ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედარი გაკვეთა, ამტკიცებს, რომ გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია

ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედარი გაკვეთა, ამტკიცებს, რომ გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია

საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას მტკიცებით, სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

როგორც ჩაჩუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჟვანიას ცხედარს ტუჩზე, მხოლოდ ერთი დაზიანება აღენიშნებოდა.

"ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ტუჩის არეში არსებული დაზიანება და სხვა არაფერი. მეორე ცხედარს, რაულ იუსუპოვს საერთოდ არავითარი დაზიანება არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს წერია დასკვნაში. მე არ ვიცი საიდანაა ეს კადრები. მე ვიცი, რომ ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა პროკურატურა და ვთხოვ, წარმოადგინონ ის ვიდეო, რომლითაც დადასტურდება, რომ აღნიშნული ერთი დაზიანების გარდა ჟვანიას ცხედარს სხვა დაზიანება არ ჰქონია", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

მისივე განმარტებით, ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. "უნდა ჩატარდეს ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა და მე ამის შესახებ აუცილებლად განვაცხადებ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ფალსიფიცირებული კადრები", - აღნიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ფოტოები, სახელწოდებით "სააკაშვილი მკვლელი" გავრცელდა. ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები.

გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.

ფოტომასალა "იუთუბიზე" ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ