკონტროლეთ ემოციები. განსაკუთრებით საახალწლო დღეებში.

რაც შეეხება საახალწლო სუფრას, მოამზადეთ ხორცეული, მაგრამ კერძებში ხბოსა და საქონლის ხორცის გამოყენებას არ გირჩევთ. აგრეთვე ბოსტნეულის კერძები, უხვად გქონდეთ ხილი და ახალი მწვანილი. რაც შეეხება ალკოჰოლს, ნუ გადაამეტებთ. შინაურული ღვინო, მსუბუქი კოქტეილები ან შამპანური მიირთვით. ნუ ეტყვით თავს უარს და სუფრაზე დაალაგეთ დელიკატესები. ხარს უყვარს ღვეზელები (ტკბილიც და ყველიანიც და ბოსტნეულისაც), მწნილეული. ეცადეთ, ყველა პროდუქტი ნატურალური და ხარისხიანი იყოს, კერძები კი შინ, სიყვარულით მომზადებული. მოერიდეთ ლაბასა და ხორციანი პაშტეტის მომზადებას. თუ გიყვართ, არც თევზეული დაიშუროთ საახალწლო სუფრისთვის.

საახალწლო ჩაცმულობა

ჩაცმულობიდან უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის სამოსს: ნაცრისფერ, ყავისფერ, რძისფერ, ოქროსფერ გამას. მანდილოსნები ნუ ჩაიცვამთ გამომწვევად, წითელი ფერის სამოსით ხარს არ მოეწონებით. უპირატესობა ნატურალურსა და ხარისხიანს მიანიჭეთ. სამკაულიც უნდა იყოს ნატურალური, ფერებიდან: თეთრი, ნაცრისფერი ან მეტალისფერი.

იმისათვის, რომ საახალწლო დღესასწაულზე არავინ მოიწყინოს, შეადგინეთ გასართობი პროგრამა, აქტიურად ჩართეთ ბავშვები. მოიგონეთ მხიარული კონკურსები და თამაშები.

საახალწლო ნაძვის ხე

ნაძვის ხე აუცილებლად მორთეთ, მაგრამ ზომიერად. თუ ხარის გაბრაზება არ გსურთ, ინტერიერში წითელ ფერს ნუ გამოიყენებთ. უპირატესობა ოქროსფერ და ვერცხლისფერ სათამაშოებს მიანიჭეთ. ჩამოკიდეთ მარგალიტისფერი ან მეტალისფერი წვიმა. კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის სათამაშოები ნატურალური მასალისგან გექნებათ დამზადებული. სადღესასწაულო სუფრაზე დააფინეთ თეთრი ან ნაცრისფერი, ნატურალური ქსოვილის სუფრა. ვერცხლისფერი დანა-ჩანგალი გააფორმეთ თეთრი აბრეშუმის ლენტებით. თეთრი ყვავილებით ან მწვანე ხასხასა თაიგულით. სუფრაზე შეგიძლიათ დადოთ თეთრი ან მეტალისფერი ხარის ფიგურა, ვერცხლისფრად ან ოქროსფრად შეღებილი გირჩები. ერთმანეთს შეუხამეთ ხისფერი მწვანე, ყავისფერი ჭურჭელი. ბარაქის მოსაზიდად, საახალწლო სუფრაზე დადეთ ერთ და ორლარიანი მონეტებით სავსე ფიალა. ასეთივე ფიალა შეგიძლიათ დადოთ საახალწლო ნაძვის ხის გვერდითაც.

საახალწლოდ ნურც ბინის მორთვა დაგავიწყდებათ. სადღესასწაულო განწყობა ყველგან უნდა შეიმჩნეოდეს. სასურველია, ბინის მოსართავები, მაგალითად ნაძვის გვირგვინები, თავად დაამზადოთ. ინტერიერის მოსართავად ფერებიდან გამოიყენეთ მწვანე, ნაცრისფერი, თეთრი. არ დაივიწყოთ ბრჭყვიალები. არ დაგავიწყდეთ, საპატიო ადგილი მიუჩინეთ წლის სიმბოლოს - ხარს.

საახალწლო საჩუქრები

ხარი აფასებს ხარისხის. ამიტომ, ნათესავები და მეგობრები ხარისხიანი და ნატურალური მასალისგან დამზადებული სუვენირებით დაასაჩუქრეთ. კარგი იქნება საოჯახო თემატიკასთან დაკავშირებული ძღვენიც. ასეთები შეიძლება იყოს: ჭურჭელი (დანა-ჩანგლები, ჩაის, ყავისა და სადილის სერვისები), ოქროსა და ვერცხლის სამკაულები. ტყავის ან ხის აქსესუარები და ა.შ. რა თქმა უნდა, თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით.

საახალწლო რიტუალები

იმისათვის, რომ ხარის წელმა თავი სასიამოვნოდ დაგამახსოვროთ, გარკვეული რიტუალი უნდა შეასრულოთ. მაგალითად, თუ შვილზე ოცნებობთ, 12 საათის დადგომამდე რამდენიმე გაღვივებული ხორბლის მარცვალი შეჭამეთ. ფულისა და წარმატების მოსაზიდად, შეჭამეთ მანდარინის რამდენიმე ლებანი ან რამდენიმე მარცვალი ყურძენი. მარტოხელები რომ დაწყვილდეთ, 12 საათის დადგომისთანავე შამპანურის ჭიქა დასაქორწინებელ პიროვნებას მიუჭახუნეთ. თუ გსურთ, თქვენი სიყვარული კიდევ უფრო მყარი გახდეს, 12 საათის დადგომისთანავე ჩაეხუტეთ და აკოცეთ მეუღლეს. თუ გაცივდით, ნუ მიუჯდებით საახალწლო მაგიდას და უფრო მეტიც, არ აცემინოთ და ახველოთ, უსიამოვნებები რომ არ გადასდოთ სუფრის წევრებს.

2021 წელი არ იქნება ნაკიანი, წარმატება და ბედნიერება კი მალევე მოგიკაკუნებთ კარზე. იმისათვის, რომ ხარი არ დააფრთხოთ. რამდენიმე წესი გაითვალისწინეთ: საახალწლო სუფრაზე "ხმამაღლა" არ გახსნათ შამპანური, საახლწლო დღეებში იყავით ოჯახში, იზრუნეთ უხუცეს ნათესავებზე. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ჩხუბს. ყველა საქმე და ვალდებულება დაასრულეთ 31 დეკემბრამდე. და ბოლოს, ნუ შეხვდებით ხარის წელს გზაში.

ბედნიერ წელს გისურვებთ, ჯანმრთელობა და ბარაქა გქონოდეთ!

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული თევზებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული მერწყულებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული მშვილდოსნებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი