ევროკომისია ადასტურებს შეთავაზებას უკრაინის ევროკავშირში მიღების თაობაზე. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ გერმანულ Deutsche Welle-სთან საუბრისას განაცხადა.
"თუ ჩვენ სერიოზულად გვინდა აღმოსავლეთ ევროპის იმ ნაწილის შეცვლა, რომელზეც აისახა მიმდინარე მოვლენები, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმ პოლიტიკის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რაც ევროკავშირს აქვს - ეს გაფართოებაა. ევროკავშირის გაფართოებას უპრეცედენტოდ ეფექტური და სტაბილურობის ძალა აქვს", - განაცხადა შტეფან ფულემ Deutsche Welle-სთან საუბრისას.
მომზადებულია Deutsche Welle-ს მიხედვით.