გაუპატიურებისთვის ქალმა კაცს პენისი მოაჭრა

გაუპატიურებისთვის ქალმა კაცს პენისი მოაჭრა

ჩინელმა ქალმა ყოფილ საყვარელს პენისი მაკრატლით მოაჭრა, შემდეგ კი ჩაქუჩით მოკლა.

ქალმა მამაკაცი გაუპატიურებისთვის მოკლა, ყოფილმა საყვარელმა მისი ქალიშვილიც სცემა. ამასთან, მამაკაცი ქალისგან 28 000 დოლარის გამოძალვას ცდილობდა, რათა ახალი ავტომობილი ეყიდა. როგორც ჰონგკონგის სასამართლოში განაცხადეს, იეუნგ კი თავს დაესხა ჟოუ ჰუის და მოჭრილი სასქესო ორგანო ტუალეტში ჩარეცხა.

როგორც ქალმა სასამართლოში განაცხადა, ისინი წლების განმავლობაში ერთად იყვნენ. იეუნგი ჟოუმ მაშინ მიატოვა, როდესაც ის ფეხმძიმედ დარჩა. ამასთან, ქალს ნასესხები ფული უკან არ დაუბრუნა. საერთო ჯამში, კაცმა საყვარლისგან 19 000 დოლარი ისესხა და 2007 წელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ფეხმძიმე ქალი მიატოვა. რამდენიმე წელში იეუნგმა შეიტყო, რომ კაცი დაქორწინდა. წყვილმა ურთიერთობა 2012 წელს აღადგინა, როდესაც ჟოუმ მას დაურეკა და უთხრა, რომ ენატრებოდა და მისი ნახვა სურდა.

როგორც ქალი აცხადებს, ბოლო ვიზიტისას მამაკაცმა ის და მისი ქალიშვილი სცემა, რადგანაც იეუნგი უარს ამბობდა, მისთვის 28 000 დოლარი ესესხებინა - მამაკაცს ამ თანხით ახალი ავტომობილის ყიდვა სურდა. ამასთან, ჟოუმ ქალი დააშანტაჟა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას ავტომობილის ფულს არ მისცემდა, მის შიშველ ფოტოებს ინტერნეტში განათავსებდა. როდესაც მუქარითაც ვერაფერს გახდა, ქალი გააშიშვლა და გააუპატიურა. ამის შემდეგ იეუნგმა კაცს წვნიანი შესთავაზა, რომელშიც ნარკოტიკი იყო გაზავებული. მოგვიანებით კი მას სასქესო ორგანო მოაჭრა.

ძლიერმა ტკივილმა კაცი გამოაღვიძა და ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. ამ დროს იეუნგმა ჩაქუჩი დაინახა, რომელიც მოძალადე კაცს ჩაარტყა. იეუნგი მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ პროვოკაციისა და დეპრესიის მსხვერპლია. 

მომზადებულია The South China Morning Post-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს