ავტორი:

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ელით ზოდიაქოს ნიშნებს

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ელით ზოდიაქოს ნიშნებს

ვერძი

აქტიური და ხალისიანი დღეა. ამ დღეს ხელსაყრელია აქტიური ურთიერთობა, ფიზიკური ვარჯიში, დასვენება და გართობა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდოს. სახლის რემონტის ან აგარაკის კეთილმოწყობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ტრავმა ან შეცდომა, რომელიც დაწყებული სამუშაოს დასრულებაში ხელს შეგიშლით.

კურო

ამ დღეს შეიძლება საოჯახო წვეულებაზე დაგპატიჟონ, ამიტომ ეცადეთ წინასწარ მოემზადოთ და საჩუქრის ძებნა ბოლო წუთებში არ დაიწყოთ. ხელსაყრელია ფიზიკური ვარჯიში, ურთიერთობა, აქტიური დასვენება და გართობა.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციებისა და ფინანსური გარიგებებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები ან პროფესიული საქმიანობის სფეროში სერიოზული სირთულეები. დღის მეორე ნახევარში საოჯახო საქმეები გელით. გირჩევთ თქვენი მოსალოდნელი ხარჯები და რეალური შემოსავალი გამოთვალოთ - ეს მიმდინარე საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. მეგობრებისა და ახლობლების გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

შესაძლოა ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემებს შეეჯახოთ. თუ კომპრომისზე არ წავალთ, სიტუაცია შეიძლება უკიდურესობამდე დაიძაბოს. გირჩევთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციები აკონტროლოთ - დროთა განმავლობაში, ყველა პრობლემა მოგვარდება.

ლომი

სავარაუდოდ, ამ დღეს ლომ მამაკაცებს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცემათ. ახალი, რომანტიკული გატაცება გელით. თქვენი ოპტიმიზმი და მოზღვავებული ენერგია გარშემო მყოფი ადამიანების მსოფლმხედველობაზე გავლენას მოახდენს. ეცადეთ, მოგებიანი შეთავაზება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა სამუშაო ადგილის შეცვლის, ახალი პარტნიორების გაჩენისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. თქვენი აქტიურობა და კომუნიკაბელურობა სასურველ შედეგებს მოგიტანთ. პლანეტები გირჩევენ განსაკუთრებული ყურადღება ახალ ბიზნესწინადადებებს მიაქციოთ და თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ეს დღე ფინანსურ მოგებას გპირდებათ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ქორწინების, გარიგებებისა და შესყიდვებისთვის. ეცადეთ პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვროთ და პარტნიორების საიმედოობა სწორად შეაფასოთ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული რამდენად წარმატებულად განახორციელებთ ჩანაფიქრს. გირჩევთ, შემოსავლის ახალი წყაროები მოძებნოთ, მაგრამ საეჭვო შეთავაზებები თავიდან აიცილოთ.

მორიელი

ეს დღე ოპტიმისტური განწყობით და ენთუზიაზმით დაგამახსოვრდებათ. შესანიშნავი განწყობა და პიროვნული მომხიბვლელობა გარშემომყოფებს თქვენს მიმართ კეთილად განაწყობს. გირჩევთ თქვენი აზრები მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს თავზე არ მოახვიოთ. ეცადეთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის.

მშვილდოსანი

კარგი დღეა შეძენისთვის (გარდა უძრავი ქონებისა და ქსოვილებისა). თავი შეიკავეთ პირად ცხოვრებაში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომლებსაც ძალიან მალე ინანებთ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ყველა პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება, თუ კომპრომისის პოვნას შეძლებთ.

თხის რქა

პლანეტებს გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ ახალ ბიზნესწინადადებებს და მაქსიმალურად, თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ვარსკვლავები უყვართ სიყვარულს და ჰარმონიულ ოჯახურ ურთიერთობებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახის წევრებს და მათთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ, გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცას თქვენი დახმარება სჭირდება, თუმცა ამის გამხელას ვერ ბედავს. სიზმარი ერთი თვის მანძილზე ახდება.

მერწყული

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება და აურა ძლიერდება. ხელსაყრელი დღეა სპორტისა და ვარჯიშის, ახალი საქმის დაწყების, პროფილაქტიკური მკურნალობისა და სახლის რემონტისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამუშაოს ადგილის ან საქმიანობის სფეროს შეცვლას ერიდოთ, მაგრამ ნებისმიერ წინადადებას ყურადღებით მოეკიდოთ.

თევზები

თუ მიმდინარე პროცესების ობიექტურად შეფასებას შეძლებთ, წარმატება და აღიარება გარანტირებული გექნებათ. გირჩევთ ეს დღე შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად კულტურულ ღონისძიებას დაუთმოთ, რაც თქვენს თვალსაწიერს მნიშვნელოვნად გააფართოებს. თუ სწორად იმოქმედებთ, შვილები შეიძლება თქვენს თანამოაზრეებად იქცნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმუნიტეტის შესუსტება შეიძლება მძიმე ინფექციური დაავადების მიზეზი გახდეს.