ევროკავშირი მზადაა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს ხელი 21 მარტს მოაწეროს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის განცხადებაში.
"მე მქონდა საუბარი ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან. მან მაცნობა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან 21 მარტს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის ხელმოსაწერად სამიტი ჩაატარონ", - ნათქვამია იაცენიუკის განცხადებაში.
ამასთან, როგორც უკრაინის პრემიერი განმარტავს, ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს ხელი მოგვიანებით მოეწერება, როდესაც დამატებით კონსულტაციებს გაივლიან.