სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პედოფილიის შემზარავი ფაქტები საქართველოში: "ჩემი კლიენტების 20% წარსულში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან"
პედოფილიის შემზარავი ფაქტები საქართველოში: "ჩემი კლიენტების 20% წარსულში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან"

ბოლო დროს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტებ­მა იმა­ტა. რო­გორც კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი იუ­წყე­ბა, მხო­ლოდ ერთ რე­გი­ონ­ში 10-ზე მეტი ფაქ­ტია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი: 10 წლის ბი­ჭის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 46 წლის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი იყო, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი შე­უმ­სუ­ბუ­ქა, სა­სა­მარ­თლომ კი წე­ლი­წად-ნა­ხევ­რით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა;

პრო­კუ­რა­ტუ­რამ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორ­მა 4 წლის გო­გო­ნას მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ 65 წლის მა­მა­კაცს. სა­სა­მარ­თლომ მას 6 თვით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და;

10 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის, სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს... ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის ნათ­ლი­აა;

ლა­გო­დეხ­ში 48 წლის მა­მა­კა­ცი 14 წლის გო­გო­ნას­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის გამო და­ა­კა­ვეს;

ახ­მე­ტა­ში 57 წლის მა­მა­კა­ცი 9 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბი­სათ­ვის და­ა­კა­ვეს.

ერთი რე­გი­ო­ნის­თვის, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რია და თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა! ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სოა თუ რა იწ­ვევს ზო­გა­დად მსგავს ფაქ­ტებს და რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს, რომ ბავ­შვე­ბი პე­დო­ფი­ლე­ბის მსხვერ­პლნი არ აღ­მოჩ­დნენ.

"ამ­ბე­ბი.გე" სო­ფია ვე­რუ­ლაშ­ვილს, პრაქ­ტი­კოს ფსი­ქო­ლოგ­სა და ფსი­ქო­თე­რა­პევტს, ფსი­ქო­ლოგ­თა და ფსი­ქო­თე­რა­პევტთა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს და­უ­კავ­შირ­და...

- რო­გორც გა­ირ­კვა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და ბავ­შვებ­თან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტე­ბი გახ­შირ­და. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი "აქ­ტი­უ­რობს". რო­გორ გგო­ნი­ათ, და­ნა­შა­უ­ლის გახ­ში­რე­ბას რა გა­ნა­პი­რო­ბებს?

- ალ­ბათ, გა­მი­ჭირ­დე­ბა იმის თქმა, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა გახ­შირ­და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა თუ ბავ­შვებ­თან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტე­ბი, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და. სა­ერ­თოდ, რაც კი ხდე­ბა - ნორ­მაც და პა­თო­ლო­გი­აც, მას ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი აქვს... ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა, ბი­ო­ლო­გი­ურს ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლი. ეს გე­ნე­ტი­კაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­ში სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ყა­ლიბ­დე­ბა. დიახ, გარ­კვე­უ­ლი ქცე­ვე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა გენ­ში იბა­დე­ბა. პე­დო­ფი­ლია, რა­ზეც ახლა ვლა­პა­რა­კობთ, ანუ არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბაა (პე­დო­ფი­ლია ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა: პედო ბავ­შვს ნიშ­ნავს, ფი­ლია - სიყ­ვა­რულს, ოღონდ, გა­უ­კუღ­მარ­თე­ბულ, ავად­მყო­ფურ სიყ­ვა­რულს). ეს დარ­ღვე­ვა-და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ბავ­შვის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ლტოლ­ვა­ში ვლინ­დე­ბა.

ასე­თი რამ და­ბა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ადა­მი­ა­ნებ­ში მე­ტად ხდე­ბა და ჯერ კი­დევ პირ­ველ­ყო­ფი­ლი თე­მუ­რი წყო­ბი­ლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ხდე­ბო­და. მა­შინ მა­გა­ლი­თად, ინ­ცეს­ტიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა იყო. მას მერე კი, რაც ადა­მი­ა­ნი გან­ვი­თარ­და, შე­მო­ი­ტა­ნა აზ­რობ­რი­ვი, მო­რა­ლუ­რი ნორ­მე­ბი და ისიც და­ა­წე­სა, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, ქორ­წი­ნე­ბა და ა.შ. ამ ყვე­ლა­ფერს კი­დევ რე­ლი­გი­ურ-კულ­ტუ­რუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბიც წყვეტს... მა­გა­ლი­თად, გარ­კვე­ულ რე­ლი­გი­ა­ში ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვილ-დე­ი­დაშ­ვი­ლებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა (ინ­ცეს­ტი) მი­სა­ღე­ბია... ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა, აზ­როვ­ნე­ბა, მო­რა­ლი კი გარ­კვე­ულ კულ­ტუ­რულ-რე­ლი­გი­ურ ნორ­მებ­ში გვსვამს... პე­დო­ფი­ლი­ის შემ­თხვე­ვე­ბი სხვა­თა შო­რის, ცხო­ვე­ლებ­თან არ გვხდე­ბა...

თუ ჩვენ­ში ეს ფაქ­ტე­ბი გახ­შირ­და, ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მი­ვე ფაქ­ტო­რი (ბი­ო­ლო­გი­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­ურ-სო­ცი­ა­ლუ­რი) მოქ­მე­დებს. თუ ქვე­ყა­ნა­ში ძლი­ე­რი ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია და ასე­თი­ვე ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი, იქ ბევ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში პე­დო­ფი­ლებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი სან­ქცი­ე­ბია, კა­ნო­ნით უმ­კაც­რე­სად ის­ჯე­ბი­ან. ამ ქმე­დე­ბა­ში შემ­ჩნე­უ­ლებ­ზე მკაც­რი კონ­ტრო­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დიახ, ეს კონ­ტრო­ლი არის თავ­დაც­ვა და ასე­ვე ბევ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა მშობ­ლებ­თან, თუ რო­გორ და­იც­ვან ბავ­შვე­ბი ამ სა­ში­ნე­ლე­ბის­გან და რო­გორ ას­წავ­ლონ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი. პე­დო­ფი­ლე­ბი ხში­რად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი სუ­ლაც არ არი­ან.

- კი, ხში­რად მა­მი­ნაც­ვლე­ბი, ძმე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ნათ­ლი­ე­ბი, მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი სა­ხელ­დე­ბი­ან ხოლ­მე...

- დიახ, ამი­ტომ მშო­ბელ­მა შვი­ლებს ის კი არ უნდა ას­წავ­ლონ, მხო­ლოდ უცხო კაცს მო­ე­რი­დოს, არა­მედ ზო­გა­დად მა­მა­კაცს მო­ე­რი­დოს...

- ბოლო დროს ცი­ხი­დან ბევ­რი მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა (ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად), მათ შო­რის პე­დო­ფი­ლე­ბიც. შე­იძ­ლე­ბა ეს მი­ვიჩ­ნი­ოთ იმის მი­ზე­ზად, რომ ამ ამაზ­რზენ­მა ფაქ­ტებ­მა მო­ი­მა­ტა?

- შე­იძ­ლე­ბა ეს ერთ-ერთ მი­ზე­ზად გან­ვი­ხი­ლოთ. გარ­და იმი­სა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე ვერ მუ­შა­ობს, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ამ­ნის­ტი­ის დროს, უნდა გვქონ­დეს ასე­თი სამ­სა­ხუ­რე­ბი, ასე­ვე სა­მარ­თლებ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც მათ­ზე რო­გორც ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლურ, ასე­ვე სა­მარ­თლებ­რივ კონ­ტროლს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. რო­გორც გი­თხა­რით, ეს არის სწო­რედ თავ­დაც­ვა.

- ე.ი. შე­უძ­ლე­ბე­ლია პე­დო­ფი­ლის სა­ბო­ლოო გან­კურ­ნე­ბა, ხომ?

- არ­სე­ბობს პე­დო­ფი­ლი­ის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი: ეს არის ქცე­ვა­ზე გა­რე­გა­ნი კონ­ტრო­ლი, ლტოლ­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბა, დი­ნა­მი­კუ­რი ფსი­ქო-თე­რა­პია... მაგ­რამ ამ და­ა­ვა­დე­ბის­გან გან­კურ­ნე­ბა არ ხდე­ბა, მარ­თვა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია. მოკ­ლედ, მკურ­ნა­ლო­ბა არა გან­კურ­ნე­ბის ეფექ­ტით, არა­მედ ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კუ­თხით, რომ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად მავ­ნე იყოს. ჩვე­ნი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა მათ ამ სერ­ვისს ვერ სთა­ვა­ზობს. ცი­ხე­ში იზო­ლა­ცი­ით, მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ნამ­დვი­ლად ვერ მოხ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის ჯან­მრთე­ლი არ უბ­რუნ­დე­ბა და ვერც მისი ინ­ტეგ­რა­ცია ხდე­ბა. მოკ­ლედ, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ო­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, არა­და, მარ­თლაც სპე­ცი­ფი­კუ­რი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. ამი­ტომ, პე­დო­ფი­ლე­ბის გა­მოშ­ვე­ბა ისე, რომ მათ­ზე შემ­დგომ არა­ნა­ი­რი დაკ­ვირ­ვე­ბა არ მოხ­დეს, რის­კია. მის­გან გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­სირ­დეს.

- კონ­კრე­ტუ­ლად მშობ­ლებ­მა რო­გორ უნდა და­იც­ვან პა­ტა­რე­ბი. რო­გორ უნდა გა­ი­ზარ­დოს ბავ­შვი ისე, რომ პე­დო­ფი­ლის მსხვერ­პლი არ გახ­დეს. კონ­კრე­ტუ­ლად ვინ, რა უნდა გა­ა­კე­თოს ამის­თვის?

- აშშ-ში სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვე­ბია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი: 400.000 სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ძა­ლა­დეა აღ­ნუს­ხუ­ლი. უცა­ნუ­რია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­თა­გან მი­ნი­მუმ 5% ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს მა­ლავს, რომ ბავ­შვო­ბა­ში ისი­ნი მსგავ­სი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი გამ­ხდა­რან. სხვა­თა შო­რის, ჩემს პრაქ­ტი­კა­ში არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც უკვე ზრდას­რუ­ლი კლი­ენ­ტე­ბი ყვე­ბი­ან იმის შე­სა­ხებ, ბავ­შვო­ბა­ში თუ რო­გორ გახ­დნენ მათ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ეს აშშ-ში, იმ ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც იმა­ლე­ბა, რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ მსხვერ­პლი გა­დახ­დე­ნილ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებს. გე­ტყვით, რომ მო­ძა­ლა­დე­ე­ბის 96% მა­მა­კა­ცია, მხო­ლოდ 4% მო­დის ქა­ლებ­ზე...

- თქვენს კლი­ენ­ტებს შო­რის არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი გამ­ხდა­რან, მაგ­რამ ამა­ზე არა­ვის­თან ულა­პა­რა­კი­ათ?

- დიახ, ჩემი კი­ლენ­ტე­ბის 20% ბავ­შვო­ბა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძალ­დო­ბის მსხვერ­პლნი არი­ან. სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ბავ­შვზე უმე­ტე­სად ბო­ლომ­დე აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ არის. რო­გორც წესი, დიდი პრო­ცენ­ტი ორა­ლუ­რი გზით გა­უ­კუღ­მარ­თე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მო­დის. მათ პო­ტენ­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბიც აქვთ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კიც კი მიმ­ძიმს, მაგ­რამ ეს ფაქ­ტია და ეს უნდა ით­ქვას. პე­დო­ფი­ლი­ის ერ­თგვა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა ისიც, რო­დე­საც ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ ეგ­ზი­ბი­ცი­ო­ნიზ­მის გარ­კვე­ულ ფორ­მებს. მა­გა­ლი­თად, იშიშ­ვლე­ბენ ინ­ტი­მურ ად­გი­ლებს და ალ­ბათ, ასე­თე­ბი ქუ­ჩა­ში ზო­გი­ერთ თქვენ­გან­საც შეხ­ვედ­რია...

- უშუ­ა­ლოდ მშობელმა რა უნდა გა­ა­კე­თოს, რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა ჩა­ა­ტა­როს?…

- მშობ­ლებ­მა ბავ­შვის აღ­ზრდა მხო­ლოდ სკო­ლას არ უნდა გა­და­ა­ბა­როს. ყვე­ლა სა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ასა­კის­თვის გა­სა­გე­ბი ენით, პირ­ველ რიგ­ში, სახ­ლში, მშობ­ლე­ბის­გან უნდა მი­ი­ღოს. მა­გა­ლი­თად, პა­ტა­რა მშობ­ლებ­მა სა­წოლ­ში არ უნდა ჩა­იწ­ვი­ნონ, სა­დაც რა თქმა უნდა, იმის ალ­ბა­თო­ბაა, რომ ისი­ნი იქ სექ­სუ­ა­ლურ ქმე­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ... პა­ტა­რის ლო­გინ­ში ჩაწ­ვე­ნა მხო­ლოდ 4 წლამ­დეა და­საშ­ვე­ბი. აჯო­ბებს, რომ ემო­ცი­უ­რი სით­ბო მათ მი­მართ ცოტა სხვა­ნა­ი­რად გა­მოვ­ხა­ტოთ. მოკ­ლედ, ცოდ­ნაა სა­ჭი­რო და მშობ­ლე­ბი ამ კუ­თხით უნდა გა­ვა­ნათ­ლოთ. ზედ­მე­ტად არც გო­გო­ნა­სი და არც ვა­ჟის კალ­თა­ში ჩას­მაც არ არის სწო­რი საქ­ცი­ე­ლი და მი­ზან­შე­წო­ნი­ლი მა­ში­ნაც კი, როცა მშო­ბე­ლი ფსი­ქი­კუ­რად ჯანრ­თე­ლია და არა­ნა­ი­რი პე­დო­ფი­ლუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა არ აქვს (კალ­თა­ში ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა რომ ჩა­უს­ხდნენ). ამას სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ. შე­იძ­ლე­ბა 5 წლამ­დე ბავ­შვს თვი­თონ გა­უჩ­ნდეს რა­ი­მე არას­წო­რი ლტოლ­ვა და გრძნო­ბე­ბი მშობ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ხოლო იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შვი პე­დო­ფი­ლის მსხვერ­პლი არ გახ­დეს, უნდა ვას­წავ­ლოთ, რომ ინ­ტი­მურ, რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებ­ზე თითი არა­ვის უნდა და­ა­კა­რე­ბინს (არც ახ­ლო­ბელს და არც უცხოს) და თვი­თო­ნაც არ უნდა და­ი­კა­როს, გარ­და ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვი­სა. გენ­დერუ­ლი აღ­ზრდა (სქეს­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­ზრდა) უნდა ვას­წავ­ლოთ, რომ დის­ტან­ცია და­იც­ვან, უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ არ უნდა დავ­ტო­ვოთ, რომ არა­ვის გა­უ­ბან ზედ­მე­ტი დი­ა­ლო­გი.

მოკ­ლედ, მშო­ბე­ლიც უნდა და­ვა­რი­გოთ და სა­ხელ­მწი­ფო­მაც უნდა და­ა­წე­სოს პე­დო­ფი­ლებ­ზე კონ­ტრო­ლი. ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ მცი­რე­დი მი­ნიშ­ნე­ბაც რომ ვნა­ხოთ, სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ებს, სამ­სა­ხუ­რებს ვაც­ნო­ბოთ, რომ მათ­ზე იქ­ნებ კონ­ტრო­ლი გაძ­ლი­ერ­დეს. ბავ­შვმაც უნდა ჩა­ა­ყე­ნოს საქ­მის კურ­სში მშო­ბე­ლი, თუკი ვინ­მეს რა­ი­მე მსგავსს ეც­დე­ბა. სწო­რედ ამ­გვა­რი საქ­ცი­ე­ლია ერ­თგვა­რი პრე­ვენ­ცი­აც...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პედოფილიის შემზარავი ფაქტები საქართველოში: "ჩემი კლიენტების 20% წარსულში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან"

პედოფილიის შემზარავი ფაქტები საქართველოში: "ჩემი კლიენტების 20% წარსულში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან"

ბოლო დროს გაუპატიურების ფაქტებმა იმატა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, მხოლოდ ერთ რეგიონში 10-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული: 10 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 46 წლის მამაკაცს, რომელიც ამნისტირებული იყო, პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა, სასამართლომ კი წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა;

პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ 65 წლის მამაკაცს. სასამართლომ მას 6 თვით პატიმრობა შეუფარდა;

10 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის, სიღნაღის რაიონში 50 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს... ბრალდებული დაზარალებული ბავშვის ნათლიაა;

ლაგოდეხში 48 წლის მამაკაცი 14 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო დააკავეს;

ახმეტაში 57 წლის მამაკაცი 9 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის დააკავეს.

ერთი რეგიონისთვის, ალბათ, ძალიან ბევრია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგანგაშო სიტუაციაა! ალბათ, საინტერესოა თუ რა იწვევს ზოგადად მსგავს ფაქტებს და რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რომ ბავშვები პედოფილების მსხვერპლნი არ აღმოჩდნენ.

"ამბები.გე" სოფია ვერულაშვილს, პრაქტიკოს ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტს დაუკავშირდა...

- როგორც გაირკვა, გაუპატიურებისა და ბავშვებთან გარყვნილი ქმედების ფაქტები გახშირდა. ამ მიმართულებით, კახეთის რეგიონი "აქტიურობს". როგორ გგონიათ, დანაშაულის გახშირებას რა განაპირობებს?

- ალბათ, გამიჭირდება იმის თქმა, რომ მაინცდამაინც ახლა გახშირდა გაუპატიურებისა თუ ბავშვებთან გარყვნილი ქმედების ფაქტები, მსგავსი შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა. საერთოდ, რაც კი ხდება - ნორმაც და პათოლოგიაც, მას ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზები აქვს... ფსიქო-სოციალურის მიმართულებით მუშაობა შეიძლება, ბიოლოგიურს ვერაფერს უშველი. ეს გენეტიკაა, რომელიც ადამიანში სხვადასხვანაირად ყალიბდება. დიახ, გარკვეული ქცევებისკენ მიდრეკილება გენში იბადება. პედოფილია, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, ანუ არასრულწლოვანების წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური ძალადობაა (პედოფილია ბერძნული სიტყვაა: პედო ბავშვს ნიშნავს, ფილია - სიყვარულს, ოღონდ, გაუკუღმართებულ, ავადმყოფურ სიყვარულს). ეს დარღვევა-დაავადებაა, რომელიც ბავშვის მიმართ სექსუალურ ლტოლვაში ვლინდება.

ასეთი რამ დაბალი განვითარების ადამიანებში მეტად ხდება და ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილებიდან მოყოლებული ხდებოდა. მაშინ მაგალითად, ინცესტიც ჩვეულებრივი ქმედება იყო. მას მერე კი, რაც ადამიანი განვითარდა, შემოიტანა აზრობრივი, მორალური ნორმები და ისიც დააწესა, ვისთან შეიძლება სექსუალური ურთიერთობა, ქორწინება და ა.შ. ამ ყველაფერს კიდევ რელიგიურ-კულტურული ფაქტორებიც წყვეტს... მაგალითად, გარკვეულ რელიგიაში ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებს შორის ქორწინება (ინცესტი) მისაღებია... ჩვენი ადამიანურობა, აზროვნება, მორალი კი გარკვეულ კულტურულ-რელიგიურ ნორმებში გვსვამს... პედოფილიის შემთხვევები სხვათა შორის, ცხოველებთან არ გვხდება...

თუ ჩვენში ეს ფაქტები გახშირდა, ამის მიზეზი ის არის, რომ ზემოთ აღნიშნული სამივე ფაქტორი (ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიურ-სოციალური) მოქმედებს. თუ ქვეყანაში ძლიერი ფსიქო-სოციალური პირობებია და ასეთივე ფსიქო-სოციალური სამსახურები, იქ ბევრი პრევენციული ღონისძიება ხორციელდება. მაგალითად, ამერიკაში პედოფილებზე სერიოზული სანქციებია, კანონით უმკაცრესად ისჯებიან. ამ ქმედებაში შემჩნეულებზე მკაცრი კონტროლი ხორციელდება. დიახ, ეს კონტროლი არის თავდაცვა და ასევე ბევრი საგანმანათლებლო საქმიანობა მშობლებთან, თუ როგორ დაიცვან ბავშვები ამ საშინელებისგან და როგორ ასწავლონ უსაფრთხოების ნორმები. პედოფილები ხშირად დაზარალებულებისთვის უცხო ადამიანები სულაც არ არიან.

- კი, ხშირად მამინაცვლები, ძმები, ბიძაშვილები, მეზობლები, ნათლიები, მამიდაშვილები სახელდებიან ხოლმე...

- დიახ, ამიტომ მშობელმა შვილებს ის კი არ უნდა ასწავლონ, მხოლოდ უცხო კაცს მოერიდოს, არამედ ზოგადად მამაკაცს მოერიდოს...

- ბოლო დროს ციხიდან ბევრი მსჯავრდებული გათავისუფლდა (ამნისტიის შედეგად), მათ შორის პედოფილებიც. შეიძლება ეს მივიჩნიოთ იმის მიზეზად, რომ ამ ამაზრზენმა ფაქტებმა მოიმატა?

- შეიძლება ეს ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ. გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიური სამსახური სახელმწიფო დონეზე ვერ მუშაობს, ასეთი მასშტაბური ამნისტიის დროს, უნდა გვქონდეს ასეთი სამსახურები, ასევე სამართლებრივი სამსახურებიც, რომლებიც მათზე როგორც ფსიქო-სოციალურ, ასევე სამართლებრივ კონტროლს განახორციელებენ. როგორც გითხარით, ეს არის სწორედ თავდაცვა.

- ე.ი. შეუძლებელია პედოფილის საბოლოო განკურნება, ხომ?

- არსებობს პედოფილიის მკურნალობის მეთოდები: ეს არის ქცევაზე გარეგანი კონტროლი, ლტოლვის დაქვეითება, დინამიკური ფსიქო-თერაპია... მაგრამ ამ დაავადებისგან განკურნება არ ხდება, მართვა კი შესაძლებელია. მოკლედ, მკურნალობა არა განკურნების ეფექტით, არამედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით, რომ ის საზოგადოებისთვის ნაკლებად მავნე იყოს. ჩვენი სასჯელაღსრულების სისტემა მათ ამ სერვისს ვერ სთავაზობს. ციხეში იზოლაციით, მისი რეაბილიტაცია ნამდვილად ვერ მოხდება, საზოგადოებას ის ჯანმრთელი არ უბრუნდება და ვერც მისი ინტეგრაცია ხდება. მოკლედ, მათთან დაკავშირებით მუშაობა არ მიმდინარეობს, არადა, მართლაც სპეციფიკური მუშაობაა საჭირო. ამიტომ, პედოფილების გამოშვება ისე, რომ მათზე შემდგომ არანაირი დაკვირვება არ მოხდეს, რისკია. მისგან განმეორებითი დანაშაული შეიძლება დაფიქსირდეს.

- კონკრეტულად მშობლებმა როგორ უნდა დაიცვან პატარები. როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვი ისე, რომ პედოფილის მსხვერპლი არ გახდეს. კონკრეტულად ვინ, რა უნდა გააკეთოს ამისთვის?

- აშშ-ში სერიოზული კვლევებია ამ მიმართულებით ჩატარებული: 400.000 სექსუალური მოძალადეა აღნუსხული. უცანურია, მაგრამ ფაქტია, რომ დაზარალებულთაგან მინიმუმ 5% ძალადობის ფაქტებს მალავს, რომ ბავშვობაში ისინი მსგავსი ძალადობის მსხვერპლნი გამხდარან. სხვათა შორის, ჩემს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უკვე ზრდასრული კლიენტები ყვებიან იმის შესახებ, ბავშვობაში თუ როგორ გახდნენ მათზე განხორციელებული ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს აშშ-ში, იმ ღია საზოგადოებაშიც იმალება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მსხვერპლი გადახდენილზე საუბარს თავს არიდებს. გეტყვით, რომ მოძალადეების 96% მამაკაცია, მხოლოდ 4% მოდის ქალებზე...

- თქვენს კლიენტებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წარსულში ძალადობის მსხვერპლნი გამხდარან, მაგრამ ამაზე არავისთან ულაპარაკიათ?

- დიახ, ჩემი კილენტების 20% ბავშვობაში სექსუალური ძალდობის მსხვერპლნი არიან. სექსუალური ძალადობა ბავშვზე უმეტესად ბოლომდე აქტის განხორციელება არ არის. როგორც წესი, დიდი პროცენტი ორალური გზით გაუკუღმართებულ ურთიერთობაზე მოდის. მათ პოტენციის პრობლემებიც აქვთ. ამ ყველაფერზე ლაპარაკიც კი მიმძიმს, მაგრამ ეს ფაქტია და ეს უნდა ითქვას. პედოფილიის ერთგვარი გამოვლინებაა ისიც, როდესაც ისინი მიმართავენ ეგზიბიციონიზმის გარკვეულ ფორმებს. მაგალითად, იშიშვლებენ ინტიმურ ადგილებს და ალბათ, ასეთები ქუჩაში ზოგიერთ თქვენგანსაც შეხვედრია...

- უშუალოდ მშობელმა რა უნდა გააკეთოს, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩაატაროს?…

- მშობლებმა ბავშვის აღზრდა მხოლოდ სკოლას არ უნდა გადააბაროს. ყველა სახის სოციალური გართულებები ასაკისთვის გასაგები ენით, პირველ რიგში, სახლში, მშობლებისგან უნდა მიიღოს. მაგალითად, პატარა მშობლებმა საწოლში არ უნდა ჩაიწვინონ, სადაც რა თქმა უნდა, იმის ალბათობაა, რომ ისინი იქ სექსუალურ ქმედებას ახორციელებენ... პატარის ლოგინში ჩაწვენა მხოლოდ 4 წლამდეა დასაშვები. აჯობებს, რომ ემოციური სითბო მათ მიმართ ცოტა სხვანაირად გამოვხატოთ. მოკლედ, ცოდნაა საჭირო და მშობლები ამ კუთხით უნდა გავანათლოთ. ზედმეტად არც გოგონასი და არც ვაჟის კალთაში ჩასმაც არ არის სწორი საქციელი და მიზანშეწონილი მაშინაც კი, როცა მშობელი ფსიქიკურად ჯანრთელია და არანაირი პედოფილური მიდრეკილება არ აქვს (კალთაში ერთმანეთს მხოლოდ სექსუალური პარტნიორები შეიძლება რომ ჩაუსხდნენ). ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. შეიძლება 5 წლამდე ბავშვს თვითონ გაუჩნდეს რაიმე არასწორი ლტოლვა და გრძნობები მშობლებთან მიმართებაში.

ხოლო იმისათვის, რომ ბავშვი პედოფილის მსხვერპლი არ გახდეს, უნდა ვასწავლოთ, რომ ინტიმურ, რეპროდუქციულ ორგანოებზე თითი არავის უნდა დააკარებინს (არც ახლობელს და არც უცხოს) და თვითონაც არ უნდა დაიკაროს, გარდა ჰიგიენური ნორმების დაცვისა. გენდერული აღზრდა (სქესთა შორის ურთიერთობის აღზრდა) უნდა ვასწავლოთ, რომ დისტანცია დაიცვან, უმეთვალყურეოდ არ უნდა დავტოვოთ, რომ არავის გაუბან ზედმეტი დიალოგი.

მოკლედ, მშობელიც უნდა დავარიგოთ და სახელმწიფომაც უნდა დააწესოს პედოფილებზე კონტროლი. ამ ყველაფრის შესახებ მცირედი მინიშნებაც რომ ვნახოთ, სოციალურ სააგენტოებს, სამსახურებს ვაცნობოთ, რომ მათზე იქნებ კონტროლი გაძლიერდეს. ბავშვმაც უნდა ჩააყენოს საქმის კურსში მშობელი, თუკი ვინმეს რაიმე მსგავსს ეცდება. სწორედ ამგვარი საქციელია ერთგვარი პრევენციაც...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია