ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ფოტოებთან დაკავშირებით

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ფოტოებთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საქმეს არ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, როდესაც ინტერნეტში ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის ფოტომასალის გავრცელებას გამოეხმაურა.

პრემიერის განცხადებით, მართლაც შემზარავი იყო ამ კადრების ნახვა და განსაკუთრებით მძიმეა უშუალოდ ზურაბ ჟვანიას ოჯახისთის.

"წლების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ ჟვანია მართლაც ძალიან ბუნდოვან გარემოებაში იქნა ნაპოვნი გარდაცვლილი. ამ თემის ირგვლივ სპეკულაციები გრძელდება. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ეს კადრები გავრცელდა, ვფიქრობ, ბევრი რამ დაჩქარდება. პროკურატურა ინტენსიურად გააგრძელებს გამოძიებას და ძალიან მალე გახდება ნათელი ყველასთვის, რასთან გვქონდა საქმე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ - შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს და ბევრი საეჭვო გარემოებები იკვეთება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჟვანიას თავის არეში აქვს სერიოზული დაზიანებები, რაც მე ინფორმაცია მომაწოდეს, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, სისხლჩაქცევები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე გარდაცვლილის, რაულ უსუფოვის ცხედარიც საეჭვო ვითარებაშია ნაპოვნი და განსაკუთრებით ეჭვი ჩნდება მაშინ, თუ უსუფოვის ტანსაცმელს დააკვირდები.

"მე ვფიქრობ, ამ საქმეს აღარ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები. პროკურატურას აქვს სამოქმედო გეგმა და იმედი მაქვს, გამოძიებას მალე დაასრულებს. ვიცი, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროებთან, რათა ოჯახის თანხმობით მოხდეს გვამების ეგზჰუმაცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება მალე გაიგებს სიმართლეს.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა