ჯონ ქერიმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უარი თქვა

ჯონ ქერიმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უარი თქვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე, ვიდრე მოსკოვი უკრაინაში კრიზისის მოგვარების თაობაზე აშშ-ის წინადადებით არ დაინტერესდება. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს განუცხადა, ყირიმში მოსკოვის სამხედრო ინტერვენციამ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების გამართვა უკიდურესად გაართულა.

ამასთან, აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, თუ ყირიმის რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი მაინც ჩატარდება, სალაპარაკო კიდევ უფრო ცოტა იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, უკრაინაში შექმნილი ვითარების თაობაზე, საკონსულტაციოდ სერგეი ლავროვმა გასულ კვირას მიიწვია, თუმცა მოგვიანებით ჯონ ქერიმ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარში პუტინთან შეხვედრაზე უარი თქვა.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა