მოსახლეობას დონეცკის ცენტრში პრორუსულ მიტინგზე მისვლას აიძულებენ

მოსახლეობას დონეცკის ცენტრში პრორუსულ მიტინგზე მისვლას აიძულებენ

დონეცკის ცენტრში, პრორუსულ მიტინგზე მასობრივად ხდება ხალხის მიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლენინის მოედნაზე, სადაც ყირიმის რეფერენდუმისა და ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების მხარდამჭერი მიტინგი იმართება, ძირითადად 20-დან 40 წლამდე მამაკაცები ავტობუსებით მიიყვანეს.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება სასამართლოს გზით შეეცადა მიტინგის აკრძალვას. თუმცა, სასამართლომ უარი თქვა მიტინგის აკრძალვაზე.

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა