სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ გაიცნო ხათუნა იოსელიანმა მომავალი მეუღლე
როგორ გაიცნო ხათუნა იოსელიანმა მომავალი მეუღლე

მსა­ხი­ო­ბი ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და საქ­მი­ა­ნობს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მას ინ­ტერ­ნე­ტით და­ვუ­კავ­შირ­დით. სა­უ­ბარ­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდა, მაგ­რამ მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უს მო­ცე­მა ვერ შეძ­ლო.

ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა

- ჩემი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა მი­დის ისე, რო­გორც ამე­რი­კას შე­ე­ფე­რე­ბა. აქ, რო­გორც იცით, გა­წევ­რე­ბუ­ლი ვარ ერთ-ერთ თე­ატ­რა­ლურ დას­ში. ეს არის თე­ატ­რი, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ფა­ნა­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი: ლიკა ბახ­ტუ­რი­ძე-სი­რელ­სო­ნი და ბა­ტო­ნი ვიქ­ტორ სი­რელ­სო­ნი. გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი წრე, ვდგამთ სპექ­ტაკ­ლებს, გვყავს უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბე­ბი და სა­ოც­რად კარ­გი მა­ყუ­რე­ბე­ლი. რაც მთა­ვა­რია, ვარ ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­რე­მოც­ვა­ში. ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ აქვს, რო­დე­საც ვხე­დავ და ვგრძნობ, თუ რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ ადა­მი­ა­ნებს. ეს სიყ­ვა­რუ­ლი უფ­ლის სა­ჩუქ­რად მი­მაჩ­ნია.

შეხ­ვედ­რა "კაშ­კა­შა ვარ­სკვლავ­თან"

- გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი ბევ­რი მყავს. ახლა, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გან­ვლი­ლია, ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბის გა­ლე­რე­ას გა­დავ­ხე­დე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა მო­გო­ნე­ბაც გულს ესალ­ბუ­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის მა­მას და იმ პა­ტა­რა ეპი­ზოდს გა­ვიხ­სე­ნებ, რო­დე­საც ის გა­ვი­ცა­ნი. მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მე და ჩემი მე­გო­ბა­რი მზია გოგ­ლი­ძე "შა­ტა­ლო­ზე" წა­ვე­დით. ჩვე­ნი ერთ-ერთი მე­გობ­რის დე­ი­და - ნანა ცხო­მე­ლი­ძე ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­გედ მუ­შა­ობ­და ერთ-ერთ სკო­ლა­ში. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა იყო და მას­თან ვმე­გობ­რობ­დით. ჰოდა, "შა­ტა­ლო­ზე" წა­სუ­ლე­ბი მას­თან მი­ვე­დით. ვსა­უბ­რობ­დით, როცა კარი გა­ი­ღო და ორმა "კაშ­კა­შა ვარ­სკვლავ­მა" შე­მო­ა­ნა­თა: ერთი გა­ნა­თე­ბულ, ახა­ლა­მო­სულ მზეს ჰგავ­და - მა­ღა­ლი, ცის­ფერ­თვა­ლე­ბა, ქერა, ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის; მე­ო­რე კი შავგვრე­მა­ნი იყო, დიდი, კაკ­ლის მუ­რა­ბა­სა­ვით შავი თვა­ლე­ბით. პირ­ვე­ლი გახ­ლდათ ზურა შენ­გე­ლია, მე­ო­რე კი თე­მურ მას­ხუ­ლია. ვი­დე­ქით მე და ზუ­რი­კო და ვტკბე­ბო­დით ერ­თმა­ნე­თის ცქე­რით. ეს იყო, არის და იქ­ნე­ბა ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩვენ დავ­ქორ­წინ­დით და გვყავს ორი ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი - თა­მუ­ნა და მა­კუ­ნა... ოი, რამ­დენს უძ­ლებს ადა­მი­ა­ნის გული!.. 20 თე­ბერ­ვალს ჩემს ზუ­რა­ბი­ე­ლოს 70 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და...

მწყემ­სი ბიჭი და გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი

- ასე­ვე მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­ბა­რებ­დი. გოგო ვარ ისე­თი, რომ ჩემს და­ნახ­ვა­ზე ცა ქუ­ხილს იწყებს, თავი კიტ­რად მო­მაქვს (იცი­ნის). გე­ნი­ა­ლუ­რი და ნი­ჭი­ე­რი ჯგუ­ფი შე­ვიკ­რი­ბეთ. პირ­ვე­ლი გა­მოც­და და­ი­ნიშ­ნა. ჩვენ­თან ერ­თად მე­ცხვა­რე ბიჭი აბა­რებ­და. მწყემ­სი პირ­და­პირ ია­ლა­ღე­ბი­დან გვეს­ტუმ­რა, ყა­ვის­ფერ კოს­ტი­უმ­ში, გა­ურ­კვე­ვე­ლი ფე­რის პე­რანგსა და სა­გულ­და­გუ­ლოდ გაწ­მენ­დილ ფეხ­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი. ის ეთერ ნი­კა­ლა­ევ­ნამ გა­მო­ი­ძა­ხა. მის და­ნახ­ვა­ზე, ყვე­ლა სტუ­დენტს სა­ხე­ზე ღი­მილ­მა გა­დაგ­ვირ­ბი­ნა. "რას წა­ი­კი­თხავთ, ყმაწ­ვი­ლო?" - ჰკი­თხა ეთერ ნი­კა­ლა­ევ­ნამ. - "მე, ჰო, რავი აბა... მე მინ­და ჩემი და­წე­რი­ლი წა­გი­კი­თხოთ, ორი ჭად­რის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი", - ძლივს ამო­ი­ლუღ­ლუ­ღა. - "თქვენ გინ­დო­დათ გეთ­ქვათ, სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, არა?" - "ხო, ხო, ის­ტო­რია იყოს, კა­ცოუ", - თქვა და და­ი­წყო წა­კი­თხვა. ყვე­ლა სულ­გა­ნა­ბუ­ლი ვუს­მენ­დით და ვაი შენს ხა­თუ­ლი­ას, მის­მა წა­კი­თხულ­მა ისე იმოქ­მე­და ჩემ­ზე, რომ გული ამი­ჩუყ­და და ცრემ­ლად და­ვიღ­ვა­რე. გია კო­ბა­ხი­ძემ დამ­შვი­დე­ბა და­მი­წყო. ხმა­უ­რის გამო გა­მოც­დი­დან ორი­ვე გა­მოგ­ვაგ­დეს და ამის გამო კი­დევ უფრო მო­ვუ­მა­ტე ტი­რილს. უეც­რად ვი­ღაც მო­მე­ფე­რა, და­მიყ­ვა­ვა. თავი ავ­წიე და ვის ვხე­დავ!.. უნდა გი­თხრათ, რომ ამის გახ­სე­ნე­ბა­ზე ახ­ლაც ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის: ორი კო­რი­ფე, ორი ვარ­სკვლა­ვი - აკა­კი ხო­რა­ვა და დოდო ალექ­სი­ძე იდგა ჩემ გვერ­დით და ცდი­ლობ­დნენ, და­ვემ­შვი­დე­ბი­ნე. მათ და­ნახ­ვა­ზე კი­დევ უფრო ავღ­რი­ალ­დი. ის სით­ბო, რაც იმ დღეს მათ ჩემ მი­მართ გა­მო­ხა­ტეს, გულს დღემ­დე მით­ბობს... სხვა­თა შო­რის, იმ მწყემს ბიჭს ბა­ტონ­მა საშა მი­ქე­ლა­ძემ მოჰ­კი­და ხელი და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­იყ­ვა­ნა. ჰოდა, დღეს ჩვე­ნი მწყემ­სი ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რია.

და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სპექ­ტაკ­ლი

- ასე­ვე, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და სით­ბო­თი მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ქალ­ბა­ტო­ნი ლილი იო­სე­ლი­ა­ნი. მის დად­გმულ "ჰამ­ლეტ­ში" "თით­ქმის" ვი­თა­მა­შე. მთე­ლი 8 თვე მი­დი­ო­და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი. რა მას­ტერკლა­სე­ბი გვქონ­და, რომ იცო­დეთ, ეს არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა და დღემ­დე ამ დღე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბით ვსულ­დგმუ­ლობ. და თუ რა­ტომ ვი­თა­მა­შე "თით­ქმის", ახ­ლა­ვე გე­ტყვით: პრე­მი­ე­რის დღეს დარ­ბა­ზი ხალ­ხით იყო გა­და­ჭე­დი­ლი. ჰამ­ლე­ტის როლს მსა­ხი­ო­ბი ზურა სტუ­რუა თა­მა­შობ­და. ხა­ფან­გის სცე­ნამ­დე ვართ მი­სუ­ლე­ბი და უეც­რად, წა­მოხ­ტა ზურა და გა­იქ­ცა, სცე­ნა და­ტო­ვა. ყვე­ლა­ნი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი და ნირ­წამ­ხდარ­ნი ვსხედ­ვართ (ამ ფაქ­ტის გახ­სე­ნე­ბა­ზე ახ­ლაც ცუ­დად ვხდე­ბი). ცალი თვა­ლი გა­ვა­პა­რე ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ლის­კენ. მის­გან მე­ხის გა­ვარ­დნას ვე­ლო­დით, მაგ­რამ ეს დი­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი წარ­ბშე­უხ­რე­ლად იჯდა. "ხდე­ბა" - ეს ერთი სი­ტყვა თქვა, წა­მოდ­გა და გა­ვი­და. ეს ჩემ­თვის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია და აქ ამე­რი­კა­ში, რო­დე­საც სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმა და­ვი­წყე, სულ ლი­ლი­კო მიდ­გას თვალ­წინ.

ბე­ბი­ის მიერ ნა­ცე­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი

- გა­მო­გი­ტყდე­ბით, სკო­ლა­ში არ­ცთუ ისე კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით, ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი არ მომ­წონ­და, ამი­ტომ მშობ­ლებს მო­სამ­ზა­დებ­ლად, რე­პე­ტი­ტო­რებ­თან დავ­ყავ­დი. თუმ­ცა მა­ინც არა­ფე­რი მშვე­ლო­და, თავ­ში არა­ფე­რი შემ­დი­ო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე სე­მესტრში ნი­შან­ზეც აი­სა­ხა: სამი ორი­ა­ნი მტკი­ცეს. ნიშ­ნე­ბი რომ გა­მო­ა­ცხა­დეს, ორი­ა­ნე­ბი ისე გა­ვი­ო­ცე და ვი­უ­კად­რი­სე, თით­ქოს მა­თე­მა­ტი­კის დიდი მცოდ­ნე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ავღ­რი­ალ­დი კი­დეც. აბა, რა უნდა მექ­ნა? - მამ­ზა­დებ­დნენ, მე კი მა­ინც ცუდი ნიშ­ნე­ბი მი­ვი­ღე! ჰოდა, მო­ვი­ფიქ­რე: ატი­რე­ბულ­მა ბე­ბი­ას, მარი იუ­სუ­ფოვ­ნას და­ვუ­რე­კე (ისე, ძა­ლი­ან გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი გოგო კი ვი­ყა­ვი). ბე­ბი­ა­ჩე­მი ისე­თი ქალი იყო, ყვე­ლა­ფერს აზან­ზა­რებ­და. ჩემ­ზე ხში­რად ამ­ბობ­და: "ეტა ნაშა დე­ვო­ჩკა ნა­მე­ტა­ნი და­ხა­ტუ­ლი არის"... და­ვუ­რე­კე თუ არა, სკო­ლა­ში მო­ვი­და. როცა გა­ი­გო, რა­შიც იყო საქ­მე, სა­მას­წავ­ლებ­ლოს კარი გა­მო­ა­ღო ("კრა­სა­ვი­ცა" ქალი იყო. შლა­პა ეხუ­რა, ვუ­ა­ლი, ხელ­ში ქოლ­გა ეჭი­რა და ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რო­გორც "სვეც­კი" ქალს ეკად­რე­ბო­და) და დას­ჭე­ქა: აიტ, შე უნა­მუ­სო ვა­ლი­კო! ჩემი ფუ­ლით გაქვს "სპალ­ნა" და ტე­ლე­ვი­ზო­რი ნა­ყი­დი და ჩემს ბა­ღა­ნას "ორი­ანს" რო­გორ უწე­როო?! მერე ქოლ­გა გა­მე­ტე­ბით დას­ცხო და დას­ცხო.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
0

გაიხარეთ,გენაცვალე,გვიყვარხართ, გვახსოვხართ, გელოდებით

v
0

SIMPATIURI QALI IKO XATUNA IOSELIANI. SASHKA KIDEV GMERTMA ASTXONOS NICHIERI MSAXIOBI DA ADAMIANI

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ გაიცნო ხათუნა იოსელიანმა მომავალი მეუღლე

როგორ გაიცნო ხათუნა იოსელიანმა მომავალი მეუღლე

მსახიობი ხათუნა იოსელიანი, რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. რამდენიმე დღის წინ, მას ინტერნეტით დავუკავშირდით. საუბარზე სიამოვნებით დამთანხმდა, მაგრამ მოუცლელობის გამო, ვრცელი ინტერვიუს მოცემა ვერ შეძლო.

ამერიკული ცხოვრება

- ჩემი ამერიკული ცხოვრება მიდის ისე, როგორც ამერიკას შეეფერება. აქ, როგორც იცით, გაწევრებული ვარ ერთ-ერთ თეატრალურ დასში. ეს არის თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქართული კულტურის ფანატი ადამიანები: ლიკა ბახტურიძე-სირელსონი და ბატონი ვიქტორ სირელსონი. გვაქვს ძალიან ბევრი წრე, ვდგამთ სპექტაკლებს, გვყავს უნიჭიერესი მსახიობები და საოცრად კარგი მაყურებელი. რაც მთავარია, ვარ ჩემი საყვარელი ქართველი ხალხის გარემოცვაში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, როდესაც ვხედავ და ვგრძნობ, თუ როგორ ვუყვარვარ ადამიანებს. ეს სიყვარული უფლის საჩუქრად მიმაჩნია.

შეხვედრა "კაშკაშა ვარსკვლავთან"

- გასახსენებელი ბევრი მყავს. ახლა, როდესაც ცხოვრების ნახევარზე მეტი განვლილია, ჩემი მეხსიერების გალერეას გადავხედე და აღმოვაჩინე უამრავი ადამიანი, რომელთა მოგონებაც გულს ესალბუნება. პირველ რიგში, ჩემი ქალიშვილების მამას და იმ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ, როდესაც ის გავიცანი. მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი მეგობარი მზია გოგლიძე "შატალოზე" წავედით. ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის დეიდა - ნანა ცხომელიძე ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა ერთ-ერთ სკოლაში. ახალგაზრდა გოგონა იყო და მასთან ვმეგობრობდით. ჰოდა, "შატალოზე" წასულები მასთან მივედით. ვსაუბრობდით, როცა კარი გაიღო და ორმა "კაშკაშა ვარსკვლავმა" შემოანათა: ერთი განათებულ, ახალამოსულ მზეს ჰგავდა - მაღალი, ცისფერთვალება, ქერა, ათლეტური აღნაგობის; მეორე კი შავგვრემანი იყო, დიდი, კაკლის მურაბასავით შავი თვალებით. პირველი გახლდათ ზურა შენგელია, მეორე კი თემურ მასხულია. ვიდექით მე და ზურიკო და ვტკბებოდით ერთმანეთის ცქერით. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მეხსიერების მთავარი ნაწილი. მოგვიანებით, ჩვენ დავქორწინდით და გვყავს ორი ულამაზესი ქალიშვილი - თამუნა და მაკუნა... ოი, რამდენს უძლებს ადამიანის გული!.. 20 თებერვალს ჩემს ზურაბიელოს 70 წელი შეუსრულდებოდა...

მწყემსი ბიჭი და გულაჩუყებული სტუდენტი

- ასევე მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი. გოგო ვარ ისეთი, რომ ჩემს დანახვაზე ცა ქუხილს იწყებს, თავი კიტრად მომაქვს (იცინის). გენიალური და ნიჭიერი ჯგუფი შევიკრიბეთ. პირველი გამოცდა დაინიშნა. ჩვენთან ერთად მეცხვარე ბიჭი აბარებდა. მწყემსი პირდაპირ იალაღებიდან გვესტუმრა, ყავისფერ კოსტიუმში, გაურკვეველი ფერის პერანგსა და საგულდაგულოდ გაწმენდილ ფეხსაცმელში გამოწყობილი. ის ეთერ ნიკალაევნამ გამოიძახა. მის დანახვაზე, ყველა სტუდენტს სახეზე ღიმილმა გადაგვირბინა. "რას წაიკითხავთ, ყმაწვილო?" - ჰკითხა ეთერ ნიკალაევნამ. - "მე, ჰო, რავი აბა... მე მინდა ჩემი დაწერილი წაგიკითხოთ, ორი ჭადრის სიყვარულის ამბავი", - ძლივს ამოილუღლუღა. - "თქვენ გინდოდათ გეთქვათ, სიყვარულის ისტორია, არა?" - "ხო, ხო, ისტორია იყოს, კაცოუ", - თქვა და დაიწყო წაკითხვა. ყველა სულგანაბული ვუსმენდით და ვაი შენს ხათულიას, მისმა წაკითხულმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ გული ამიჩუყდა და ცრემლად დავიღვარე. გია კობახიძემ დამშვიდება დამიწყო. ხმაურის გამო გამოცდიდან ორივე გამოგვაგდეს და ამის გამო კიდევ უფრო მოვუმატე ტირილს. უეცრად ვიღაც მომეფერა, დამიყვავა. თავი ავწიე და ვის ვხედავ!.. უნდა გითხრათ, რომ ამის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის: ორი კორიფე, ორი ვარსკვლავი - აკაკი ხორავა და დოდო ალექსიძე იდგა ჩემ გვერდით და ცდილობდნენ, დავემშვიდებინე. მათ დანახვაზე კიდევ უფრო ავღრიალდი. ის სითბო, რაც იმ დღეს მათ ჩემ მიმართ გამოხატეს, გულს დღემდე მითბობს... სხვათა შორის, იმ მწყემს ბიჭს ბატონმა საშა მიქელაძემ მოჰკიდა ხელი და უნივერსიტეტში წაიყვანა. ჰოდა, დღეს ჩვენი მწყემსი ცნობილი პროფესორია.

დაუსრულებელი სპექტაკლი

- ასევე, დიდი სიამოვნებით და სითბოთი მინდა გავიხსენო ქალბატონი ლილი იოსელიანი. მის დადგმულ "ჰამლეტში" "თითქმის" ვითამაშე. მთელი 8 თვე მიდიოდა რეპეტიციები. რა მასტერკლასები გვქონდა, რომ იცოდეთ, ეს არასოდეს დამავიწყდება და დღემდე ამ დღეების გახსენებით ვსულდგმულობ. და თუ რატომ ვითამაშე "თითქმის", ახლავე გეტყვით: პრემიერის დღეს დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. ჰამლეტის როლს მსახიობი ზურა სტურუა თამაშობდა. ხაფანგის სცენამდე ვართ მისულები და უეცრად, წამოხტა ზურა და გაიქცა, სცენა დატოვა. ყველანი გაოცებულები და ნირწამხდარნი ვსხედვართ (ამ ფაქტის გახსენებაზე ახლაც ცუდად ვხდები). ცალი თვალი გავაპარე ქალბატონი ლილისკენ. მისგან მეხის გავარდნას ველოდით, მაგრამ ეს დიდებული ქალბატონი წარბშეუხრელად იჯდა. "ხდება" - ეს ერთი სიტყვა თქვა, წამოდგა და გავიდა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი მაგალითია და აქ ამერიკაში, როდესაც სპექტაკლების დადგმა დავიწყე, სულ ლილიკო მიდგას თვალწინ.

ბებიის მიერ ნაცემი მასწავლებელი

- გამოგიტყდებით, სკოლაში არცთუ ისე კარგად ვსწავლობდი. განსაკუთრებით, ტექნიკური საგნები არ მომწონდა, ამიტომ მშობლებს მოსამზადებლად, რეპეტიტორებთან დავყავდი. თუმცა მაინც არაფერი მშველოდა, თავში არაფერი შემდიოდა. ეს ყველაფერი მეორე სემესტრში ნიშანზეც აისახა: სამი ორიანი მტკიცეს. ნიშნები რომ გამოაცხადეს, ორიანები ისე გავიოცე და ვიუკადრისე, თითქოს მათემატიკის დიდი მცოდნე ვყოფილიყავი. ავღრიალდი კიდეც. აბა, რა უნდა მექნა? - მამზადებდნენ, მე კი მაინც ცუდი ნიშნები მივიღე! ჰოდა, მოვიფიქრე: ატირებულმა ბებიას, მარი იუსუფოვნას დავურეკე (ისე, ძალიან გონებაგახსნილი გოგო კი ვიყავი). ბებიაჩემი ისეთი ქალი იყო, ყველაფერს აზანზარებდა. ჩემზე ხშირად ამბობდა: "ეტა ნაშა დევოჩკა ნამეტანი დახატული არის"... დავურეკე თუ არა, სკოლაში მოვიდა. როცა გაიგო, რაშიც იყო საქმე, სამასწავლებლოს კარი გამოაღო ("კრასავიცა" ქალი იყო. შლაპა ეხურა, ვუალი, ხელში ქოლგა ეჭირა და ისე გამოიყურებოდა, როგორც "სვეცკი" ქალს ეკადრებოდა) და დასჭექა: აიტ, შე უნამუსო ვალიკო! ჩემი ფულით გაქვს "სპალნა" და ტელევიზორი ნაყიდი და ჩემს ბაღანას "ორიანს" როგორ უწეროო?! მერე ქოლგა გამეტებით დასცხო და დასცხო.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ნამდვილი მე" - როგორ გამოიყურებიან ქართველი ვარსკვლავები ფოტოშოპის და მაკიაჟის გარეშე

"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს ყველაზე პლატონური სიყვარულის ამბავი

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"