სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ლაპარაკობენ
ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ლაპარაკობენ

არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა დად­გეს მო­მენ­ტი, როცა გა­ი­გებს, რომ რა­ი­მე სე­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი წა­მე­ბი სა­სო­წარ­კვე­თას უკავ­შირ­დე­ბა, შემ­დეგ კი გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი ამუ­შავ­დე­ბა და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად იმა­ზე ფიქ­რი იწყე­ბა, რო­გორ და­იძ­ლი­ოს ესა თუ ის პრობ­ლე­მა.

ზოგი ექიმს მი­მარ­თავს, ზოგი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც არ ერი­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი ღმერ­თს მი­ენ­დო­ბა და ლოც­ვით ცდი­ლობს სე­ნის და­მარ­ცხე­ბას. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა, ყო­ვე­ლი მე­ო­რე ახ­ლო­ბე­ლი გე­კი­თხე­ბო­დეს, რა გჭირს, შენ არ გსი­ა­მოვ­ნებ­დეს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და იძუ­ლე­ბით გი­წევ­დეს პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ყვე­ლა ცდი­ლობს დახ­მა­რე­ბას, გას­წავ­ლი­ან გზებს, რო­გორ და­ა­მარ­ცხა ეს და­ა­ვა­დე­ბა მათ­მა ახ­ლო­ბელ­მა და ა.შ. მოკ­ლედ, გარ­შე­მო ყვე­ლა ექი­მი ხდე­ბა.

ერ­თია ახ­ლობ­ლებ­თან სა­უ­ბა­რი და მე­ო­რე, რო­დე­საც ხარ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, გა­მო­დი­ხარ და ტე­ლე­ვი­ზი­ით ან პრე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით შენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ. ეს ნამ­დვი­ლად გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯია იმ ქარ­თვე­ლი "სე­ლებ­რი­თე­ბის" მხრი­დან, რომ­ლებ­მაც ხალ­ხს და­ა­ნახ­ვეს, რომ ბრძო­ლის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ნის და­მარ­ცხე­ბა და ძვე­ლე­ბურ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბა.

გა­გაც­ნობთ იმ ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებს, რომ­ლებ­მაც გა­ბე­დეს და სხვა­დას­ხვა დროს, ღიად ილა­პა­რა­კეს სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე.

გა­სულ კვი­რას ქარ­თუ­ლი პრე­სა თუ ინ­ტერ­ნეტ­მე­დია მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ წერ­და. სა­ლო­მეს სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა, მას ხერ­ხემ­ლის თი­ა­ქა­რი აქვს და შე­საძ­ლოა, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ცეკ­ვა ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლოს. მისი მე­უღ­ლე, მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე აცხა­დებს, რომ სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ზღვარ­გა­რეთ წავ­ლენ, რად­გან შვე­ი­ცა­რი­ა­ში არ­სე­ბობს უო­პე­რა­ციო მე­თო­დი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც თი­ა­ქარს ნემ­სით აქ­რო­ბენ. სა­ლო­მე ამ ეტაპ­ზე ტკი­ვილს ინი­ექ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით იყუ­ჩებს და წყვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­ცეკ­ვა­ვე პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს.

დიდი ხანი არ არის გა­სუ­ლი, რაც აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ღია ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "შუა დღე­ში" სა­კუ­თარ პრობ­ლე­მა­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მსა­ხი­ობს ეპი­ლეფ­სი­ის მსუ­ბუ­ქი ფორ­მა აქვს. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი ერ­თგვარ სტიგ­მად არის ქცე­უ­ლი, ხალ­ხი გა­ო­ცე­ბუ­ლი ადევ­ნებ­და თვალს აჩი­კოს გუ­ლახ­დილ სა­უ­ბარს. მსა­ხი­ობ­მა და­ა­ვა­დე­ბა დაძ­ლია და მისი მარ­თვა შეძ­ლო. ამ გა­და­ცე­მის შემ­დეგ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აჩი­კოს დახ­მა­რე­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა გზას სთა­ვა­ზობ­დნენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ლაპარაკობენ

ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ლაპარაკობენ

არავინ არის დაზღვეული და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი, როცა გაიგებს, რომ რაიმე სენით არის დაავადებული. პირველი წამები სასოწარკვეთას უკავშირდება, შემდეგ კი გადარჩენის ინსტინქტი ამუშავდება და ახლობლებთან ერთად იმაზე ფიქრი იწყება, როგორ დაიძლიოს ესა თუ ის პრობლემა.

ზოგი ექიმს მიმართავს, ზოგი ხალხური მედიცინის გამოყენებასაც არ ერიდება. ზოგიერთი ღმერთს მიენდობა და ლოცვით ცდილობს სენის დამარცხებას. ამ დროს შეიძლება, ყოველი მეორე ახლობელი გეკითხებოდეს, რა გჭირს, შენ არ გსიამოვნებდეს ამ თემაზე საუბარი და იძულებით გიწევდეს პასუხის გაცემა. ყველა ცდილობს დახმარებას, გასწავლიან გზებს, როგორ დაამარცხა ეს დაავადება მათმა ახლობელმა და ა.შ. მოკლედ, გარშემო ყველა ექიმი ხდება.

ერთია ახლობლებთან საუბარი და მეორე, როდესაც ხარ ცნობილი ადამიანი, გამოდიხარ და ტელევიზიით ან პრესის საშუალებით შენს ჯანმრთელობაზე ლაპარაკობ. ეს ნამდვილად გაბედული ნაბიჯია იმ ქართველი ''სელებრითების'' მხრიდან, რომლებმაც ხალხს დაანახვეს, რომ ბრძოლის შედეგად შესაძლებელია სენის დამარცხება და ძველებურ ცხოვრებასთან დაბრუნება.

გაგაცნობთ იმ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებმაც გაბედეს და სხვადასხვა დროს, ღიად ილაპარაკეს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე.

გასულ კვირას ქართული პრესა თუ ინტერნეტმედია მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ წერდა. სალომეს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, მას ხერხემლის თიაქარი აქვს და შესაძლოა, ოპერაციის შემდეგ ცეკვა ვეღარ გააგრძელოს. მისი მეუღლე, მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე აცხადებს, რომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავლენ, რადგან შვეიცარიაში არსებობს უოპერაციო მეთოდი, რომლის საშუალებითაც თიაქარს ნემსით აქრობენ. სალომე ამ ეტაპზე ტკივილს ინიექციის საშუალებით იყუჩებს და წყვილი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შესანიშნავი მოცეკვავე პროფესიულ საქმიანობას აუცილებლად გააგრძელებს.

დიდი ხანი არ არის გასული, რაც აჩიკო სოლოღაშვილმა ''რუსთავი 2''-ის ღია ეთერში, გადაცემა ''შუა დღეში'' საკუთარ პრობლემაზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობს ეპილეფსიის მსუბუქი ფორმა აქვს. ქვეყანაში, სადაც ქრონიკულ დაავადებებზე ხმამაღლა ლაპარაკი ერთგვარ სტიგმად არის ქცეული, ხალხი გაოცებული ადევნებდა თვალს აჩიკოს გულახდილ საუბარს. მსახიობმა დაავადება დაძლია და მისი მართვა შეძლო. ამ გადაცემის შემდეგ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და აჩიკოს დახმარებასა და მკურნალობის სხვადასხვა გზას სთავაზობდნენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება