მოსკოვში ომის საწინააღმდეგო აქცია - "მშვიდობის მარში" მიმდინარეობს

მოსკოვში ომის საწინააღმდეგო აქცია - "მშვიდობის მარში" მიმდინარეობს

მოსკოვში ომის საწინააღმდეგო აქცია - "მშვიდობის მარში" მიმდინარეობს. როგორც რადიო "თავისუფლება" იუწყება, აქციის მონაწილეები პუშკინის მოედნიდან ბულვარის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მსვლელობის შემდეგ კი აკადემიკოს სახაროვის პროსპექტზე მიტინგია დაგეგმილი. აქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან 50 000 ადამიანზეა შეთანხმებული.

შეკრებილები უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ხელისუფლების პოზიციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ხელში უკრაინის და რუსეთის დროშები უჭირავთ.

ლოზუნგით "არა ომს"! აქცია სანკტ პეტერბურგში და რუსეთის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. ისინი მოსკოვის "მშვიდობის მარშს" სოლიდარობას უცხადებენ.

ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა