სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "შეიძლება ისეთ პროქეტებზე დაიწყოთ მუშაობა, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით"
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "შეიძლება ისეთ პროქეტებზე დაიწყოთ მუშაობა, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით"

აგ­ვის­ტო­ში ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან მუ­შა­ო­ბა, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, ეცა­დეთ გა­და­ა­მოწ­მოთ უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლიც კი. კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ სპე­ცი­ა­ლის­ტის რჩე­ვა და ეცა­დეთ, კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ანს მი­მარ­თოთ. საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლოთ ნა­თე­სა­ვებს. მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ და-ძმე­ბის მი­მართ. გახ­შირ­დე­ბა მათ­თან კონ­ტაქ­ტი მი­მოს­ვლა ქა­ლაქ­გა­რეთ მცხოვ­რებ ახ­ლობ­ლებ­თან. ახა­ლი მე­გობ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­შიც კი გა­იც­ნოთ და და­უ­ახ­ლოვ­დეთ. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ უკვე არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რიც. მო­ე­რი­დეთ კო­ლე­გე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას, და­უ­ფა­სეთ მათ შრო­მა.

  • სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი

მთე­ლი აგ­ვის­ტო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის, სწავ­ლის, კონ­ტაქ­ტე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, ექ­სკურ­სი­ებ­ზე გამ­გზავ­რე­ბის სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ. მო­ი­მა­ტებს მჭერ­მე­ტყვე­ლე­ბის სურ­ვი­ლი, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბიც კი გა­მო­ავ­ლი­ნოს. თუმ­ცა, ისე იმოქ­მე­დეთ, რომ არა­ვინ გა­ა­ნა­წყე­ნოთ. ახალ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა თა­ვით გა­და­ეშ­ვათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და და­ა­ზა­რო­ლოთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, შე­გე­ზღუ­დოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. თუ უცხო ენის გაღ­რმა­ვე­ბა სა­პი­რებთ, გირ­ჩევთ, ამ ენის მა­ტა­რე­ბელს და­უ­მე­გობ­რდეთ, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უფრო მეტს ის­წავ­ლით, ვიდ­რე "მშრა­ლად" მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დროს. ინ­ტერ­ნე­ტით შე­ეხ­მი­ა­ნეთ სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ნა­თე­სა­ვებს.

  • ფული და სიყ­ვა­რუ­ლი

თვის დას­წყი­სი­დან ფუ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მო­გე­მა­ტე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლის ინ­ტე­რე­სი გა­გიჩ­ნდეთ. გირ­ჩევთ, არ­სე­ბუ­ლი თან­ხა გო­ნივ­რუ­ლად და­ხარ­ჯოთ, რათა თვის ბო­ლოს ჯი­ბე­ცა­რი­ე­ლი არ დარ­ჩეთ. ზო­გი­ერ­თი ტყუ­პი შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდეს, რომ და­ი­ღა­ლა არაფ­რის­მომ­ცე­მი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბოთ, რომ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვე­შაა და ტაიმ-აუტი აი­ღონ. ზოგი კი სა­კუ­თარ თა­ვის­თვის სა­სურ­ველ ნივთს შე­ი­ძენს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ერ­თად გა­ემ­გზავ­რეთ და­სას­ვე­ნებ­ლად. ერ­თად გან­მარ­ტო­ე­ბით ყოფ­ნა ისე გე­სი­ა­მოვ­ნე­ბათ, რომ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან შე­გიყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი. მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

აგ­ვის­ტო სა­უ­კე­თე­სო თვეა დას­ვე­ნე­ბის­თვის. ზღვა თუ მთა თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია, ორი­ვე­გან დრო­ის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ტა­რე­ბა გე­ლით. ერ­თა­დერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბაა, მო­ე­რი­დეთ არ გა­გიმწვავ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი კუ­ჭთან და სახ­სრებ­თან და­ავ­ში­რე­ბუ­ლი.

  • ქა­ლე­ბის­თვის

აქ­ტი­უ­რად და მი­ზა­ნი­მარ­თუ­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ. ყვე­ლა­ზე ყო­ჩა­ღე­ბი წინა თვე­ებ­ში მორ­ჩე­ნილ საქ­მე­ებ­საც მარ­ტი­ვად გა­არ­თმე­ვენ თავს. აი­მაღ­ლებთ რე­პუ­ტა­ცი­ას კო­ლე­გებ­ში. აი, ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას კი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ. მათ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად ნუ შე­ას­რუ­ლებთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს. გა­მო­ნა­ხეთ კომ­პრო­მი­სი და ხან­და­ხან დათ­მო­ბა­ზეც უნდა წახ­ვი­დეთ. შე­არ­ბი­ლეთ ტონი, როცა ნა­თე­სა­ვებს ელა­პა­რა­კე­ბით.

  • მა­მა­კა­ცე­ბის­თვის

აგ­ვის­ტო სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სე და წვრილ­მა­ნებ­ზე სა­ნერ­ვი­უ­ლოდ და ნერ­ვე­ბის მო­საშ­ლე­ლად არ გეც­ლე­ბათ. თუმ­ცა, მა­ინც უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ გულ­თან არა­ფე­რი მი­ი­ტი­ნა­თო. სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს მი­ი­ღეთ. შე­იძ­ლე­ბა ისეთ პრო­ქე­ტებ­ზე და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა, რომ­ლებ­ზეც ადრე მხო­ლოდ ოც­ნე­ბობ­დით. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფუ­ლა­დი შე­მო­დი­ნე­ბა და სა­ჩუქ­რე­ბიც. თუმ­ცა, გირ­ჩევთ, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი აგ­ვის­ტო­ში არა­ფე­რი შე­ი­ძი­ნოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "შეიძლება ისეთ პროქეტებზე დაიწყოთ მუშაობა, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "შეიძლება ისეთ პროქეტებზე დაიწყოთ მუშაობა, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით"

აგვისტოში ყურადღებას ითხოვს ინფორმაციასთან მუშაობა, იყავით დაკვირვებული, ეცადეთ გადაამოწმოთ უმნიშვნელო დეტალიც კი. კონკრეტულ საკითხზე შეიძლება დაგჭირდეთ სპეციალისტის რჩევა და ეცადეთ, კომპეტენტურ ადამიანს მიმართოთ. საქმეების პარალელურად ყურადღება არ მოაკლოთ ნათესავებს. მეტი მზრუნველობა გმართებთ და-ძმების მიმართ. გახშირდება მათთან კონტაქტი მიმოსვლა ქალაქგარეთ მცხოვრებ ახლობლებთან. ახალი მეგობრები შეიძლება უჩვეულო გარემოშიც კი გაიცნოთ და დაუახლოვდეთ. გააუმჯობესეთ უკვე არსებული კავშირიც. მოერიდეთ კოლეგების ექსპლუატაციას, დაუფასეთ მათ შრომა.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მთელი აგვისტო ინტელექტუალური საქმიანობის, სწავლის, კონტაქტების გაუმჯობესების, ექსკურსიებზე გამგზავრების სურვილი გექნებათ. მოიმატებს მჭერმეტყველების სურვილი, ზოგიერთმა შეიძლება ლიდერის თვისებებიც კი გამოავლინოს. თუმცა, ისე იმოქმედეთ, რომ არავინ გაანაწყენოთ. ახალ პროექტებზე მუშაობისას შეიძლება თავით გადაეშვათ საქმიანობაში და დააზაროლოთ პირადი ცხოვრება, შეგეზღუდოთ დამოკიდებულება ნათესავებთან. თუ უცხო ენის გაღრმავება საპირებთ, გირჩევთ, ამ ენის მატარებელს დაუმეგობრდეთ, ურთიერთობაში უფრო მეტს ისწავლით, ვიდრე „მშრალად“ მეცადინეობის დროს. ინტერნეტით შეეხმიანეთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ნათესავებს.

  • ფული და სიყვარული

თვის დასწყისიდან ფულის მიმართ ინტერესი მოგემატებათ. შეიძლება დამატებითი შემოსავალის ინტერესი გაგიჩნდეთ. გირჩევთ, არსებული თანხა გონივრულად დახარჯოთ, რათა თვის ბოლოს ჯიბეცარიელი არ დარჩეთ. ზოგიერთი ტყუპი შეიძლება მიხვდეს, რომ დაიღალა არაფრისმომცემი სასიყვარულო ურთიერთობებოთ, რომლის სერიოზული დაბოლოება კითხვის ნიშნის ქვეშაა და ტაიმ-აუტი აიღონ. ზოგი კი საკუთარ თავისთვის სასურველ ნივთს შეიძენს კომპენსაციის სახით. დაქორწინებულები ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. ერთად განმარტოებით ყოფნა ისე გესიამოვნებათ, რომ შეიძლება თავიდან შეგიყვარდეთ ერთმანეთი. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

  • ჯანმრთელობა

აგვისტო საუკეთესო თვეა დასვენებისთვის. ზღვა თუ მთა თქვენი გადასაწყვეტია, ორივეგან დროის საინტერესოდ გატარება გელით. ერთადერთი გაფრთხილებაა, მოერიდეთ არ გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები კუჭთან და სახსრებთან დაავშირებული.

  • ქალებისთვის

აქტიურად და მიზანიმართულად უნდა იმოქმედოთ. ყველაზე ყოჩაღები წინა თვეებში მორჩენილ საქმეებსაც მარტივად გაართმევენ თავს. აიმაღლებთ რეპუტაციას კოლეგებში. აი, ნათესავებთან ურთიერთობისას კი სიფრთხილე გმართებთ. მათთან შეუთანხმებლად ნუ შეასრულებთ საოჯახო საქმეებს. გამონახეთ კომპრომისი და ხანდახან დათმობაზეც უნდა წახვიდეთ. შეარბილეთ ტონი, როცა ნათესავებს ელაპარაკებით.

  • მამაკაცებისთვის

აგვისტო სასიამოვნო მოვლენებით იქნება აღსავსე და წვრილმანებზე სანერვიულოდ და ნერვების მოსაშლელად არ გეცლებათ. თუმცა, მაინც უნდა გაგაფრთხილოთ, რომ გულთან არაფერი მიიტინათო. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღეთ. შეიძლება ისეთ პროქეტებზე დაიწყოთ მუშაობა, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით. მოსალოდნელია ფულადი შემოდინება და საჩუქრებიც. თუმცა, გირჩევთ, ძვირად ღირებული აგვისტოში არაფერი შეიძინოთ.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - "ზოგი მეორედ იქორწინებს, ზოგი ახალ კურსებზე ჩაეწერება"

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს

"ნათესავები ფულის გარეშე არ დაგტოვებენ" - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის