რა პირობებით შევა ქართული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე

რა პირობებით შევა ქართული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე

როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, ევროკავშირის ბაზარზე გატანისას თითქმის ყველა ქართული პროდუქტი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება. უკვე გადაწყდა, რომ ეს აგვისტოს ნაცვლად, ივნისში მოხდება.

ევროზონასთან ვაჭრობის საკითხების შესახებ "კვირის პალიტრა" ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ჯანელიძეს ესაუბრა.

მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) არის ასოცირების შეთანხმების ნაწილი, მისი ხელმოწერა კი ივნისისთვის იგეგმება. საქართველოში წარმოებულ საქონელს, თუ ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე შეუშვებენ. ეს ბაზარი აერთიანებს 28 ქვეყანასა და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

- შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საბაჟო გადასახადი გაუქმდება, თუმცა შეზღუდვები მაინც იარსებებს. კონკრეტულად რა შეზღუდვებზეა ლაპარაკი?

- ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამის სფეროებში (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში) ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, საქართველოში ევროპული დონის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სისტემა შეიქმნება. ამით სურსათის კონტროლის მექანიზმი ადგილობრივ ბაზარზეც გაუმჯობესდება.

- თუმცა, 28 დასახელების პროდუქტის ევროკავშირში შეტანისას საბაჟო გადასახადი სრულად არ გაუქმდება.

- შეთანხმების თანახმად, 28 სატარიფო ხაზზე (ეს კი სრული სატარიფო ნუსხის 0,3%-ია) იმოქმედებს ევროკავშირში „შესვლის ფასი" - Entry Price, ანუ იმპორტის ფიქსირებული ფასი. ეს ნიშნავს, რომ თუ საქართველოში შექმნილი პროდუქციის გასაყიდი ფასი (საინვოისო ფასი) ევროკავშირის დადგენილ ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორს ამ ფასთა სხვაობის დაფარვა მოუწევს, ხოლო თუ გასაყიდი ფასი ევროკავშირის „ფასის" ტოლი ან მასზე მეტი იქნება, პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.

- წლიური კვოტა იქნება განსაზღვრული ნიორზე. თუ ქვეყნიდან მისი ექსპორტის მოცულობა 220 ტონას გადააჭარბებს, საბაჟო გადასახადის გადახდა გახდება აუცილებელი. რატომ გამოარჩიეს ეს პროდუქტი?

- ნიორი ერთადერთი პროდუქტია, რომელზეც საბაჟო გადასახადი გაუქმდება, ოღონდ დაწესდება კვოტა. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ევროკავშირში ნივრის ბაზარს ზედმიწევნით აკონტროლებენ და "საფრთხეს" მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნიორი არ წარმოადგენს.

- არის პროდუქტები, რომლებიც დაექვემდებარება ე.წ. გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს და მათთვის ასევე დაწესდება იმპორტის ზღვრული დონე.

იხილეთ სტატია სრულად BPN.GE-ზე

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ