უკრაინის რადამ შესაძლოა, ყირიმის პარლამენტი დაითხოვოს

უკრაინის რადამ შესაძლოა, ყირიმის პარლამენტი დაითხოვოს

უკრაინის უმაღლესმა რადამ შესაძლოა, ამ კვირაში ყირიმის უმაღლესი რადა დაითხოვოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ტურჩინოვმა უკრაინის რადას სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, ტურჩინოვის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება უკრაინის უმაღლეს რადას მხოლოდ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ შეუძლია.

"ყირიმის პარლამენტის უკანონო, ანტიკონსტიტუციური მოქმედების შესაბამისი დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოშია წარდგენილი. ვიმედოვნებ, რომ დიდხანს არ გააჭიანურებენ ამ საკითხის გადაწყვეტას და ხვალ ან ზეგ გამოიტანენ დასკვნას, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ ამ კვირაშივე შეძლოს ყირიმის პარლამენტის დათხოვნა და მათი უკანონო ქმედებების აღკვეთა", - განაცხადა ალექსანდრე ტურჩინოვმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა