სერგეი აქსენოვი - ყირიმის რეფერენდუმი შედგა

სერგეი აქსენოვი - ყირიმის რეფერენდუმი შედგა

ყირიმის რეფერენდუმი შედგა, - ამის შესახებ "ინტერფაქსს" ყირიმის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი აქსენოვმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, რეფერენდუმზე თავისი არჩევანი, ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩეს თუ რუსეთს შეუერთდეს, 1 550 000 ადამიანმა დააფიქსირა.

მანამდე კი ყირიმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ ყირიმში რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტოვობამ 50%-ზე მეტი შეადგინა.

"ყირიმის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა ნახევარკუნძულის სტატუსის შესახებ თავიანთი პოზიცია დააფიქსირა. კონკრეტული ციფრების დასახელების უფლებამოსილება არ მაქვს, მაგრამ 50%-ს გადააჭარბა", - განაცხადა კონსტანტინოვმა.

ყირიმში დღეს ავტონომიის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი ტარდება, რომელიც უკრაინის ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უკანონოდ არის გამოცხადებული.

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა