სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ დატოვა საქართველო და რას საქმიანობს აგნესა სამარაში
რატომ დატოვა საქართველო და რას საქმიანობს აგნესა სამარაში

ერთ დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი - აგ­ნე­სა, კარ­გა ხა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რო­გორც ამ­ბობს, მას მერე, რაც სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და, მის ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი სა­სი­ა­მოვ­ნო რამ მოხ­და. თბი­ლის­ში სტუმ­რად ჩა­მო­სულ­მა კი, შინ მი­მი­პა­ტი­ჟა და სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე გუ­ლახ­დი­ლად მე­სა­უბ­რა.

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დად­გა მო­მენ­ტი, როცა მივ­ხვდი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. გა­დავ­წყვი­ტე, ქა­ლაქ სა­მა­რა­ში მე­ცა­და ბედი. იქ ად­რეც ხში­რად ჩავ­დი­ო­დი მა­მას­თან და იქა­უ­რო­ბა ჩემ­თვის უცხო არ იყო. სა­მა­რა­ში თავს კარ­გად ვგრძნობ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შეც არ შე­მიძ­ლია, მით უმე­ტეს, რომ აქ მყავს დედა, ბე­ბია, ძმა და ძმის­შვი­ლი.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან რა­ტომ წახ­ვე­დი?

- მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის იყო, რომ წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მივ­ხვდი, გა­მუდ­მე­ბით მშობ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, მხო­ლოდ სცე­ნა­ზე დგო­მა კი ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერ მო­მი­ტან­და.

- სა­მა­რა­ში რას საქ­მი­ა­ნობ?

- მა­მა­ჩემს იქ რეს­ტო­რა­ნი აქვს. როცა პირ­ველ მე­უღ­ლეს დავ­შორ­დი, მა­მამ შე­მომ­თა­ვა­ზა, ჩემ­თან წა­მო­დი და რეს­ტო­რანს მი­ხე­დეო. ახლა ამ რეს­ტორ­ნის მე­ნე­ჯე­რი ვარ.

- საქ­მეს რო­გორ გა­არ­თვი თავი?

- თავ­და­პირ­ვე­ლად რეს­ტო­რან­ში ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი და ვუ­ყუ­რებ­დი, რა რო­გორ კეთ­დე­ბო­და, მერე სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბიც გა­ვი­ა­რე და ამ­ჟა­მად საქ­მეს თავს კარ­გად ვარ­თმევ. უფრო მე­ტიც - იმ­დე­ნად გავ­თა­მამ­დი, რომ რეს­ტორ­ნის გა­ფარ­თო­ე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, რა­ღა­ცებს ვცვლი. კი­დევ, ერთ-ერთ ბუ­ტიკ­თან მაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი: დავ­დი­ვარ იტა­ლი­ა­ში, მი­ლან­ში და მის­თვის კო­ლექ­ცი­ას ვარ­ჩევ. პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­უღ­ლეს ვეხ­მა­რე­ბი. მას ავე­ჯის ქარ­ხა­ნა აქვს და ზოგ­ჯერ ჩემი რჩე­ვა სჭირ­დე­ბა. მოკ­ლედ, საქ­მი­ა­ნი ქალი გავ­ხდი.

- პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი რა იყო?

- ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ ვუ­გებ­დით, გვქონ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც. ერთ დღეს მშვი­დად და­ვი­ლა­პა­რა­კეთ და და­შო­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვე­დი, ესეც იყო. აქ დარ­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დას­მულ უამ­რავ კი­თხვა­ზე მო­მი­წევ­და პა­სუ­ხის გა­ცე­მა, მე კი ამ ყვე­ლა­ფერს თავი ავა­რი­დე. რაც იყო, კარ­გი იყო და დამ­თავ­რდა.

- მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სად გა­ი­ცა­ნი?

- სა­მა­რა­ში, ერთ-ერთ კა­რაო­კე-კლუბ­ში შევ­ხვდი. იმ კლუბ­ში მი­სუ­ლი, მე­გო­ბარს მი­ვე­სალ­მე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი აღ­მოჩ­ნდა. ჰოდა, მის­თვის ჩემ­ზე რა­ღა­ცე­ბი უკი­თხავს, ბო­ლოს კი უთხო­ვია, გა­მა­ცა­ნიო... რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ერ­თმა­ნეთს შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით სუფ­რას­თან და მას მერე ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. ძა­ლი­ან კარ­გად ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც შე­უღლდით?

- უკვე ერთი წე­ლია, ერ­თად ვართ. ქორ­წი­ლი არ გვქო­ნია, უბ­რა­ლოდ, ხელი მო­ვა­წე­რეთ. სა­მა­რა­ში მდი­ნა­რის პი­რას, ლა­მა­ზი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მო­ვა­წყვეთ. ისე, ძა­ლი­ან გვინ­დო­და, ქორ­წი­ლი დუ­ბა­ი­ში გა­დაგ­ვე­ხა­და, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ.

- მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ?

- არა, ცალ­კე ვცხოვ­რობთ. ვფიქ­რობ, მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან რო­გო­რი კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბაც უნდა ჰქონ­დეს, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­მა წყვილ­მა მა­ინც ცალ­კე უნდა იცხოვ­როს. ხან­და­ხან სა­კუ­თარ მშობ­ლებ­თან მოგ­დის კა­მა­თი და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ მე­უღ­ლის დედ-მა­მას ვერ შე­ე­გუო... პი­რა­დად მე, მა­მამ­თი­ლი არ მყავს. დე­დამ­თილ­თან, მულ­თან და მუ­ლის­შვი­ლებ­თან კი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- შენს მე­უღ­ლე­ზე კი­დევ რას გვე­ტყვი?

- ის, პირ­ველ რიგ­ში, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი გო­გო­ნე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბად ვი­ტყვი: როცა გა­თხო­ვე­ბას გა­და­წყვეტთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმ ფაქტს, შეძ­ლებთ თუ არა მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან მე­გობ­რო­ბას? თუ ეს არ გა­მო­გი­ვათ, იცო­დეთ, თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დან­გრე­ვის­თვის არის გან­წი­რუ­ლი. ამას სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გე­უბ­ნე­ბით... მას, პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ ვა­ფა­სებ, რომ უზო­მოდ გულ­წრფე­ლია, არა­სო­დეს მა­ტყუ­ებს. ის ჩემი საყ­რდე­ნია.

- არა­სო­დეს კა­მა­თობთ?

- რო­გორ არ ვკა­მა­თობთ! ცოლ-ქმარს შო­რის "ლა­ი­თი" ჩხუ­ბი ყვე­ლა ოჯახ­ში "მო­სუ­ლი პონ­ტია" და ამ მხრივ არც ჩვენ ვართ გა­მო­ნაკ­ლი­სი.

- ეჭ­ვი­ა­ნი ხომ არ არის?

- რა­ღაც დო­ზით არის, მაგ­რამ უზო­მოდ ეჭ­ვი­ა­ნი და სკან­და­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ გახ­ლავთ. მოს­წონს, როცა კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი და ასეთ დროს კომ­პლი­მენ­ტის თქმაც არ ავი­წყდე­ბა.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს რო­გორ არ­თმევ თავს?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა და სახ­ლის და­ლა­გე­ბაც კარ­გად გა­მომ­დის. ისე კი, სახ­ლში დამ­ხმა­რე ქა­ლიც გვყავს.

- მე­უღ­ლეს ქარ­თულ კერ­ძებს უმ­ზა­დებ?

- რა თქმა უნდა. ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი მყავს. მე­უბ­ნე­ბა - იმ­დე­ნად გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებ, რეს­ტორ­ნის საჭ­მე­ლე­ბი აღარ მომ­წონ­სო (იღი­მის).

- თა­ვად თუ ცდი­ლობს შენს გა­ნე­ბივ­რე­ბას?

- მა­ნე­ბივ­რებს თა­ვი­სი ყუ­რა­დღე­ბით.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ნამ­ყო­ფი?

- ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე, სა­ნამ დავ­ქორ­წინ­დე­ბო­დით - ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად ჩა­მო­ვი­და დე­და­ჩემ­თან და ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი გა­იც­ნო.

- დე­და­შენს სა­სი­ძო მო­ე­წო­ნა?

- კი, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. დე­დას უხა­რია, როცა ბედ­ნი­ერს მხე­დავს.

- სიმ­ღე­რას თავი და­ა­ნე­ბე?

- არა, თავი არ და­მი­ნე­ბე­ბია. სა­მა­რა­ში იცი­ან, რომ ვმღე­რი და როცა რა­ღაც სა­ღა­მო­ე­ბი ეწყო­ბა, მიწ­ვე­ვენ. ახლა გა­დავ­წყვი­ტე, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­რო. ქარ­თუ­ლე­ბიც მოს­წონთ, მაგ­რამ იქ რუ­სულს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სე­ბას. ორი ახა­ლი რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რა უკვე ჩავ­წე­რე და ვფიქ­რობ, იქა­ურ რა­დი­ო­ში "და­ვატ­რი­ა­ლე­ბი­ნო", რათა სა­მა­რე­ლებ­მა, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, უკეთ გა­მიც­ნონ. სხვა­თა შო­რის, იქ შე­იძ­ლე­ბა, სიმ­ღე­რით თავი ირ­ჩი­ნო. მე­უღ­ლე მგულ­შე­მატ­კივ­რობს. მას არ უნდა, რომ მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რას წერ­ტი­ლი და­ვუს­ვა. უფრო მე­ტიც, დამ­პირ­და, რომ კლი­პის გა­და­ღე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აღარ გეგ­მავ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად ვე­ღარ ვი­ცხოვ­რებ, თუმ­ცა აქა­უ­რო­ბა ჩემს მე­უღ­ლე­საც ძა­ლი­ან მოს­წონს და სურ­ვი­ლი აქვს, თბი­ლის­ში სახ­ლი იყი­დოს. აქ ხში­რად ჩა­მო­ვალთ.

- ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ისევ მე­გობ­რობ?

- ადრე ყვე­ლას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ამ­ჟა­მად ხში­რად ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი ია მა­ნი­ჟაშ­ვილს. ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც ჩემ შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცის. ასე­ვე ვმე­გობ­რობ ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან. ის სა­მა­რა­ში ხში­რად ჩა­მო­დის, კონ­ცერ­ტებს მარ­თავს და ყო­ველ ჩა­მოს­ვლა­ზე მი­რე­კავს, კონ­ცერ­ტზე მე და ჩემს მე­უღ­ლეს გვე­პა­ტი­ჟე­ბა. ასეთ დროს სცე­ნი­დან მე­ძებს ხოლ­მე: აგ­ნეს, აბა, სად ხარ, და­მე­ნახ­ვეო, - მიკრო­ფონ­ში ყვი­რის ხოლ­მე (იცი­ნის). ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია. ნინო უყ­ვართ სა­მა­რა­ში და მის კონ­ცერ­ტებ­ზე დარ­ბა­ზი ყო­ველ­თვის გა­და­ჭე­დი­ლია.

- ახლა თბი­ლის­ში რომ ხარ, მე­უღ­ლე არ გე­ნატ­რე­ბა?

- მეც მე­ნატ­რე­ბა და მა­საც ვე­ნატ­რე­ბი. ის ყო­ველ­დღე მი­რე­კავს და მე­კი­თხე­ბა: რო­დის ჩა­მოხ­ვა­ლო? მე კი ყო­ველ ჯერ­ზე ვპა­სუ­ხობ, - ვიდ­რე თოვ­ლი არ დად­ნე­ბა, მანდ ჩა­მომ­სვლე­ლი არ ვარ-მეთ­ქი (იცი­ნის). უკვე დამ­ღა­ლა თოვლმა და სა­ში­ნელ­მა ყინ­ვებ­მა.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ დატოვა საქართველო და რას საქმიანობს აგნესა სამარაში

რატომ დატოვა საქართველო და რას საქმიანობს აგნესა სამარაში

ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღერალი - აგნესა, კარგა ხანია, საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. როგორც ამბობს, მას მერე, რაც საზღვარგარეთ წავიდა, მის ცხოვრებაში უამრავი სასიამოვნო რამ მოხდა. თბილისში სტუმრად ჩამოსულმა კი, შინ მიმიპატიჟა და საკუთარ ცხოვრებაზე გულახდილად მესაუბრა.

- ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა მივხვდი, რომ საქართველოდან აუცილებლად უნდა წავსულიყავი. გადავწყვიტე, ქალაქ სამარაში მეცადა ბედი. იქ ადრეც ხშირად ჩავდიოდი მამასთან და იქაურობა ჩემთვის უცხო არ იყო. სამარაში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ საქართველოს გარეშეც არ შემიძლია, მით უმეტეს, რომ აქ მყავს დედა, ბებია, ძმა და ძმისშვილი.

- საქართველოდან რატომ წახვედი?

- მთავარი მიზეზი ის იყო, რომ წლების მატებასთან ერთად მივხვდი, გამუდმებით მშობლებზე დამოკიდებული ვერ ვიქნებოდი, მხოლოდ სცენაზე დგომა კი ბედნიერებას ვერ მომიტანდა.

- სამარაში რას საქმიანობ?

- მამაჩემს იქ რესტორანი აქვს. როცა პირველ მეუღლეს დავშორდი, მამამ შემომთავაზა, ჩემთან წამოდი და რესტორანს მიხედეო. ახლა ამ რესტორნის მენეჯერი ვარ.

- საქმეს როგორ გაართვი თავი?

- თავდაპირველად რესტორანში ყოველდღე დავდიოდი და ვუყურებდი, რა როგორ კეთდებოდა, მერე სპეციალური კურსებიც გავიარე და ამჟამად საქმეს თავს კარგად ვართმევ. უფრო მეტიც - იმდენად გავთამამდი, რომ რესტორნის გაფართოება გადავწყვიტე, რაღაცებს ვცვლი. კიდევ, ერთ-ერთ ბუტიკთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული: დავდივარ იტალიაში, მილანში და მისთვის კოლექციას ვარჩევ. პარალელურად, მეუღლეს ვეხმარები. მას ავეჯის ქარხანა აქვს და ზოგჯერ ჩემი რჩევა სჭირდება. მოკლედ, საქმიანი ქალი გავხდი.

- პირველ მეუღლესთან დაშორების მიზეზი რა იყო?

- ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით, გვქონდა მატერიალური პრობლემებიც. ერთ დღეს მშვიდად დავილაპარაკეთ და დაშორება გადავწყვიტეთ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოდან წავედი, ესეც იყო. აქ დარჩენის შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან დასმულ უამრავ კითხვაზე მომიწევდა პასუხის გაცემა, მე კი ამ ყველაფერს თავი ავარიდე. რაც იყო, კარგი იყო და დამთავრდა.

- მომავალი მეუღლე სად გაიცანი?

- სამარაში, ერთ-ერთ კარაო­კე-კლუბში შევხვდი. იმ კლუბში მისული, მეგობარს მივესალმე, რომელიც ჩვენი საერთო ნაცნობი აღმოჩნდა. ჰოდა, მისთვის ჩემზე რაღაცები უკითხავს, ბოლოს კი უთხოვია, გამაცანიო... რაღაც პერიოდის შემდეგ, ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით სუფრასთან და მას მერე ძალიან დავახლოვდით. მოგვიანებით, ეს ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა. ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

- რამდენი ხანია, რაც შეუღლდით?

- უკვე ერთი წელია, ერთად ვართ. ქორწილი არ გვქონია, უბრალოდ, ხელი მოვაწერეთ. სამარაში მდინარის პირას, ლამაზი ცერემონიალი მოვაწყვეთ. ისე, ძალიან გვინდოდა, ქორწილი დუბაიში გადაგვეხადა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

- მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობ?

- არა, ცალკე ვცხოვრობთ. ვფიქრობ, მეუღლის მშობლებთან როგორი კარგი ურთიერთობაც უნდა ჰქონდეს, ახალდაქორწინებულმა წყვილმა მაინც ცალკე უნდა იცხოვროს. ხანდახან საკუთარ მშობლებთან მოგდის კამათი და გამორიცხული არ არის, რომ მეუღლის დედ-მამას ვერ შეეგუო... პირადად მე, მამამთილი არ მყავს. დედამთილთან, მულთან და მულისშვილებთან კი არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.

- შენს მეუღლეზე კიდევ რას გვეტყვი?

- ის, პირველ რიგში, ჩემი საუკეთესო მეგობარია. დასაოჯახებელი გოგონების საყურადღებად ვიტყვი: როცა გათხოვებას გადაწყვეტთ, ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, შეძლებთ თუ არა მომავალ მეუღლესთან მეგობრობას? თუ ეს არ გამოგივათ, იცოდეთ, თქვენი ურთიერთობა დანგრევისთვის არის განწირული. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით... მას, პირველ რიგში, იმიტომ ვაფასებ, რომ უზომოდ გულწრფელია, არასოდეს მატყუებს. ის ჩემი საყრდენია.

- არასოდეს კამათობთ?

- როგორ არ ვკამათობთ! ცოლ-ქმარს შორის "ლაითი" ჩხუბი ყველა ოჯახში "მოსული პონტია" და ამ მხრივ არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.

- ეჭვიანი ხომ არ არის?

- რაღაც დოზით არის, მაგრამ უზომოდ ეჭვიანი და სკანდალების მოყვარული არ გახლავთ. მოსწონს, როცა კარგად გამოვიყურები და ასეთ დროს კომპლიმენტის თქმაც არ ავიწყდება.

- საოჯახო საქმეებს როგორ ართმევ თავს?

- ძალიან მიყვარს სადილების მომზადება და სახლის დალაგებაც კარგად გამომდის. ისე კი, სახლში დამხმარე ქალიც გვყავს.

- მეუღლეს ქართულ კერძებს უმზადებ?

- რა თქმა უნდა. ამ მხრივ ძალიან განებივრებული მყავს. მეუბნება - იმდენად გემრიელ კერძებს ამზადებ, რესტორნის საჭმელები აღარ მომწონსო (იღიმის).

- თავად თუ ცდილობს შენს განებივრებას?

- მანებივრებს თავისი ყურადღებით.

- საქართველოში არის ნამყოფი?

- ჯერ კიდევ მანამდე ჩამოვიყვანე, სანამ დავქორწინდებოდით - ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა დედაჩემთან და ყველა ნათესავი გაიცნო.

- დედაშენს სასიძო მოეწონა?

- კი, ძალიან მოეწონა. დედას უხარია, როცა ბედნიერს მხედავს.

- სიმღერას თავი დაანებე?

- არა, თავი არ დამინებებია. სამარაში იციან, რომ ვმღერი და როცა რაღაც საღამოები ეწყობა, მიწვევენ. ახლა გადავწყვიტე, რუსულენოვანი სიმღერები ჩავწერო. ქართულებიც მოსწონთ, მაგრამ იქ რუსულს ანიჭებენ უპირატესებას. ორი ახალი რუსული სიმღერა უკვე ჩავწერე და ვფიქრობ, იქაურ რადიოში "დავატრიალებინო", რათა სამარელებმა, როგორც მომღერალი, უკეთ გამიცნონ. სხვათა შორის, იქ შეიძლება, სიმღერით თავი ირჩინო. მეუღლე მგულშემატკივრობს. მას არ უნდა, რომ მომღერლის კარიერას წერტილი დავუსვა. უფრო მეტიც, დამპირდა, რომ კლიპის გადაღებაში დამეხმარება.

- საქართველოში დაბრუნებას აღარ გეგმავ?

- საქართველოში მუდმივად ვეღარ ვიცხოვრებ, თუმცა აქაურობა ჩემს მეუღლესაც ძალიან მოსწონს და სურვილი აქვს, თბილისში სახლი იყიდოს. აქ ხშირად ჩამოვალთ.

- ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ისევ მეგობრობ?

- ადრე ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ამჟამად ხშირად ვეკონტაქტები ია მანიჟაშვილს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ჩემ შესახებ ყველაფერი იცის. ასევე ვმეგობრობ ნინო ქათამაძესთან. ის სამარაში ხშირად ჩამოდის, კონცერტებს მართავს და ყოველ ჩამოსვლაზე მირეკავს, კონცერტზე მე და ჩემს მეუღლეს გვეპატიჟება. ასეთ დროს სცენიდან მეძებს ხოლმე: აგნეს, აბა, სად ხარ, დამენახვეო, - მიკროფონში ყვირის ხოლმე (იცინის). ძალიან მაგარი ადამიანია. ნინო უყვართ სამარაში და მის კონცერტებზე დარბაზი ყოველთვის გადაჭედილია.

- ახლა თბილისში რომ ხარ, მეუღლე არ გენატრება?

- მეც მენატრება და მასაც ვენატრები. ის ყოველდღე მირეკავს და მეკითხება: როდის ჩამოხვალო? მე კი ყოველ ჯერზე ვპასუხობ, - ვიდრე თოვლი არ დადნება, მანდ ჩამომსვლელი არ ვარ-მეთქი (იცინის). უკვე დამღალა თოვლმა და საშინელმა ყინვებმა.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება