სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს" - ილია მეორე მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს" - ილია მეორე მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე

ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ეკ­ლე­სი­ებ­სა და პატ­რი­არ­ქებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა არ მოხ­დეს, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა.

რო­გორც უწ­მინ­დეს­მა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, მას ჰქონ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­ზი­ტი სტამ­ბოლ­ში, სა­დაც მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქმა ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რე­ბი, პატ­რი­არ­ქე­ბი მი­იწ­ვია და იყო მსჯე­ლო­ბა მო­მა­ვალ კრე­ბა­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს ორ წე­ლი­წად­ში.

მისი თქმით, მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი და სხვე­ბი თვლი­ან, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც უნდა იყოს გან­ხი­ლუ­ლი კრე­ბა­ზე და ამას ყვე­ლა უჭერს მხარს, მაგ­რამ გა­მო­ით­ქვა აზრი, რომ ჯერ ყვე­ლა სა­კი­თხი უნდა იყოს შეს­წავ­ლი­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბით და შემ­დეგ უნდა ფიქ­რი ამ კრე­ბა­ზე.

უწ­მინ­დე­სის აზ­რით, ეს კრე­ბა უნდა იყოს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სუ­ლი­ე­რი ძა­ლი­სა და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა კი არ მოხ­დეს ეკ­ლე­სი­ებ­სა და პატ­რი­არ­ქებს შო­რის, არა­მედ ერთი სული და ერთი გო­ნე­ბა უნდა სუ­ფევ­დეს.

ამას­თან, ქა­და­გე­ბის დროს პატ­რი­არ­ქმა ქარ­თვე­ლებ­თან შეხ­ვედ­რაც გა­იხ­სე­ნა. "გა­სულ კვი­რას მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ზე­ი­მის კვი­რა ეწო­დე­ბო­და და ჩვენ წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში ერ­თობ­რი­ვი წირ­ვა შე­ვას­რუ­ლეთ. სა­ო­ცა­რი იყო, რომ მრევ­ლის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი იყო ქარ­თვე­ლი. ერ­თის მხრივ, მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვნა­ხე იქ და მე­ო­რეს მხრივ მე­წყი­ნა, უცხო­ეთ­ში ამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი გა­დახ­ვე­წი­ლი ძა­ლი­ან სა­ში­ში და ძა­ლი­ან ცუ­დია. რომ შევ­ხვდით, ატყდა ტი­რი­ლი და მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქე­ბი გვი­ყუ­რებ­დნენ გა­ო­ცე­ბუ­ლი თუ რა ხდე­ბო­და. ეს იყო სიყ­ვა­რუ­ლის ზე­ი­მი, სა­ო­ცა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი­სა ეკ­ლე­სი­ა­სა და მრევლს შო­რის და მე მო­ვუ­წო­დე მათ, რომ მალე და­ამ­თავ­რონ თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა უცხო­ეთ­ში და დაბ­რუნ­დნენ სახ­ლში, სამ­შობ­ლო­ში", - აღ­ნიშ­ნა ილია მე­ო­რემ.

იხი­ლეთ ასე­ვე: "გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მივა დას­კვნამ­დე, რომ სკო­ლებ­სა და უმაღ­ლე­სებ­ში ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა შე­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა"

ილია მე­ო­რე - სა­ცხოვ­რებ­ლად უცხო­ეთ­ში წას­ვლა ერის გა­დაგ­ვა­რე­ბაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს" - ილია მეორე მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს" - ილია მეორე მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

როგორც უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი სტამბოლში, სადაც მსოფლიო პატრიარქმა ყველა მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები, პატრიარქები მიიწვია და იყო მსჯელობა მომავალ კრებაზე, რომელიც შეიძლება შედგეს ორ წელიწადში.

მისი თქმით, მსოფლიო პატრიარქი და სხვები თვლიან, რომ ჩამოყალიბდა ისეთი საკითხები, რომელიც უნდა იყოს განხილული კრებაზე და ამას ყველა უჭერს მხარს, მაგრამ გამოითქვა აზრი, რომ ჯერ ყველა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი ანალიტიკური აზროვნებით და შემდეგ უნდა ფიქრი ამ კრებაზე.

უწმინდესის აზრით, ეს კრება უნდა იყოს მაჩვენებელი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ძალისა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაპირისპირება კი არ მოხდეს ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის, არამედ ერთი სული და ერთი გონება უნდა სუფევდეს.

ამასთან, ქადაგების დროს პატრიარქმა ქართველებთან შეხვედრაც გაიხსენა. "გასულ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა ეწოდებოდა და ჩვენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთობრივი წირვა შევასრულეთ. საოცარი იყო, რომ მრევლის ნახევარზე მეტი იყო ქართველი. ერთის მხრივ, მე ძალიან გამიხარდა, რომ ქართველები ვნახე იქ და მეორეს მხრივ მეწყინა, უცხოეთში ამდენი ქართველი გადახვეწილი ძალიან საშიში და ძალიან ცუდია. რომ შევხვდით, ატყდა ტირილი და მსოფლიო პატრიარქები გვიყურებდნენ გაოცებული თუ რა ხდებოდა. ეს იყო სიყვარულის ზეიმი, საოცარი გამოვლინება სიყვარულისა ეკლესიასა და მრევლს შორის და მე მოვუწოდე მათ, რომ მალე დაამთავრონ თავისი საქმიანობა უცხოეთში და დაბრუნდნენ სახლში, სამშობლოში", - აღნიშნა ილია მეორემ.

იხილეთ ასევე: "განათლების სამინისტრო მივა დასკვნამდე, რომ სკოლებსა და უმაღლესებში ანალიტიკური აზროვნება შეტანილი იქნება"

ილია მეორე - საცხოვრებლად უცხოეთში წასვლა ერის გადაგვარებაა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია