რუსეთს უკრაინის საზღვართან ჯარები გადაჰყავს

რუსეთს უკრაინის საზღვართან ჯარები გადაჰყავს

რუსეთს უკრაინის საზღვართან ჯარები გადაჰყავს და ყირიმში თავისი ჯარების რაოდენობას ზრდის. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევგენი პერებიინისმა განაცხადა.

"რუსეთი განაგრძობს ყირიმში სამხედროების რაოდენობას ზრდას. კონკრეტულად, შეინიშნება რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციის აქტივობა. ასევე, ჯარებს აძლიერებს რუსეთ-უკრაინის საზღვრის სუმსკისა და ჩერნიგოვსკის მიმართულებით", - აღნიშნა პერებიინისმა.

მისივე ინფორმაციით, ასევე გრძელდება რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და შავი ზღვის ფლოტის გადაადგილება ყირიმის მიმართულებით. პერებიინისის თქმით, გრძელდება ყირიმის შესასვლელში საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და ბლოკპოსტების მშენებლობა.

მომზადებულია pravda.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა