სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა ეღირება ახალი სანომრე ნიშნები
რა ეღირება ახალი სანომრე ნიშნები

ახალ სა­ნომ­რე ნიშ­ნებ­თან, მარ­თვის მოწ­მო­ბებ­თან, ე.წ. ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი შე­კი­თხვა გაჩ­ნდა. გვე­სა­უბ­რე­ბა შს სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ოთარ და­ნე­ლია:

- 2014 წლის შე­მოდ­გო­მი­დან იგეგ­მე­ბა სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის ფორ­მი­სა და დი­ზა­ი­ნის შეც­ვლა. ვადა გა­უ­ვი­და იმ კომ­პა­ნი­ას­თან და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ხდე­ბო­და ძვე­ლი დი­ზა­ი­ნის და ფორ­მის სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა-დამ­ზა­დე­ბა. თუმ­ცა, ძვე­ლის ახ­ლით შეც­ვლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იქ­ნე­ბა, მოქ­მე­დე­ბის ვადა 2030 წლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა... შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერს გა­მო­ა­ცხა­დებს. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ რო­გორც ქარ­თულ, ისე უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებს. ახა­ლი სა­ნომ­რე ნი­შა­ნი ძველ­ზე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ფერ­თა შე­ხა­მე­ბით, არეკვლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტით, ალუ­მი­ნის და მას­ზე და­ტა­ნი­ლი წარ­წე­რის ხა­რის­ხით, დამ­ცა­ვი ჰო­ლოგ­რა­მე­ბით თუ ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბით.

- თუ ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბელს 2030 წლამ­დე მო­ე­სურ­ვა ძვე­ლი, უფა­სო სა­ნომ­რე ნიშ­ნის ახალ­ზე გა­დაც­ვლა, თან­ხა და­მა­ტე­ბით უნდა გა­და­ი­ხა­დოს?

- ამის­თვის უნდა გა­და­ი­ხა­დოს ნომ­რის და­ბეჭდ­ვის (35 ლარი) და ახა­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის მოწ­მო­ბის სა­ფა­სუ­რი (ასე­ვე 35 ლარი).

ფა­სი­ა­ნი ნომ­რის აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი მხო­ლოდ 35 ლარს - ახა­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფა­სურს გა­და­იხ­დის და მი­ი­ღებს იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნო­მერს, რაც მა­ნამ­დე ჰქონ­და. (არ იხ­დის ნომ­რის და­ბეჭდ­ვის სა­ფა­სურს).

- ე.წ. ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით (რაც 2015 წლი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა) დიდი სჯა-ბა­ა­სია. ბევ­რი ამ­ბობს, რომ ეს კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი...

- თა­ვის დრო­ზე ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის გუ­ლის მო­გე­ბა­სა და დი­ვი­დენ­დე­ბის მი­ღე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ: კო­რუფ­ცი­ის წყა­რო იყო მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბაც - 100 დო­ლა­რად ყი­დუ­ლობ­დნენ, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ფორ­მე­ბა­საც ახ­ლდა ასე­თი გა­რი­გე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ის­პო! მაშ, მა­ინ­ცდა­მა­ინც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას რა­ტომ იჩენს თავს კო­რუფ­ცია? თა­ნაც ჩვენ გვაქვს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მა - ავ­ტო­მო­ბი­ლი მი­ერ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად გა­მარ­თულ სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ბა­ზას­თან, სა­დაც ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იყ­რის თავს. ე.ი. მთე­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია ელექტრო­ნუ­ლად აიტ­ვირ­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დას­კვნა­ში კალ­მით არ ჩა­ი­წე­რე­ბა სი­ტყვე­ბი: "და­დე­ბი­თი" ან "უარ­ყო­ფი­თი". ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მა­გივ­რად ჯობს გა­მო­ვი­ყე­ნოთ ტერ­მი­ნი - "გზის­თვის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბა", რაც უფრო სწო­რი იქ­ნე­ბა.

- "გზის­თვის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის" გან­სა­ზღვრი­სას რა მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ავ­ტო­მო­ბი­ლი?

- ახლა ვმუ­შა­ობთ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გან­სა­ზღვრა­ზე. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ავ­ტო­პარკში საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბია. მათ გა­ნახ­ლე­ბას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა. ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას პრობ­ლე­მა არც ერთ ავ­ტო­მო­ბილს არ შე­ექ­მნე­ბა, თუკი ის გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვებს და მო­თხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თუმ­ცა, ახალ­თა­ხალ ავ­ტო­მო­ბილს სამი წელი არ დას­ჭირ­დე­ბა ე.წ. ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, სა­მი­დან შვიდ წლამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ეს პრო­ცე­დუ­რა, 7 წლის და მეტი ხნი­სას კი ყო­ველ წელს უნდა ჩა­უ­ტარ­დეს.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. უფრო თუ და­ვა­ზუს­ტებ, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის 30%-მდე სწო­რედ ავ­ტო­მო­ბილ­თა ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბის ბრა­ლია.

- რა ეღი­რე­ბა ე.წ. ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა?

- სულ რა­ღაც 48 ლარი.

- კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა? თუ ასეა, ძველ ავ­ტო­მო­ბი­ლებს მათ და­სა­ყე­ნებ­ლად ფუ­ლის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

- რო­გორც გი­თხა­რით, კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დად­გე­ნა­ზე ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობთ, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გი­პა­სუ­ხებთ, თუმ­ცა გან­ვმარ­ტავ: ერთი მხრივ, ჩვენ ვიზ­რუ­ნებთ ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­ნი­კურ გა­მარ­თუ­ლო­ბა­ზე, მე­ო­რე მხრივ კი იმა­ზე, რომ გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი დად­გე­ნილ ნორ­მას შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. დღეს დე­და­ქა­ლაქ­ში ჰა­ე­რი 95%-ით არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, რაც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მეტ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მარ­თუ­ლო­ბას, მა­გა­ლი­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, წვი­მი­სას მინა იწ­მინ­დე­ბო­დეს, მუშა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს მა­შუ­ქე­ბი, რო­მე­ლიც ღა­მით მოძ­რა­ო­ბი­სას უნდა ენ­თოს.

- ბოლო დროს მომ­რავ­ლდა აი­რის საწ­ვა­ვით მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. მათ პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ შე­ექ­მნე­ბათ ე.წ. ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გავ­ლი­სას?

- არა. ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა ე.წ. გა­ზის ბა­ლო­ნის მონ­ტაჟს, და­ზღვე­ვას და სხვ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა ეღირება ახალი სანომრე ნიშნები

რა ეღირება ახალი სანომრე ნიშნები

ახალ სანომრე ნიშნებთან, მართვის მოწმობებთან, ე.წ. ტექდათვალიერების ვალდებულების შემოღებასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა გაჩნდა. გვესაუბრება შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ოთარ დანელია:

- 2014 წლის შემოდგომიდან იგეგმება სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლა. ვადა გაუვიდა იმ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ძველი დიზაინის და ფორმის სანომრე ნიშნების შესყიდვა-დამზადება. თუმცა, ძველის ახლით შეცვლა სავალდებულო არ იქნება, მოქმედების ვადა 2030 წლამდე გაგრძელდება... შსს-ს მომსახურების სააგენტო საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს. მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს. ახალი სანომრე ნიშანი ძველზე უკეთესი იქნება ფერთა შეხამებით, არეკვლის კოეფიციენტით, ალუმინის და მასზე დატანილი წარწერის ხარისხით, დამცავი ჰოლოგრამებით თუ ევროსტანდარტების შესაბამისი სხვა მექანიზმებით.

- თუ ავტომობილის მფლობელს 2030 წლამდე მოესურვა ძველი, უფასო სანომრე ნიშნის ახალზე გადაცვლა, თანხა დამატებით უნდა გადაიხადოს?

- ამისთვის უნდა გადაიხადოს ნომრის დაბეჭდვის (35 ლარი) და ახალი რეგისტრაციის მოწმობის საფასური (ასევე 35 ლარი).

ფასიანი ნომრის აღების შემთხვევაში კი მხოლოდ 35 ლარს - ახალი რეგისტრაციის საფასურს გადაიხდის და მიიღებს იმავე ღირებულების ნომერს, რაც მანამდე ჰქონდა. (არ იხდის ნომრის დაბეჭდვის საფასურს).

- ე.წ. ტექდათვალიერების ვალდებულების შემოღებასთან დაკავშირებით (რაც 2015 წლიდან სავალდებულო გახდება) დიდი სჯა-ბაასია. ბევრი ამბობს, რომ ეს კორუფციულ გარიგებებთან იქნება დაკავშირებული...

- თავის დროზე ტექდათვალიერების ვალდებულების გაუქმება მოსახლეობის გულის მოგებასა და დივიდენდების მიღებასთან იყო დაკავშირებული. გავიხსენოთ: კორუფციის წყარო იყო მართვის მოწმობის აღებაც - 100 დოლარად ყიდულობდნენ, ავტომობილის გადაფორმებასაც ახლდა ასეთი გარიგება. ეს ყველაფერი მოისპო! მაშ, მაინცდამაინც ტექდათვალიერებისას რატომ იჩენს თავს კორუფცია? თანაც ჩვენ გვაქვს ტექდათვალიერების თანამედროვე სისტემა - ავტომობილი მიერთებული იქნება ინფრასტრუქტურულად გამართულ სისტემაზე, რომელიც ინტეგრირებულია ბაზასთან, სადაც ყველა ინფორმაცია იყრის თავს. ე.ი. მთელი ეს ინფორმაცია ელექტრონულად აიტვირთება. შესაბამისად, დასკვნაში კალმით არ ჩაიწერება სიტყვები: "დადებითი" ან "უარყოფითი". ტექდათვალიერების მაგივრად ჯობს გამოვიყენოთ ტერმინი - "გზისთვის ვარგისიანობის ინსპექტირება", რაც უფრო სწორი იქნება.

- "გზისთვის ვარგისიანობის" განსაზღვრისას რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი?

- ახლა ვმუშაობთ კრიტერიუმების განსაზღვრაზე. ვითვალისწინებთ იმას, რომ ავტოპარკში საკმაოდ მოძველებული ავტომობილებია. მათ განახლებას წლები დასჭირდება. ინსპექტირებისას პრობლემა არც ერთ ავტომობილს არ შეექმნება, თუკი ის გამართულად იმუშავებს და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. თუმცა, ახალთახალ ავტომობილს სამი წელი არ დასჭირდება ე.წ. ტექნიკური დათვალიერება, სამიდან შვიდ წლამდე ავტომობილისთვის ორ წელიწადში ერთხელ იქნება აუცილებელი ეს პროცედურა, 7 წლის და მეტი ხნისას კი ყოველ წელს უნდა ჩაუტარდეს.

სტატისტიკური მონაცემებით, ავტომობილების გაუმართაობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. უფრო თუ დავაზუსტებ, ავტოსაგზაო შემთხვევების 30%-მდე სწორედ ავტომობილთა ტექნიკური გაუმართაობის ბრალია.

- რა ეღირება ე.წ. ტექდათვალიერება?

- სულ რაღაც 48 ლარი.

- კატალიზატორი ყველა ავტომობილისთვის აუცილებელი გახდება? თუ ასეა, ძველ ავტომობილებს მათ დასაყენებლად ფულის გადახდა მოუწევთ.

- როგორც გითხარით, კრიტერიუმების დადგენაზე ამჟამად ვმუშაობთ, ჯერჯერობით ვერ გიპასუხებთ, თუმცა განვმარტავ: ერთი მხრივ, ჩვენ ვიზრუნებთ ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე, მეორე მხრივ კი იმაზე, რომ გამონაბოლქვის კოეფიციენტი დადგენილ ნორმას შეესაბამებოდეს. დღეს დედაქალაქში ჰაერი 95%-ით არის დაბინძურებული, რაც სხვადასხვა დაავადების მიზეზი ხდება. ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება მეტ ყურადღებას საჭიროებს. რაც შეეხება ავტომობილის გამართულობას, მაგალითად, აუცილებელია, წვიმისას მინა იწმინდებოდეს, მუშა მდგომარეობაში იყოს მაშუქები, რომელიც ღამით მოძრაობისას უნდა ენთოს.

- ბოლო დროს მომრავლდა აირის საწვავით მომუშავე ავტომობილები. მათ პრობლემები ხომ არ შეექმნებათ ე.წ. ტექდათვალიერების გავლისას?

- არა. ყურადღება მიექცევა ე.წ. გაზის ბალონის მონტაჟს, დაზღვევას და სხვ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია