სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ორჰან ფამუქი - მიხარია, რომ ჩემი წიგნები საქართველოში პოპულარულია
ორჰან ფამუქი - მიხარია, რომ ჩემი წიგნები საქართველოში პოპულარულია

მი­ხა­რია, რომ ჩემი წიგ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ცნო­ბილ­მა თურ­ქმა მწე­რალ­მა, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­მა ორ­ჰან ფა­მუქ­მა თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მწე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტია და მო­ხა­რუ­ლია, რომ თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცოტა რამ იცის. "შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ფე­რი ვიცი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და ფა­მუქ­მა და ამის­თვის ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და.

"ჩვენ შავი ზღვის რე­გი­ო­ნე­ბის ქვეყ­ნე­ბი ვართ და უფრო მეტი უნდა იყოს თურ­ქუ­ლად ნა­თარ­გმნი ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ან პი­რი­ქით. ჩემს წიგ­ნებ­საც იმი­ტომ თარ­გმნი­ან, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. თუ გინ­და, რომ შენი ნა­წარ­მო­ე­ბი ითარ­გმნოს, უნდა იყოს ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ორ­ჰან ფა­მუქ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მწერ­ლის ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, თუნ­დაც მწი­რი შე­მო­სავ­ლის გამო. "ეს გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­წყის­შია. გა­დარ­ჩე­ბი თუ შენ ძა­ლი­ან გიყ­ვარს წერა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ცნო­ბა­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს, შე­იძ­ლე­ბა არა. რთუ­ლია, მაგ­რამ თუ ძა­ლი­ან გინ­და, შეძ­ლებ", - აღ­ნიშ­ნა მწე­რალ­მა.

მან­ვე ფა­ვო­რიტ ნა­წარ­მო­ე­ბად "ანა კა­რე­ნი­ნა" და­ა­სა­ხე­ლა, ხოლო საყ­ვა­რელ მწერ­ლე­ბად - დოს­ტო­ევ­სკი, თო­მას მანი, ტოლსტოი და სხვე­ბი.

რო­გორც ორ­ჰან ფა­მუქ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ნამ მწე­რა­ლი გახ­დე­ბო­და, ფიქ­რობ­და, რომ მხატ­ვა­რი იქ­ნე­ბო­და და მი­აჩ­ნდა, რომ მხატ­ვრო­ბის ნიჭი ჰქონ­და. მი­სი­ვე თქმით, აქვს ფი­როს­მა­ნის წიგ­ნი და ძა­ლი­ან უყ­ვარს მისი მხატ­ვრო­ბა. "ფი­როს­მა­ნი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ეროვ­ნუ­ლი გან­ძია. ფილ­მიც მი­ნა­ხავს მას­ზე და დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე. მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ღრმა, გუ­ლუბ­რყვი­ლო, დე­მო­ნუ­რი მხატ­ვრო­ბა აქვს",-აღ­ნიშ­ნა მწე­რალ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ფა­მუქს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუს­თა­ვის ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მწე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი კომ­პლი­მენ­ტია.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ ორ­ჰან ფა­მუ­ქი აგ­რა­რუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს შეხ­ვდა. თურქ მწე­რალს თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს. ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თის ელჩი ზექი ლე­ვენთ გუმ­რუქჩუ ეს­წრე­ბო­და.

ორ­ჰან ფა­მუ­ქი თბი­ლის­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვი­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ორჰან ფამუქი - მიხარია, რომ ჩემი წიგნები საქართველოში პოპულარულია

ორჰან ფამუქი - მიხარია, რომ ჩემი წიგნები საქართველოში პოპულარულია

მიხარია, რომ ჩემი წიგნები საქართველოში პოპულარულია, - ამის შესახებ ცნობილმა თურქმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ორჰან ფამუქმა თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მწერალმა აღნიშნა, ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტია და მოხარულია, რომ თბილისში იმყოფება. მისივე თქმით, ქართული ლიტერატურის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის. "შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არაფერი ვიცი ქართული ლიტერატურის შესახებ", - განაცხადა ფამუქმა და ამისთვის ბოდიშიც მოიხადა.

"ჩვენ შავი ზღვის რეგიონების ქვეყნები ვართ და უფრო მეტი უნდა იყოს თურქულად ნათარგმნი ქართული ნაწარმოებები ან პირიქით. ჩემს წიგნებსაც იმიტომ თარგმნიან, რომ საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. თუ გინდა, რომ შენი ნაწარმოები ითარგმნოს, უნდა იყოს ცნობილი", - განაცხადა ორჰან ფამუქმა.

მისივე თქმით, მწერლის ცხოვრება რთულია, თუნდაც მწირი შემოსავლის გამო. "ეს განსაკუთრებით დასაწყისშია. გადარჩები თუ შენ ძალიან გიყვარს წერა. საერთაშორისო ცნობადობა შეიძლება მოვიდეს, შეიძლება არა. რთულია, მაგრამ თუ ძალიან გინდა, შეძლებ", - აღნიშნა მწერალმა.

მანვე ფავორიტ ნაწარმოებად "ანა კარენინა" დაასახელა, ხოლო საყვარელ მწერლებად - დოსტოევსკი, თომას მანი, ტოლსტოი და სხვები.

როგორც ორჰან ფამუქმა აღნიშნა, სანამ მწერალი გახდებოდა, ფიქრობდა, რომ მხატვარი იქნებოდა და მიაჩნდა, რომ მხატვრობის ნიჭი ჰქონდა. მისივე თქმით, აქვს ფიროსმანის წიგნი და ძალიან უყვარს მისი მხატვრობა. "ფიროსმანი ქართული კულტურის ეროვნული განძია. ფილმიც მინახავს მასზე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მას შესანიშნავი, ღრმა, გულუბრყვილო, დემონური მხატვრობა აქვს",-აღნიშნა მწერალმა.

ჟურნალისტმა ფამუქს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ქალთა კოლონიაში მისი ნაწარმოებები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამასთან დაკავშირებით მწერალმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის ყველაზე კარგი კომპლიმენტია.

პრესკონფერენციის შემდეგ ორჰან ფამუქი აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. თურქ მწერალს თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ესწრებოდა.

ორჰან ფამუქი თბილისში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ჩამოვიდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია