მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრის მოთხოვნით "მედია პალიტრის" ოფისთან სოციალურად დაუცველების აქცია დასრულდა

მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრის მოთხოვნით "მედია პალიტრის" ოფისთან სოციალურად დაუცველების აქცია დასრულდა

მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრის მოთხოვნით "მედია პალიტრის" ოფისთან სოციალურად დაუცველების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელიც გადაცემა "რეზიუმეში" იყო მიწვეული. თუმცა საკრებულოს დეპუტატმა გადაცემაში სატელეფონო ჩართვით მიიღო მონაწილეობა.

"მედია პალიტრის" ოფისთან სოციალურად დაუცველები და თბილისის გამგებლები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც შეიტყვეს, რომ მიხეილ ქავთარაძე გადაცემა "რეზიუმეში" იყო მიწვეული. ისინი მიხეილ ქავთარაძის იმ განცხადებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმად, გარკვეულ პირებზე დახმარება პოლიტიკური ნიშნით იყო გაცემული. აქციის მონაწილეთა თქმით კი, ადამიანების შერჩევა არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.

დღეს სოციალურად დაუცველებმა აქცია თბილისის საკრებულოსთანაც გამართეს და მიხეილ ქავთარაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა, მათი თქმით, ქავთარაძემ მათთან შეხვედრა არ ისურვა.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ქავთარაძის განცხადებით კი, კრწანისის რაიონის გამგებლი ხათუნა ბერძენიშვილი გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსს დოკუმენტების გაყალბებას აიძულებდა.

მიხეილ ქავთარაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ 355 სოციალურად დაუცველ და უმწეო პირზე დარღვევებით სოციალური დახმარებების გაცემის საკითხზე ისაუბრა. ქავთარაძის განცხადებით, მათ მიმართა თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსმა, ია გრიგალაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ ხათუნა ბერძენიშვილის მიერ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. კერძოდ, გამგებელი გრიგალაშვილისგან ითხოვდა, უკანონო დოკუმენტებზე მოეწერა ხელი.

"საუბარია სხდომის ოქმზე, რომლითაც კრწანისის რაიონის გამგეობამ 355 სოციალურად დაუცველ და უმწეო პირებზე საგარანტიო ფურცლები გასცა. სინამდვილეში სხდომა, სადაც გადაწყდებოდა ამ პირებზე სოციალური დახმარებების გაცემა, რეალურად არ ჩატარებულა და იმ პირთა უმეტესობა, ვიზეც უნდა გაცემულიყო აღნიშნული დახმარება, პოლიტიკური ნიშნით იყვნენ შერჩეულები. ამით დაირღვა კრწანისის რაიონის გამგეობის განკარგულება #76 (2013 წლის 6 სექტემბერი), რომლის თანახმადაც, სანამ გაიცემა თანხა, უნდა მოხდეს ოჯახის/მოქალაქის შემოწმება. ამასთანავე, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აქამდე ხათუნა ბერძენიშვილი სოციალურ დახმარებებზე მოქალაქეებს უარს ეუბნებოდა იმ მოტივით, რომ თბილისის ბიუჯეტი არ იყო დამტკიცებული და თითქოსდა გამგეობას საამისოდ საკმარისი თანხები არ გააჩნდა, რაც რა თქმა უნდა, სიცრუეა", - აცხადებს ქავთარაძე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია