სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ოჯახიც დამენგრა და ხალხმაც გადამიარა" - მარინა ბერიძე ქმარს დაშორდა
"ოჯახიც დამენგრა და ხალხმაც გადამიარა" - მარინა ბერიძე ქმარს დაშორდა

რო­გორც კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და რე­გი­ო­ნებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, მა­რი­ნა ბე­რი­ძე ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში მძი­მე პე­რი­ო­დი და­უდ­გა, - წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი პე­რი­ო­დუ­ლად უპი­რის­პირ­დე­ბა და მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას ედა­ვე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­თა­ვა­რი ის არის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ოდს და­ემ­თხვა - 65 წლის ასაკ­ში ოჯა­ხი და­ენგრა...

- რითი ხსნით იმას, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მუდ­მე­ბით გი­პი­რის­პირ­დე­ბი­ან, რა­ღა­ცას გე­და­ვე­ბი­ან და უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში მო­გიხ­სე­ნი­ე­ბენ? პირ­ში მთქმე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი კი ხართ, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს მი­გაჩ­ნი­ათ ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზად?

- ამა­ზე მეც ბევ­რს ვფიქ­რობ, თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს ჩემ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის ასეთ თავ­დას­ხმას. სა­ერ­თოდ, მშვი­დად არას­დროს მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ეს ტალ­ღა უკვე რამ­დენ­ჯერ­მე აგორ­და. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, რა­ღაც ინ­ტრი­გაა, მოს­წყინ­დე­ბათ და გა­და­ივ­ლის-მეთ­ქი. მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ბოლო წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჩემი ან­ტი­პი­ა­რი იწყე­ბა. რო­გორც ჩანს, ამით ვი­ღაც ცხოვ­რობს, ეს მოს­წონს. ხომ ამ­ბო­ბენ, შავი პი­ა­რიც პი­ა­რი­აო, მაგ­რამ არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი იმ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებს და არც იმ ასაკ­ში ვარ, რომ ასე მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ვექ­ცე. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ახ­სნას ვერ ვუ­ძებ­ნი. მე­და­ვე­ბი­ან, რომ ბოლო 20 წე­ლია, ვი­ღა­ცებს ვბლო­კავ. ეს სა­სა­ცი­ლოა. ამას რომ ამ­ბობ, რა­ღაც არ­გუ­მენ­ტი ხომ უნდა გქონ­დეს? მა­რი­ნა ბე­რი­ძემ თქვა, ვი­ღაც არ მომ­წონ­სო. ეს არ­გუ­მენ­ტია? მერე რა, რომ ვთქვი. ამას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს... მოკ­ლედ, ფაქ­ტია, რომ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ რა­ღაც ხდე­ბა, ვი­ღაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს...

- და რო­გორ გგო­ნი­ათ, რა ხდე­ბა?

- ჩემი აზ­რით, ვი­ღა­ცას უნდა, რომ მო­რა­ლუ­რა­დაც გა­მა­ნად­გუ­როს...

- ფიქ­რობთ, რომ ამას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აკე­თე­ბენ?

- კი, ასეა. იმი­ტომ კი არ ხდე­ბა, რომ ვთქვათ, უსამ­სა­ხუ­როდ დავ­რჩე. მერე რა, შე­იძ­ლე­ბა ასეც მოხ­დეს. საქ­მეს რა­საც ვა­კე­თებ, მა­ინც გა­ვაგ­რძე­ლებ და უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩე­ნი­ლი არ გავ­ჩერ­დე­ბი. უმუ­შე­ვარ­საც ბევ­რი რამ გა­მი­კე­თე­ბია. უბ­რა­ლოდ, უნ­დათ, რომ იმ წერ­ტი­ლამ­დე მი­მიყ­ვა­ნონ, რომ რო­გორც ვთქვი, მო­რა­ლუ­რად გა­მა­ნად­გუ­რონ. ამ ყვე­ლაფ­რის უკან ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი დგას.

- ისიც ით­ქვა, რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს რა­ღაც ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­თა­ნაც ჰქონ­და საქ­მეო?

- ჰო, ვი­ღაც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, "ენ­ჯე­ოშ­ნი­კი" გა­მო­ვი­და და ამ­ბობ­და, რომ რა­ღაც ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­შიც ვარ თურ­მე გა­რე­უ­ლი... არა­და, ფი­ნან­სებ­თან არას­დროს მქო­ნია შე­ხე­ბა.

რაც მო­მი­წყვეს, იმით რომ ვერ მომ­სპეს, ჩემ­თან შე­ჭი­დე­ბა ახლა ასე გა­და­წყვი­ტეს. რო­გორც იტყვი­ან, "ენას ძვა­ლი არ აქ­ვსო". ბოლო დროს ხომ მო­დუ­რი გახ­და, - ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ზე რა­საც უნდა, იმას ამ­ბო­ბენ ისე, რომ მთქმე­ლი არ ის­ჯე­ბა.

- ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბას სათ­ქმელს, შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე თქვენც ეუბ­ნე­ბით. ამ თქვე­ნი ხის­ტი ხა­სი­ა­თის გამო ხომ არ გი­პი­რის­პირ­დე­ბი­ან? და ამ კუ­თხით რა­მეს ხომ არ ნა­ნობთ?

- არ შე­მიძ­ლია, ცუდ­ზე კარ­გის თქმა. ეს ჩემი ბუ­ნე­ბაა... ბოლო დროს ასე­თი ტენ­დენ­ცი­აც დამ­კვიდ­რდა, რომ ტე­ლე­გა­და­ცე­მებ­ში, გა­სარ­თობ შო­უ­ებ­ში ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ. ალ­ბათ, ეს მომ­გე­ბი­ა­ნია, არ ვიცი...

- ტე­ლე­ეკ­რან­ზე, გა­სარ­თობ შო­უ­ებ­ში კი ესიყ­ვა­რუ­ლე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მერე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვა­რი­ა­ნად ლან­ძღა­ვენ... ორი უკი­დუ­რე­სო­ბაა.

- კი, ეს მარ­თლაც სა­ო­ცა­რი რამ არის. ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ში­ნე­ლე­ბებს წე­რენ და რო­გორც კი თი­თო­ე­ულ მათ­განს კა­მე­რას­თან და­ა­ყე­ნებთ, სი­ტუ­ა­ცია სას­წა­რა­ფოდ იც­ვლე­ბა. ინ­ტერ­ნეტ­ში არ ვაქ­ტი­უ­რობ, მაგ­რამ რო­დე­საც ვინ­მე ჩემ­თან მიკრო­ფო­ნი­თა და კა­მე­რით მოვა და ამა თუ იმ სა­კი­თხზე აზრს მკი­თხავს, ვუ­პა­სუ­ხებ, იმ ადა­მი­ანს თვა­ლებ­ში ხომ უნდა შევ­ხე­დო?

- თვალ­ში შევ­ხე­დოო, - აღ­ნიშ­ნავთ. ისე, ისი­ნი, ვინც თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან, პი­რის­პირ თუ გი­ნა­ხავთ. საყ­ვე­დუ­რე­ბი პი­რა­დად მათ­გან არ მო­გის­მე­ნი­ათ?

- თვა­ლით არა­ვინ მი­ნა­ხავს, არა­ვის შევ­ხვედ­რი­ვარ. ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამთ. შო­რი­დან კი ხე­ლა­ღე­ბით მლან­ძღა­ვენ. რო­გორც ჩანს, მათ ძა­ლი­ან ვა­დარ­დებ და ვა­ღელ­ვებ... ისე, რაში აინ­ტე­რე­სებთ ჩემი აზრი, ვის­ზე რას ვი­ტყვი და ვი­ღაც მომ­წონს თუ არა?

მოკ­ლედ, უკვე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია სა­ო­ცა­რი წნე­ხის ქვეშ ვიმ­ყო­ფე­ბი (მას მერე, რაც მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა). მერე იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი ვი­ყა­ვი. ის გა­არ­კვი­ონ შე­ვარ­დნა­ძის დროს სად ვმუ­შა­ობ­დი...

- სად მუ­შა­ობ­დით?

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და შემ­დეგ საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია "არტ-იმე­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი გახ­ლდით.

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პე­რი­ოდ­ში არ გიც­ნობ­დით და თქვე­ნი "არტ-იმე­დის" პრო­დი­უ­სე­რო­ბა კი მახ­სოვს.…

- ხომ გახ­სოვთ, მოკ­ლედ, უსაქ­მუ­რად არას­დროს ვყო­ფილ­ვარ... 25 წელი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვი­მუ­შა­ვე...

- იმა­საც გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ მუ­სი­კო­სია და ვერ მღე­რის და ვერც უკ­რავ­სო...

- ჯერ ერთი, რო­დე­საც კარ­გად ვუკ­რავ­დი და დიდი კა­რი­ე­რა მქონ­და, ვინც მებ­რძვის, მათ­გან ზოგი და­ბა­დე­ბუ­ლიც არ იყო. ავი­წყდე­ბათ, რამ­დე­ნი წლის ვარ. მაგ­რამ ცხოვ­რე­ბაა ასე­თი და რა ვქნათ? მერე პრო­ფე­სია იმი­ტომ არ ამირ­ჩე­ვია, რომ მარ­ტა არ­გე­რი­ხი­ვით (არ­გენ­ტი­ნე­ლი პი­ა­ნის­ტი) ან ელი­სო ვირ­სა­ლა­ძე­სა­ვით და­მეკ­რა, ეს ერ­თე­ულ­თა ხვედ­რია. ამი­ტომ არც არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ, ჩემ­თვის, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად, ბევ­რი წლის წინ კარ­გი კონ­ცერ­ტმე­ის­ტე­რი ვი­ყა­ვი. პი­ა­ნის­ტო­ბას რომ თავი და­ვა­ნე­ბე, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი გავ­ხდი. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­დი­უ­სე­რი უნდა მღე­რო­დეს და უკ­რავ­დეს, სცდე­ბა და სირ­ცხვი­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა კარ­გი კომ­პო­ზი­ტო­რი, მომ­ღე­რა­ლი, პი­ა­ნის­ტი პა­რა­ლე­ლუ­რად პრო­დი­უ­სე­რიც იყოს. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, პრო­დი­უ­სე­რო­ბა დიდი შრო­მას გუ­ლის­ხმობს და ამ საქ­მი­ა­ნო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი მას მერე კავ­დე­ბი­ან, რაც თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლით, პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რას ას­რუ­ლე­ბენ. იშ­ვი­ა­თია, რომ თა­ვი­დან­ვე ვინ­მე პრო­დი­უ­სე­რი იყოს.

- მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, თურ­მე ოჯა­ხიც და­გენგრათ. რო­გორც ვიცი, თქვენ და თქვე­ნი უკვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ხართ. ალ­ბათ ძნე­ლია, რო­დე­საც ადა­მი­ანს ოჯა­ხი 65 წლის ასაკ­ში ენგრე­ვა. არა­და, ადრე თქვე­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ კარ­გი მსმე­ნია...

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არას­დროს ვლა­პა­რა­კობ­დი და არც ახლა ვა­პი­რებ სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს, რად­გა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ სახ­ლი - სახ­ლია და სამ­სა­ხუ­რი - სამ­სა­ხუ­რი. იმა­ზე, რაც და­მე­მარ­თა, რთუ­ლია ლა­პა­რა­კი. დაე, ყვე­ლამ თა­ვი­სით გა­ა­კე­თოს ანა­ლი­ზი. მაგ­რამ გული მწყდე­ბა, რომ ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც და­მი­პი­რის­პირ­და, კარ­გად იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იმის შე­სა­ხებ, თუ რაც ხდე­ბო­და ჩემს თავს ამ ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში (პი­რადს ვგუ­ლის­ხმობ). "წაქ­ცე­ულს არ ურტყა­მე­ნო", - ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, თუმ­ცა მე გა­და­მა­ბი­ჯეს და გა­და­მი­ა­რეს! მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩემ­თვის ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში და­მარ­ტყეს. ისე­თი ეტა­პი მქონ­და, როცა ლა­პა­რა­კის თა­ვიც არ მქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი მძაფ­რად მეჩ­ვე­ნე­ბო­და და ხომ გე­უბ­ნე­ბით, ზუს­ტად მაგ დროს ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფ­მა გა­მი­მე­ტა... მოკ­ლედ, სახ­ლშიც და გა­რეთ ერ­თნა­ი­რად და­მი­პი­რის­პირ­დნენ... ქა­ლე­ბის­გან არ მიკ­ვირს, კა­ცე­ბიც რომ იყ­ვნენ ამ საქ­მე­ში გა­რე­უ­ლე­ბი, ის გა­მიკ­ვირ­და. ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. თან, ისე მიშ­ვებ­დნენ ცი­ხე­ში, თვალ­საც არ ახამ­ხა­მებ­დნენ. თურ­მე ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მოქ­მედ ადა­მი­ა­ნებს ვბლო­კავ­დი და მო­რა­ლურ ზი­ანს ვა­ყე­ნებ­დი მომ­ღერ­ლებს, ნიჭს ვთრგუ­ნავ­დი... ამა­სო­ბა­ში ჩემი გა­მოზ­რდი­ლი ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბი მღე­რი­ან ყველ­გან, ტე­ლეპ­რო­ექ­ტი არ არ­სე­ბობს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღონ, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" არ გა­ემ­გზავ­რონ, უცხო­ეთ­ში არ გა­მარ­თონ გას­ტრო­ლე­ბი. შე­იქ­მნა სა­ო­ცა­რი ჯა­ზკ­ვინ­ტე­ტი, 5 გრანპ­რი აი­ღეს (სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს). სი­სუ­ლე­ლეა ახლა იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რა გა­მი­კე­თე­ბია. თავი ვი­მარ­თლო? არ არის ასე საქ­მე...

- თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, იქ­ნებ გაყ­რის პრო­ცე­სი თუნ­დაც ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­გე­ჩე­რე­ბი­ნათ და იმ ყვე­ლაფ­რის­თვის გა­სა­ქა­ნი არ მი­გე­ცათ?

- ალ­ბათ არის რა­ღაც, რისი შე­ჩე­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. მიყ­ვარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ამას ვერც სხვას ავუკ­რძა­ლავ. რო­დე­საც ადა­მი­ანს უნდა სა­დღაც წას­ვლა, უნდა გა­უშ­ვა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მის­ცე და თან, აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად უნდა გა­უშ­ვა. ასე რომ, ჩემი ბევ­რი წლის ტრა­ბა­ხი, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი მქონ­და, ასე დამ­თავ­რდა... ვნა­ხოთ, კა­რი­ე­რა რო­გორ დას­რულ­დე­ბა. მაგ­რამ ერთი ვიცი, რომ იმის იმედს ვე­რა­ვის მივ­ცემ, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ კა­რი­ე­რას რომ არ და­ვას­რუ­ლებ, ამის პი­რო­ბას მივ­ცემ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ოჯახიც დამენგრა და ხალხმაც გადამიარა" - მარინა ბერიძე ქმარს დაშორდა

"ოჯახიც დამენგრა და ხალხმაც გადამიარა" - მარინა ბერიძე ქმარს დაშორდა

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, მარინა ბერიძე ამბობს, რომ ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დაუდგა, - წელიწად-ნახევარია, საზოგადოების გარკვეული ჯგუფი პერიოდულად უპირისპირდება და მუდმივად რაღაცას ედავება. ყველაზე მათავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი მის პირად ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა - 65 წლის ასაკში ოჯახი დაენგრა...

- რითი ხსნით იმას, რომ ადამიანები გამუდმებით გიპირისპირდებიან, რაღაცას გედავებიან და უარყოფით კონტექსტში მოგიხსენიებენ? პირში მთქმელი ქალბატონი კი ხართ, მაგრამ მხოლოდ ეს მიგაჩნიათ ამ ყველაფრის მიზეზად?

- ამაზე მეც ბევრს ვფიქრობ, თუ რა განაპირობებს ჩემზე ადამიანების ასეთ თავდასხმას. საერთოდ, მშვიდად არასდროს მიცხოვრია, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩემ წინააღმდეგ ეს ტალღა უკვე რამდენჯერმე აგორდა. თავიდან ვიფიქრე, რაღაც ინტრიგაა, მოსწყინდებათ და გადაივლის-მეთქი. მაგრამ ასე არ მოხდა. ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე პერიოდულად, მიზანმიმართულად ჩემი ანტიპიარი იწყება. როგორც ჩანს, ამით ვიღაც ცხოვრობს, ეს მოსწონს. ხომ ამბობენ, შავი პიარიც პიარიაო, მაგრამ არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს და არც იმ ასაკში ვარ, რომ ასე მუდმივად ყურადღების ცენტრში მოვექცე. ძალიან შევწუხდი, მაგრამ ამ ყველაფერს ახსნას ვერ ვუძებნი. მედავებიან, რომ ბოლო 20 წელია, ვიღაცებს ვბლოკავ. ეს სასაცილოა. ამას რომ ამბობ, რაღაც არგუმენტი ხომ უნდა გქონდეს? მარინა ბერიძემ თქვა, ვიღაც არ მომწონსო. ეს არგუმენტია? მერე რა, რომ ვთქვი. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... მოკლედ, ფაქტია, რომ ჩემ წინააღმდეგ რაღაც ხდება, ვიღაც მიზანმიმართულად მუშაობს...

- და როგორ გგონიათ, რა ხდება?

- ჩემი აზრით, ვიღაცას უნდა, რომ მორალურადაც გამანადგუროს...

- ფიქრობთ, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ?

- კი, ასეა. იმიტომ კი არ ხდება, რომ ვთქვათ, უსამსახუროდ დავრჩე. მერე რა, შეიძლება ასეც მოხდეს. საქმეს რასაც ვაკეთებ, მაინც გავაგრძელებ და უსამსახუროდ დარჩენილი არ გავჩერდები.  უმუშევარსაც ბევრი რამ გამიკეთებია. უბრალოდ, უნდათ, რომ იმ წერტილამდე მიმიყვანონ, რომ როგორც ვთქვი, მორალურად გამანადგურონ. ამ ყველაფრის უკან ადამიანების გარკვეული ჯგუფი დგას.

- ისიც ითქვა, რომ მარინა ბერიძეს რაღაც ფინანსურ მაქინაციებთანაც ჰქონდა საქმეო?

- ჰო, ვიღაც უფლებადამცველი, "ენჯეოშნიკი" გამოვიდა და ამბობდა, რომ რაღაც ფინანსურ მაქინაციებშიც ვარ თურმე გარეული... არადა, ფინანსებთან არასდროს მქონია შეხება.

რაც მომიწყვეს, იმით რომ ვერ მომსპეს, ჩემთან შეჭიდება ახლა ასე გადაწყვიტეს. როგორც იტყვიან, "ენას ძვალი არ აქვსო". ბოლო დროს ხომ მოდური გახდა, - ნებისმიერ ადამიანზე რასაც უნდა, იმას ამბობენ ისე, რომ მთქმელი არ ისჯება.

- ამა თუ იმ პიროვნებას სათქმელს, შელამაზების გარეშე თქვენც ეუბნებით. ამ თქვენი ხისტი ხასიათის გამო ხომ არ გიპირისპირდებიან? და ამ კუთხით რამეს ხომ არ ნანობთ?

- არ შემიძლია, ცუდზე კარგის თქმა. ეს ჩემი ბუნებაა... ბოლო დროს ასეთი ტენდენციაც დამკვიდრდა, რომ ტელეგადაცემებში, გასართობ შოუებში ყველას და ყველაფერს დადებითად აფასებენ. ალბათ, ეს მომგებიანია, არ ვიცი...

- ტელეეკრანზე, გასართობ შოუებში კი ესიყვარულებიან ერთმანეთს, მაგრამ მერე სოციალურ ქსელში გვარიანად ლანძღავენ... ორი უკიდურესობაა.

- კი, ეს მართლაც საოცარი რამ არის. ინტერნეტში საშინელებებს წერენ და როგორც კი თითოეულ მათგანს კამერასთან დააყენებთ, სიტუაცია სასწარაფოდ იცვლება. ინტერნეტში არ ვაქტიურობ, მაგრამ როდესაც ვინმე ჩემთან მიკროფონითა და კამერით მოვა და ამა თუ იმ საკითხზე აზრს მკითხავს, ვუპასუხებ, იმ ადამიანს თვალებში ხომ უნდა შევხედო?

- თვალში შევხედოო, - აღნიშნავთ. ისე, ისინი, ვინც თქვენ წინააღმდეგ გამოდიან, პირისპირ თუ გინახავთ. საყვედურები პირადად მათგან არ მოგისმენიათ?

- თვალით არავინ მინახავს, არავის შევხვედრივარ. ჩემთვის არაფერი უთქვამთ. შორიდან კი ხელაღებით მლანძღავენ. როგორც ჩანს, მათ ძალიან ვადარდებ და ვაღელვებ... ისე, რაში აინტერესებთ ჩემი აზრი, ვისზე რას ვიტყვი და ვიღაც მომწონს თუ არა?

მოკლედ, უკვე წელიწად-ნახევარია საოცარი წნეხის ქვეშ ვიმყოფები (მას მერე, რაც მთავრობა შეიცვალა). მერე იმასაც ამბობენ, რომ "ნაციონალების" მხარდამჭერი ვიყავი. ის გაარკვიონ შევარდნაძის დროს სად ვმუშაობდი...

- სად მუშაობდით?

- კონსერვატორიაში და შემდეგ საპროდიუსერო კომპანია "არტ-იმედის" გენერალური მუსიკალური პროდიუსერი გახლდით.

- კონსერვატორიის პერიოდში არ გიცნობდით და თქვენი "არტ-იმედის" პროდიუსერობა კი მახსოვს.…

- ხომ გახსოვთ, მოკლედ, უსაქმურად არასდროს ვყოფილვარ... 25 წელი კონსერვატორიაში ვიმუშავე...

- იმასაც გსაყვედურობენ, რომ მუსიკოსია და ვერ მღერის და ვერც უკრავსო...

- ჯერ ერთი, როდესაც კარგად ვუკრავდი და დიდი კარიერა მქონდა, ვინც მებრძვის, მათგან ზოგი დაბადებულიც არ იყო. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. მაგრამ ცხოვრებაა ასეთი და რა ვქნათ? მერე პროფესია იმიტომ არ ამირჩევია, რომ მარტა არგერიხივით (არგენტინელი პიანისტი) ან ელისო ვირსალაძესავით დამეკრა, ეს ერთეულთა ხვედრია. ამიტომ არც არაფერს ვამტკიცებ, ჩემთვის, მოკრძალებულად, ბევრი წლის წინ კარგი კონცერტმეისტერი ვიყავი. პიანისტობას რომ თავი დავანებე, მუსიკალური პროდიუსერი გავხდი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მუსიკალური პროდიუსერობა იმას ნიშნავს, რომ პროდიუსერი უნდა მღეროდეს და უკრავდეს, სცდება და სირცხვილია. არ შეიძლება კარგი კომპოზიტორი, მომღერალი, პიანისტი პარალელურად პროდიუსერიც იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროდიუსერობა დიდი შრომას გულისხმობს და ამ საქმიანობით ადამიანები მას მერე კავდებიან, რაც თავიანთი სურვილით, პროფესიულ კარიერას ასრულებენ. იშვიათია, რომ თავიდანვე ვინმე პროდიუსერი იყოს.

- მოკლედ, ამ ყველაფერთან ერთად, თურმე ოჯახიც დაგენგრათ. როგორც ვიცი, თქვენ და თქვენი უკვე ყოფილი მეუღლე თანაკლასელები ხართ. ალბათ ძნელია, როდესაც ადამიანს ოჯახი 65 წლის ასაკში ენგრევა. არადა, ადრე თქვენი ოჯახის შესახებ, მხოლოდ კარგი მსმენია...

- პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობდი და არც ახლა ვაპირებ საჯაროდ საუბარს, რადგანაც მიმაჩნია, რომ სახლი - სახლია და სამსახური - სამსახური. იმაზე, რაც დამემართა, რთულია ლაპარაკი. დაე, ყველამ თავისით გააკეთოს ანალიზი. მაგრამ გული მწყდება, რომ ჯგუფი, რომელიც დამიპირისპირდა, კარგად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რაც ხდებოდა ჩემს თავს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში (პირადს ვგულისხმობ). "წაქცეულს არ ურტყამენო", - ხომ გაგიგონიათ, თუმცა მე გადამაბიჯეს და გადამიარეს! მაინცდამაინც ჩემთვის ურთულეს პერიოდში დამარტყეს. ისეთი ეტაპი მქონდა, როცა ლაპარაკის თავიც არ მქონდა, ყველაფერი მტკიოდა, ყველაფერი მძაფრად მეჩვენებოდა და ხომ გეუბნებით, ზუსტად მაგ დროს ადამიანების ჯგუფმა გამიმეტა... მოკლედ, სახლშიც და გარეთ ერთნაირად დამიპირისპირდნენ... ქალებისგან არ მიკვირს, კაცებიც რომ იყვნენ ამ საქმეში გარეულები, ის გამიკვირდა. ეს ჩემთვის მიუღებელია. თან, ისე მიშვებდნენ ციხეში, თვალსაც არ ახამხამებდნენ. თურმე ბოლო 20 წლის განმავლობაში შემოქმედ ადამიანებს ვბლოკავდი და მორალურ ზიანს ვაყენებდი მომღერლებს, ნიჭს ვთრგუნავდი... ამასობაში ჩემი გამოზრდილი ახალგაზრდა მუსიკოსები მღერიან ყველგან, ტელეპროექტი არ არსებობს, მონაწილეობა არ მიიღონ, "ევროვიზიაზე" არ გაემგზავრონ, უცხოეთში არ გამართონ გასტროლები. შეიქმნა საოცარი ჯაზკვინტეტი, 5 გრანპრი აიღეს (სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიტანეს). სისულელეა ახლა იმაზე ლაპარაკი, რა გამიკეთებია. თავი ვიმართლო? არ არის ასე საქმე...

- თქვენს პირად ცხოვრებას რომ დავუბრუნდეთ, იქნებ გაყრის პროცესი თუნდაც ასაკის გათვალისწინებით, შეგეჩერებინათ და იმ ყველაფრისთვის გასაქანი არ მიგეცათ?

- ალბათ არის რაღაც, რისი შეჩერებაც არ შეიძლება. მიყვარს თავისუფლება და ამას ვერც სხვას ავუკრძალავ. როდესაც ადამიანს უნდა სადღაც წასვლა, უნდა გაუშვა, ამის საშუალება უნდა მისცე და თან, აუცილებლად კარგად უნდა გაუშვა. ასე რომ, ჩემი ბევრი წლის ტრაბახი, რომ არაჩვეულებრივი ოჯახი მქონდა, ასე დამთავრდა... ვნახოთ, კარიერა როგორ დასრულდება. მაგრამ ერთი ვიცი, რომ იმის იმედს ვერავის მივცემ, რომ პირად ცხოვრებაში რაიმე საინტერესო გაგრძელდება, მაგრამ კარიერას რომ არ დავასრულებ, ამის პირობას მივცემ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება