რუსეთმა უკრაინას ნება დართო, თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს

რუსეთმა უკრაინას ნება დართო, თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს

რუსეთმა უკრაინას ნება დართო, ღია ცის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს, - როგორც უკრაინული "უნიანი" რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

ანტონოვის თქმით, 11 მარტს უკრაინულმა მხარემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების თხოვნით მიმართა.

"ამგვარი მისია 1992 წლიდან, როდესაც ხელი მოეწერა ღია ცის შესახებ შეთანხმებას, პირველია. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მეზობლები დარწმუნდებიან, რომ არავითარ სამხედრო მოქმედებას რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვართან არ ეწევა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა