როდემდე იქნება დასვენებული მამა გაბრიელის ნეშტი სამებაში - პატრიარქის მდივანის განცხადება

როდემდე იქნება დასვენებული მამა გაბრიელის ნეშტი სამებაში - პატრიარქის მდივანის განცხადება

პატრიარქის მდივანის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, წმინდა მამა გაბრიელის ნეშტის სამებაში დაბრძანების დრო, შესაძლოა, გახანგრძლივდეს.

მამა მიქაელის განცხადებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ჯვართაყვანისცემის კვირის, ანუ 23 მარტის შემდეგ, კიდევ თუ იქნება წმინდა მამა გაბრიელის ნაწილების მოლოცვის მსურველთა სიმრავლე სამების ტაძარში.

პატრიარქის მდივანმა აღნიშნა, რომ წმინდა ნეშტი სამებაში ჯვართაყვანისცემის კვირამდე უნდა დაბრძანებულიყო, მაგრამ არ გამორიცხავს, თუ მრევლის სურვილი იქნება, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იქ უფრო მეტი დროით დარჩეს.

"მას შემდეგ რაც საპატრიარქოს მიერ განცხადება გაკეთდა, რომ დიდი მარხვის დაწყების დღიდან სამი კვირა დარჩებოდა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა. მომავალ კვირას, ანუ ჯვართაყვანისცემის კვირას მთავრდება ეს სამი კვირა. მაგრამ ამ წუთში ზუსტად ვერ გეტყვით, წმინდა ნაწილები სამებაში რამდენ ხანს დარჩება. თუ ხალხის მოთხოვნილება იქნება და ეს რიგები არ შეწყდება, შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ამას ვამბობ რეალობიდან გამომდინარე. თუ ასეთი დიდი მოსვლა იქნება ხალხის, ხომ არ ავაცლით მათ და არ მივცემთ მისვლის საშუალებას?! ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ ეს დრო კიდევ გახანგრძლივდეს. დამოკიდებული იქნება ხალხის დიდ სურვილზე, რომ წმინდა მამა გაბრიელის ნაწილები მოილოცონ", - დასძინა მამა მიქაელმა.

ეკა ბახუტაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია