მიხეილ სააკაშვილმა იმ ვიდეო მასალის არსებობის შესახებ არ იცოდა, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ განუცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს, ეს რომ სცოდნოდა, ამ ვიდეო მასალას გააქრობდა.
"პირდაპირ თქვა ზოდელავამ, რამე რომ მცოდნოდა გავაქრობდიო. ეს მასალები იყო სეიფში, თუმცა არის მრავალსაათიანი ფილმი, რომელსაც უნდა ძალიან სკურპულოზული ნახვა, შემდეგ კადრების გადიდება და დაზიანებების ნახვა. როგორც ჩანს, ეს მათ გამორჩათ, ვერ ნახეს. აღმოჩნდა ეს კადრები და არიან პანიკაში", - აღნიშნა ჟვანიამ.