სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მანქურთები მონაგონია, ესენი ვინ ყოფილან" - სოციალურ ქსელში "კინოს სახლთან" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან
"მანქურთები მონაგონია, ესენი ვინ ყოფილან" - სოციალურ ქსელში "კინოს სახლთან" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი გუ­შინ "კი­ნოს სახ­ლთან" გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია:

"არა, ამათ უყუ­რეთ... ეს გამ­ზრდელ მოტ...ბი რა დღე­ში არი­ან! სხვა სი­ტყვე­ბით ვერ ვი­ტყვი, ჩემს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა. "მო­დით, ფეხ­ზე წა­მო­უდ­გეთ ყვე­ლა იმ რუს გმირს, რო­მე­ლიც და­ი­ღუ­პა 2008 წელს"... ახ­ლაც მგო­ნია, რომ მო­მეჩ­ვე­ნა... მან­ქურ­თე­ბი მო­ნა­გო­ნია, ესე­ნი ვინ ყო­ფი­ლან, რო­გორ იქ­ცე­ვი­ან, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის!".

"ილი­ა­უ­ნის" ლექ­ტო­რი, გი­ორ­გი თუ­მა­ნიშ­ვი­ლი:

"სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იზი­ა­რებს ევ­რა­ზი­ის ინ­სტი­ტუ­ტის აქ­ტი­ვის­ტე­ბის აზრს. რუ­სე­თის კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთ­ში დღე­ვან­დელ დღეს არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში".

კი­ნომ­ცოდ­ნე, რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ბლო­გე­რი, გოგი გვა­ხა­რია:

"ამათ ზუს­ტად ისე აწუ­ხებთ 1999 წელს, ბელგრა­დის და­ბომბვის ამ­ბა­ვი, რო­გორც მე ვწუხ­ვარ იმა­ზე, რომ ბარ­სე­ლო­ნამ მო­უ­გო მად­რიდს (გუ­შინ­დელ დღემ­დე "ბარ­სა" ფეხ­ბურ­თე­ლი მე­გო­ნა)...

სა­ერ­თოდ არ ვარ ოპტ­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ მგო­ნია რომ ამ ევ­რა­ზი­ის ინ­სტი­ტუტს არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა არა აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მთლად ვა­სა­ძე რომ მო­იყ­ვა­ნონ და დას­ვან ლი­დე­რად მა­ინც... თან ირმა ინაშ­ვი­ლიც შე­ერ­თე­ბია:)".

ჟურ­ნა­ლის­ტი, მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი:

"ვა­ი­მე, 2008 წლის ომში და­ღუ­პულ რუს გმი­რებს წა­მო­ვუდ­გე­თო! სად იზ­რდე­ბი­ან ასე­თე­ბი!"

გუ­შინ "კი­ნოს სახ­ლში" "ევ­რა­ზი­ის ინ­სტი­ტუ­ტის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, იუ­გოს­ლა­ვი­ის და­ბომბვი­სა და ქვე­ყა­ნა­ში შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის ამ­სახ­ვე­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ 30 წუ­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის ჩვე­ნე­ბას პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. "ევ­რა­ზი­ის ინ­სტი­ტუ­ტის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მას შემ­დეგ გა­მო­ხა­ტეს, რაც აქ­ცი­ა­ზე ნატო-ს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი მო­ის­მი­ნეს.

ფილ­მის ჩვე­ნე­ბის და­სა­წყის­ში "ევ­რა­ზი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის" ერთ-ერ­თმა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ, ალე­კო კვა­ხა­ძემ დარ­ბაზ­ში მსხდომ აუ­დი­ტო­რი­ას მო­უ­წო­და, აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მით პა­ტი­ვი მი­ე­გოთ, რა­საც დარ­ბაზ­ში მყოფ­თა ნა­წი­ლის ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა მოჰ­ყვა. ამის შემ­დეგ ალე­კო კვა­ხა­ძემ მათ "ფე-ეს-ბე"-ს აგენ­ტე­ბი და "გა­შიფ­რუ­ლე­ბი" უწო­და.

სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა რაც "ევ­რა­ზი­ის ინ­ტი­ტუ­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა "კი­ნოს სახ­ლი" და­ტო­ვეს და ნა­ტოს სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის­კენ საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბის და­წყე­ბა და­ა­პი­რეს.

მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი­სა და ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი­სა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ, ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­პი­რის­პი­რე­ბოდ­ნენ. ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბის შე­დე­გად სამი პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ ასე­ვე: "პუ­ტი­ნის მო­ნე­ბო" "სა­ა­კაშ­ვი­ლის ნარ­ჩე­ნე­ბო" "ფულ­ზე გა­ყი­დუ­ლე­ბო" - "კი­ნოს სახ­ლთან" მომ­ხდა­რი მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მანქურთები მონაგონია, ესენი ვინ ყოფილან" - სოციალურ ქსელში "კინოს სახლთან" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

"მანქურთები მონაგონია, ესენი ვინ ყოფილან" - სოციალურ ქსელში "კინოს სახლთან" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

საზოგადოების ცნობილი სახეები გუშინ "კინოს სახლთან" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია:

"არა, ამათ უყურეთ... ეს გამზრდელ მოტ...ბი რა დღეში არიან! სხვა სიტყვებით ვერ ვიტყვი, ჩემს ძალებს აღემატება. "მოდით, ფეხზე წამოუდგეთ ყველა იმ რუს გმირს, რომელიც დაიღუპა 2008 წელს"... ახლაც მგონია, რომ მომეჩვენა... მანქურთები მონაგონია, ესენი ვინ ყოფილან, როგორ იქცევიან, სიტყვები არ მყოფნის!".

"ილიაუნის" ლექტორი, გიორგი თუმანიშვილი:

"სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს ევრაზიის ინსტიტუტის აქტივისტების აზრს. რუსეთის კეთილმეზობლურობასთან დაკავშირებით რუსეთში დღევანდელ დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში".

კინომცოდნე, რადიო "თავისუფლების" ბლოგერი, გოგი გვახარია:

"ამათ ზუსტად ისე აწუხებთ 1999 წელს, ბელგრადის დაბომბვის ამბავი, როგორც მე ვწუხვარ იმაზე, რომ ბარსელონამ მოუგო მადრიდს (გუშინდელ დღემდე "ბარსა" ფეხბურთელი მეგონა)...

საერთოდ არ ვარ ოპტმისტურად განწყობილი, მაგრამ მგონია რომ ამ ევრაზიის ინსტიტუტს არანაირი პერსპექტივა არა აქვს საქართველოში. მთლად ვასაძე რომ მოიყვანონ და დასვან ლიდერად მაინც... თან ირმა ინაშვილიც შეერთებია:)".

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

"ვაიმე, 2008 წლის ომში დაღუპულ რუს გმირებს წამოვუდგეთო! სად იზრდებიან ასეთები!"

გუშინ "კინოს სახლში" "ევრაზიის ინსტიტუტის" ორგანიზებით, იუგოსლავიის დაბომბვისა და ქვეყანაში შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას პროტესტი მოჰყვა. "ევრაზიის ინსტიტუტის" მოწინააღმდეგეებმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატეს, რაც აქციაზე ნატო-ს საწინააღმდეგო და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები მოისმინეს.

ფილმის ჩვენების დასაწყისში "ევრაზიული ინსტიტუტის" ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ, ალეკო კვახაძემ დარბაზში მსხდომ აუდიტორიას მოუწოდა, აგვისტოს ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცებისთვის ფეხზე წამოდგომით პატივი მიეგოთ, რასაც დარბაზში მყოფთა ნაწილის ფეხზე წამოდგომა მოჰყვა. ამის შემდეგ ალეკო კვახაძემ მათ "ფე-ეს-ბე"-ს აგენტები და "გაშიფრულები" უწოდა.

სიტუაცია კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა რაც "ევრაზიის ინტიტუტის" წარმომადგენლებმა "კინოს სახლი" დატოვეს და ნატოს საინფორმაციო ცენტრისკენ საპროტესტო მსვლელობის დაწყება დააპირეს.

მიუხედავად პოლიციის კორდონისა და ცოცხალი ჯაჭვისა, აქციის მონაწილეებს არ გასჭირვებიათ, ერთმანეთს ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ. ხელჩართული ჩხუბის შედეგად სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს.

იხილეთ ასევე: "პუტინის მონებო" "სააკაშვილის ნარჩენებო" "ფულზე გაყიდულებო" - "კინოს სახლთან" მომხდარი მწვავე დაპირისპირების დეტალები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს