რუსმა სამხედროებმა უკვე ხერსონის ოლქის ნაწილის ოკუპაციაც მოახდინეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
კერძოდ, უკრაინის სახელმწიფოს საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სოფელ სტრელკოვოესთან სამხედრო ბლოკპოსტი განათავსეს. ბლოკპოსტი 4 ჯავშანტრანსპორტიორისა და 40 სამხედროს მიერ არის გამაგრებული.
უკრაინელი მესაზღვრეები სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასული.