სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი მრავალშვილიანი დედა, რომელიც შვილებს ყიდის - "ჩემი ოჯახის გადასარჩენად ვიბრძვი"
ქართველი მრავალშვილიანი დედა, რომელიც შვილებს ყიდის - "ჩემი ოჯახის გადასარჩენად ვიბრძვი"

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მის არ­ქი­ვე­ბი­დან. ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნალ "გზის" 2001 წლის პუბ­ლი­კა­ცი­ას

***

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა. მას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი და ორი ვაჟი ჰყავს. მისი უფ­რო­სი ვაჟი ჯერ მხო­ლოდ ოც­და­ო­რი წლი­საა და უკვე მე­სა­მე შვი­ლის და­ბა­დე­ბას ელო­დე­ბა. ერთი შე­ხედ­ვით, იშ­ვი­ა­თი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ არა დიდი სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­საც ოჯა­ხის უფ­რო­სი ქალ­ბა­ტო­ნი, ნარ­გი­ზა გულ­ში ინა­ხავს. ბოლო ათი წლის მან­ძილ­ზე მან ოთხი ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა და გა­აშ­ვი­ლა, უფრო ზუს­ტად რომ ვთქვათ - გა­ყი­და. თი­თო­ე­ულ­ში მხო­ლოდ 500 დო­ლა­რამ­დე გა­და­უ­ხა­დეს. მეტი თა­ვა­დაც არ მო­უ­თხო­ვია. ეს ამ­ბა­ვი ზოგს შე­იძ­ლე­ბა არც გა­უკ­ვირ­დეს, რად­გან, რო­გორც თა­ვად ნარ­გი­ზამ მი­თხრა, თურ­მე მის მსგავ­სად სხვა ქა­ლე­ბიც იქ­ცე­ვი­ან... თურ­მე ასე­თი ქა­ლე­ბის რი­ცხვი იმ­დე­ნად დი­დია, რომ უკვე კლი­ენ­ტის მო­ძებ­ნაც კი უჭირთ...

მი­ჭირს შე­კი­თხვის დას­მა, არ ვიცი, სა­ი­დან და­ვი­წყო. იქ­ნებ ის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ რამ აი­ძუ­ლა ხუთი შვი­ლის დედა, ბავ­შვი გა­ეშ­ვი­ლე­ბი­ნა... ან იქ­ნებ ის არის მთა­ვა­რი, რო­გორ შეძ­ლო ქალ­მა ოთხი შვი­ლის გა­ყიდ­ვა... ფაქ­ტი ერ­თია - ჩემ წინ ზის ნამ­დვი­ლი მშრო­მე­ლი ქალი, სა­ხე­გა­რუ­ჯუ­ლი, გა­დაღ­ლი­ლი, და­ხეთ­ქილ­ხე­ლე­ბი­ა­ნი, სი­ნა­ნუ­ლით სავ­სე სა­ხით. მე არ ვიცი, რას ვგრძნობ მის მი­მართ, არც ის ვიცი, რო­გორ გან­სჯის მას მკი­თხვე­ლი, თუმ­ცა, ნარ­გი­ზას ეს არ აღელ­ვებს, ის იმა­ზე უფრო წუხს, ბოლო დროს რომ მე­ძა­ვე­ბი მომ­რავ­ლდნენ, რომ გა­ირ­ყვნა ქვე­ყა­ნა და ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბი ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბის შე­ნახ­ვას... მეც ამით ვსარ­გებ­ლობ და ვე­კი­თხე­ბი:

- თქვე­ნი ქმა­რი რო­გო­რი კა­ცია? იცის, ბავ­შვის გა­საშ­ვი­ლებ­ლად რომ ხართ ჩა­მო­სუ­ლი?

- მე და ჩემ­მა ქმარ­მა ერ­თმა­ნე­თი მა­შინ შე­ვიყ­ვა­რეთ როცა ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, ეზო­ში ტიტ­ლი­კა­ნე­ბი დავ­რბო­დით და არ ვი­ცო­დით, სირ­ცხვი­ლი რა იყო. როცა შე­ვუღლდით, მე თვრა­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, ის - ოცის. კარ­გად არა­სო­დეს გვი­ცხოვ­რია, მაგ­რამ ჩვე­ნი შრო­მით კარ­გი ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით. წლის­თავ­ზე ტყუ­პი ვაჟი შეგ­ვე­ძი­ნა. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და მათი გაზ­რდა - სულ ავად­მყო­ფობ­დნენ. დე­დამ­თი­ლი მეხ­მა­რე­ბო­და. დი­ლით რომ ყა­ნა­ში წა­ვი­დო­დი, ბავ­შვებს მას­თან ვტო­ვებ­დი. იქ შე­მო­მეს­მე­ბო­და ხოლ­მე მათი ტი­რი­ლი, გა­მოვ­ვარ­დე­ბო­დი, მო­ვა­წო­ვებ­დი ძუ­ძუს და ისევ უკან გავ­რბო­დი. ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და ვუძ­ლებ­დი მძი­მე შრო­მას. ქმა­რიც მეხ­მა­რე­ბო­და. მხო­ლოდ იმას აკე­თებ­და, რაც მე მე­სი­ა­მოვ­ნე­ბო­და. ოც­და­სა­მი წე­ლია ერ­თად ვცხოვ­რობთ, ჯერ მის­გან გული არ მტკე­ნია. რა თქმა უნდა, იცის, ახლა აქ რომ ვარ და უკვე მე­ხუ­თე ბავ­შვის გა­საშ­ვი­ლებ­ლად ვემ­ზა­დე­ბი. ამას ჩემი ნე­ბით ვა­კე­თებ, ქმარს კი არ და­უ­ძა­ლე­ბია...

- საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა ხართ და უკვე მე­ა­თე მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბით. ოც­და­სამ წე­ლი­წად­ში ათი ბავ­შვის გა­ჩე­ნა იოლი საქ­მე არ არის. რო­გორც გა­ვი­გე, მგო­ნი, ახლა შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც ზრდით. რო­გორ უძ­ლებთ ასეთ დატ­ვირ­თვას?

- შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მე გავ­ზარ­დე. რძა­ლი აკ­ვან­თან არ მი­მი­კა­რე­ბია. ის სტუ­დენ­ტია, მალე მე­სა­მე ბავ­შვს გა­ა­ჩენს, თა­ნაც ნაზი გო­გოა, უძი­ლო­ბას ვერ იტანს. მე კი ხა­რი­ვით ჯან­მრთე­ლი ვარ. ორ­მოც­და­ერ­თი წლის გავ­ხდი და ჯერ კბი­ლიც არ მტკე­ნია. სურ­დო ბო­ლოს მა­შინ მქონ­და, ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლი რომ გა­ვა­ჩი­ნე, ის კი უკვე სკო­ლას ამ­თავ­რებს. ქალს თუ კარ­გი ქმა­რი ჰყავს, ქალი თუ სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სით­ბო­თია გა­რე­მო­ცუ­ლი, ბევრ რა­მეს გა­უძ­ლებს...

- რა­ტომ დად­გა თქვენს ოჯახ­ში ბავ­შვის გა­ყიდ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა?

- თქვენ ცუდ შე­კი­თხვებს მის­ვამთ. გინ­დათ, ისე გა­მო­იყ­ვა­ნოთ, თით­ქოს ბავ­შვე­ბით ვვაჭ­რობ­დე. ეს არის ტყუ­ი­ლი. სი­მარ­თლე ის არის, რომ მე ჩემი ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად ვიბ­რძვი... ამ ათი წლის წინ როცა მო­სა­ვა­ლი არ მო­ვი­და, წყალ­დი­დო­ბამ, მერე კი გვალ­ვამ, სი­მინ­დი გა­ა­ფუ­ჭა, მთე­ლი ზამ­თა­რი შვი­ლებს ტყე­მალს ვაჭ­მევ­დი. და­ხა­ლო­ე­ბით თე­ბერ­ვლის ბო­ლოს კი მივ­ხვდი, ორ­სუ­ლად რომ ვი­ყა­ვი. ფულს სად ვი­შო­ვი­დი აბორ­ტის­თვის?! ჩვენს სო­ფელ­ში ახ­ლაც ისე უჭირს ხალ­ხს, პურს ვერ ყი­დუ­ლო­ბენ. რა­ტომ უნდა მეთ­ქვა ქმრის­თვის ეს ამ­ბა­ვი?! ისე­დაც ნერ­ვი­უ­ლობ­და, ღა­მე­ე­ბი არ ეძი­ნა. შე­მე­შინ­და, თავი არ მო­იკ­ლას-მეთ­ქი... წო­ნა­ში რომ ვი­მა­ტებ­დი, ეს არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია: ისე­დაც მსუ­ქა­ნი ვარ... მშო­ბი­ა­რო­ბის დრომ რომ მო­მი­წია, თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი, ვი­თომ კვერ­ცხის გა­სა­ყი­დად. მი­ვე­დი ნა­თე­სა­ვებ­თან ტი­რი­ლით: მიშ­ვე­ლეთ, და­მეხ­მა­რეთ, ბავ­შვით სო­ფელ­ში ვერ ჩა­ვალ-მეთ­ქი. ორი დღის შემ­დეგ უც­ნო­ბი ქალი მო­იყ­ვა­ნეს. მშო­ბი­ა­რო­ბის ფულს ეს გა­და­იხ­დის, სა­მა­გი­ე­როდ, ბავ­შვი მას უნდა მი­აშ­ვი­ლოო - ამისხნა მას­პინ­ძელ­მა. შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თქე. ისე მოხ­და, რომ იმ სა­ღა­მოს ვიმ­შო­ბი­ა­რე, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე იოლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მე მე­გო­ნა. მე­ო­რე დღეს­ვე ექთან­მა მი­თხრა: შე­გიძ­ლია წახ­ვი­დე, ამ პა­ლა­ტა­ში ის ქალი უნდა და­ვაწ­ვი­ნო, ვი­საც ბავ­შვი მი­აშ­ვი­ლეო. თავს კარ­გად ვგრძნობ­დი, ჩი­ტი­ვით ვი­ყა­ვი. დავ­ბრუნ­დი ჩემს ნა­თე­სა­ვებ­თან. მათ ასი დო­ლა­რი მომ­ცეს - იმ კე­თილ ქალს და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ჩემ­თვის, ვი­საც ბავ­შვი მი­ვე­ცი.

- ასე მგო­ნია, ძა­ლი­ან იო­ლად დათ­მეთ შვი­ლი. მა­ო­ცებს თქვე­ნი სიმ­შვი­დე. ნუთუ არ გა­გიჩ­ნდათ სურ­ვი­ლი, ახალ­შო­ბი­ლი აღარ გა­გეშ­ვი­ლე­ბი­ნათ?

- თქვენ გინ­დათ, ტი­რი­ლით გი­ამ­ბოთ ეს ამ­ბა­ვი? სი­ნამ­დვი­ლე­ში მე არ მი­ტი­რია, ერთი ცრემ­ლიც არ ჩა­მომ­ვარ­დნია, ცრემ­ლი გამ­შრა­ლი მქონ­და... მე, ხუთი შვი­ლის დე­დამ, მე­ექ­ვსე შვი­ლი გუ­ლი­დან მო­ვიგ­ლი­ჯე. რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ მკი­თხოთ, თუ ინა­ნე­თო?! გაზ­რდი­ლი შვი­ლე­ბი შიმ­ში­ლით მე­ხო­ცე­ბოდ­ნენ, ჩვი­ლის გაზ­რდას რო­გორ­ღა შევ­ძლებ­დი?! ალ­ბათ მე ის უნა­ხა­ვი შვი­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და, რად­გან იმ ცხოვ­რე­ბის­თვის ვერ გა­ვი­მე­ტე, რო­მე­ლიც ჩემს ხუთ შვილს შე­ვუქ­მე­ნით მე და ჩემ­მა ქმარ­მა.

- ქმა­რი ვე­რა­ფერს მიხ­ვდა?

- რო­გორც კი სახ­ლში დავ­ბრუნ­დი, მკი­თხა: ბავ­შვი რა უყა­ვიო. თურ­მე შე­უმ­ჩნე­ვია, ფეხ­მძი­მედ რომ ვი­ყა­ვი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ქმარ­მა რომ დახ­მა­რე­ბის ხელი ვერ გა­მო­მი­წო­და. კაც­მა, რო­მელ­მაც შვი­ლე­ბის­თვის მუხლჩა­უხ­რე­ლად იშ­რო­მა, მე­ექ­ვსე შვილ­ზე უარი თქვა, რად­გან მის შრო­მას სარ­გე­ბე­ლი აღარ მოჰ­ქონ­და, მისი შრო­მით ოჯა­ხი ვე­ღარ იკ­ვე­ბე­ბო­და, ბავ­შვე­ბი მშივ­რე­ბი იყ­ვნენ... ორი­ვე უბე­დუ­რე­ბი და სა­ცო­და­ვე­ბი ვი­ყა­ვით. როცა ერ­თად ვწვე­ბო­დით, ხმას არ ვი­ღებ­დით, რად­გან ვი­ტან­ჯე­ბო­დით, სა­ტან­ჯვე­ლი კი იმ­დე­ნად დიდი იყო, სი­ტყვე­ბით ერ­თმა­ნეთს ვერ ვუ­ზი­ა­რებ­დით... ერთი თვე ასე გა­მე­ხე­ბულ­მა იარა ჩემ­მა ქმარ­მა, მერე ცულს ხელი და­ავ­ლო, გა­ვარ­და ბა­ღის ბო­ლოს, დადო ჯირკზე ხელი და ორი თითი სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­იჭ­რა... გა­და­ი­რივ­ნენ ბავ­შვე­ბი. ატე­ხეს წი­ვილ-კი­ვი­ლი. დღემ­დე ვერ ხვდე­ბი­ან, რა­ტომ მო­იქ­ცა მათი მამა ასე, მხო­ლოდ მე ვიცი ამ საქ­ცი­ე­ლის მი­ზე­ზი. შვი­ლის გაშ­ვი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი ეცო­ტა­ვა, სული და გული კი სტკი­ო­და, მაგ­რამ სხე­უ­ლიც უნ­დო­და, რომ სტკე­ნო­და...

- შემ­დეგ რა მოხ­და? რა­ტომ­ღა გა­აშ­ვი­ლეთ კი­დევ ერთი ბავ­შვი?

- ასი დო­ლა­რი მალე დავ­ხარ­ჯეთ. ისევ მშივ­რე­ბი დავ­რჩით. მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ორ თვეს გვე­ყო, ზამ­თარს კი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, დიდი კუჭი აქვს. ერთ დღეს ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ თბი­ლი­სი­დან - აი, ისი­ნი, ვისი ოჯა­ხი­და­ნაც ჩემი ბავ­შვი გა­ვაშ­ვი­ლეთ. რო­გორც კი შე­მომ­ხე­დეს, თქვეს: შენ ნამ­დვი­ლად ფეხ­მძი­მედ ხარო. ვი­უ­ა­რე, მაგ­რამ ორი თვის მერე გა­ირ­კვა, რომ ოთხი თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი. უკვე ჩემი ნე­ბით გა­დავ­წყვი­ტე, ვინ­მე მე­ნა­ხა, ვინც ფულს გა­და­მიხ­დი­და. ისევ ნა­თე­სა­ვე­ბის და­მეხ­მარ­ნენ და მო­ნა­ხეს ოჯა­ხი რო­მე­ლიც ხუ­თას დო­ლარს მომ­ცემ­და და მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯებ­საც სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღებ­და, თუ გო­გოს გა­ვა­ჩენ­დი. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ვიმ­შო­ბი­ა­რე. ტყუ­პი ბიჭი შე­მე­ძი­ნა, რო­გორც იცით, მე სხალ­ში მყავს ტყუ­პი ბიჭი. კლი­ენ­ტი დავ­კარ­გე - ბი­ჭის აყ­ვა­ნა­ზე ვე­რაფ­რით და­ვი­თან­ხმე, ბავ­შვებს ხომ არ გა­დავ­ყრი­დი?! გა­დავ­წყვი­ტე, სო­ფელ­ში წა­მეყ­ვა­ნა. ამ დროს ვი­ღაც კაცი მო­ვი­და და მი­თხრა: ჩემ­მა რძალ­მა წუ­ხელ იმ­შო­ბი­ა­რა, მკვდა­რი ბავ­შვი და­ი­ბა­და, შენს ორი­ვე ბიჭს წა­ვიყ­ვანთ და ათას დო­ლარს გა­და­გიხ­დი­თო. დავ­თან­ხმდი. ერთ ბიჭს ლაშა-გი­ორ­გი და­არ­ქვეს, მე­ო­რეს - უბ­რა­ლოდ, გი­ორ­გი. ის ბავ­შვე­ბი არ მი­ნა­ხავს, უარი ვთქვი: არ შე­მეძ­ლო მათი ნახ­ვა.

- ისევ არ გი­ტი­რი­ათ?

- სხვა­თა შო­რის, რომ და­ვი­ბა­დე, თურ­მე არც მა­შინ და­მი­წყია ტი­რი­ლი. ბევ­რი მირ­ტყეს, ორი თი­თით, ფე­ხის გუ­ლებ­ზე, მაგ­რამ ხმა ვერ ამო­მა­ღე­ბი­ნეს. ეს დე­და­ჩე­მის­გან მახ­სოვს...

- მე­ო­თხე­დაც იმი­ტომ გა­ა­ჩი­ნეთ და გა­აშ­ვი­ლეთ ბავ­შვი, რომ ფული გჭირ­დე­ბო­დათ?

- არა. უბ­რა­ლოდ, ჩემს შვილს ცოლი მოჰ­ყავ­და, რომ გა­ვი­გე - ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, რძალს სახ­ლში ჩვი­ლი ბავ­შვით ხომ არ დავ­ხვდე­ბო­დი?! აბორ­ტიც დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ისევ უშ­ვი­ლო წყვი­ლი მო­მე­ძებ­ნა...

- თქვენ მიერ გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ოთხი­ვე ბავ­შვი სა­ი­მე­დო ხელ­შია?

- კი. ისი­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი ქნე­ბი­ან. მათ მზრუნ­ვე­ლო­ბა და ალერ­სი არ მო­აკ­ლდე­ბათ. ოთხი­ვე შეძ­ლე­ბულ­მა ოჯა­ხებ­მა იშ­ვი­ლეს. მე ყო­ველ­თვის თვალ­ყურს მი­ვა­დევ­ნებ მათ ცხოვ­რე­ბას. ღმერ­თი ისე არ გამ­წი­რავს, რო­მე­ლი­მეს რა­ი­მე რომ გა­უ­ჭირ­ვოს. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, იმ ბავ­შვებს ეტ­კი­ნე­ბათ რამე, რომ­ლე­ბიც გა­ვაშ­ვი­ლე, თუ იმათ, როლ­მე­ბიც სახ­ლში მყვა­ნან - ყვე­ლა­ნი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. ათი­ვე­ნი რომ ჩემ­თან იყ­ვნენ, ახლა გმი­რი დედა ვიქ­ნე­ბო­დი... მე მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ვარ. ცხრა­ვე შვი­ლი ჯან­მრთე­ლი და ერ­თმა­ნეთ­ზე ლა­მა­ზე­ბი არი­ან. მე­ა­თეს ამ დღე­ებ­ში გა­ვა­ჩენ. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, გოგო და­ი­ბა­დე­ბა.

- გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი­დან ძუძუ არც ერ­თის­თვის არ გი­წო­ვე­ბი­ათ?

- მე­ო­თხე ბავ­შვი რომ გა­ვაშ­ვი­ლე და სახ­ლში დავ­ბრუნ­დი, თავს ცუ­დად ვგრძნობ­დი: მუ­შა­ო­ბა არ შე­მეძ­ლო, მალე ვიღ­ლე­ბო­დი. სულ ცუ­დის მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვი. ორი თუ სამი თვის შემ­დეგ კი, უც­ნა­უ­რი რამ და­მე­მარ­თა: ძუ­ძუ­ე­ბი ამეწ­ვა, გე­გო­ნე­ბო­დათ, ცე­ცხლი უკი­დი­აო, ისე მქონ­და გა­წით­ლე­ბუ­ლი, თან, რძეც ვერ გა­ვიბ­რუ­ნე უკნა. მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე ჩე­მით ვიწ­ვე­ლი­დი. გა­ვავ­სებ­დი ჭი­ქას და გა­და­ვაქ­ცევ­დი. ბავ­შვი სა­დღა იყო, რომ მის­თვის მეჭ­მია... ავ­ფო­რი­აქ­დი, ქმარ-შვილს ვუ­თხა­რი - ექიმ­თან უნდა წა­ვი­დე, ცუ­დად ვარ-მეთ­ქი. ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, მი­ვე­დი იმ ოჯახ­ში, სა­ი­და­ნაც ბავ­შვი წა­იყ­ვა­ნეს... ნამ­დვი­ლად ის ბავ­შვი ცუ­დად არის-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი მას­პინ­ძელს. და­მე­თან­ხმა. სა­ღა­მოს გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი მო­იყ­ვა­ნეს ჩემ­თან. თურ­მე სულ ტი­რო­და, საჭ­მელს არ ჭამ­და. წო­ნა­ში არ იმა­ტებ­და, რა­საც შე­ჭამ­და, უკან იღებ­და. მე რად­გან ძუ­ძუ­ში რძე ისევ მქონ­და, შევ­თა­ვა­ზე მის მშობ­ლებს - თუ გინ­დათ, ძუ­ძუს მო­ვა­წო­ვებ-მეთ­ქი. ბავ­შვე­ბი სა­წო­ვა­რას რომ მი­ეჩ­ვე­ვი­ან, ძუ­ძუს პირს აღარ ჰკი­დე­ბენ, მან კი ენერ­გი­უ­ლად ჩა­ით­რია პირ­ში ჩემი ძუძუ და და­ი­წყო წოვა... ერთი თვე ვა­წო­ვე ძუძუ და ისე მო­ვა­კე­თე, მშობ­ლებ­მა გა­ო­ცე­ბის­გან პირი და­ა­ღეს...

- ერთი თვე ბავ­შვს ძუძუ აჭა­მეთ და მა­ინც დათ­მეთ? რო­გორ­ღა მო­იგ­ლი­ჯეთ გუ­ლი­დან?

- მშობ­ლე­ბი არ მი­ტო­ვებ­დნენ. მოჰ­ყავ­დათ მხო­ლოდ მა­შინ, როცა ჭა­მას ითხოვ­და. დღე-ღა­მე­ში ხან­და­ხან ათ­ჯერ მა­ინც მო­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე. როცა ძუ­ძუს ვა­წო­ვებ­დი, სა­ხე­ზე ცხვირ­სა­ხოცს ვა­ფა­რებ­დი, რომ არ დამ­მახ­სოვ­რე­ბო­და...

- რომ არ შეგ­ყვა­რე­ბო­დათ?

- დე­დას შვი­ლი იმ წუ­თი­დან უყ­ვარს, როცა მის მოძ­რა­ო­ბას სა­კუ­თარ სხე­ულ­ში გრძნობს... ტკი­ვი­ლე­ბის­გან გა­ტან­ჯუ­ლი, რო­გორც კი ახალ­შო­ბი­ლის ტი­რილს გა­ი­გო­ნებს, მა­შინ­ვე ყვე­ლა­ფე­რი ავი­წყდე­ბა და მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნიც­დის. მეც ოთხი­ვე ბავ­შვი, რო­მე­ლიც გა­ვაშ­ვი­ლე, მუ­ცელ­ში­ვე შე­ვიყ­ვა­რე. სხვა­თა შო­რის, ოთხი­ვე ბი­ჭია, სამ მათ­განს ახალ­მა მშობ­ლებ­მა გი­ორ­გი და­არ­ქვეს, მე­ო­თხეს ლუკა ჰქვია. სწო­რედ ლუ­კას ვა­წო­ვე ძუძუ.

- ძა­ლი­ან მი­ჭირს თქვე­ნი გა­გე­ბა... არ მეს­მის თქვე­ნი...

- მე მხო­ლოდ უფა­ლი გა­მი­გებს, როცა მის სამ­სჯარ­ვო­ზე წარვდგე­ბი.

ლელა ჭან­კო­ტა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#42 18.10.2001

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი მრავალშვილიანი დედა, რომელიც შვილებს ყიდის - "ჩემი ოჯახის გადასარჩენად ვიბრძვი"

ქართველი მრავალშვილიანი დედა, რომელიც შვილებს ყიდის - "ჩემი ოჯახის გადასარჩენად ვიბრძვი"

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემის არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2001 წლის პუბლიკაციას

***

ჩემი რესპონდენტი მრავალშვილიანი დედაა. მას სამი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი ჯერ მხოლოდ ოცდაორი წლისაა და უკვე მესამე შვილის დაბადებას ელოდება. ერთი შეხედვით, იშვიათი ბედნიერებაა, რომ არა დიდი საიდუმლო, რომელსაც ოჯახის უფროსი ქალბატონი, ნარგიზა გულში ინახავს. ბოლო ათი წლის მანძილზე მან ოთხი ბავშვი გააჩინა და გააშვილა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - გაყიდა. თითოეულში მხოლოდ 500 დოლარამდე გადაუხადეს. მეტი თავადაც არ მოუთხოვია. ეს ამბავი ზოგს შეიძლება არც გაუკვირდეს, რადგან, როგორც თავად ნარგიზამ მითხრა, თურმე მის მსგავსად სხვა ქალებიც იქცევიან... თურმე ასეთი ქალების რიცხვი იმდენად დიდია, რომ უკვე კლიენტის მოძებნაც კი უჭირთ...

მიჭირს შეკითხვის დასმა, არ ვიცი, საიდან დავიწყო. იქნებ ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამ აიძულა ხუთი შვილის დედა, ბავშვი გაეშვილებინა... ან იქნებ ის არის მთავარი, როგორ შეძლო ქალმა ოთხი შვილის გაყიდვა... ფაქტი ერთია - ჩემ წინ ზის ნამდვილი მშრომელი ქალი, სახეგარუჯული, გადაღლილი, დახეთქილხელებიანი, სინანულით სავსე სახით. მე არ ვიცი, რას ვგრძნობ მის მიმართ, არც ის ვიცი, როგორ განსჯის მას მკითხველი, თუმცა, ნარგიზას ეს არ აღელვებს, ის იმაზე უფრო წუხს, ბოლო დროს რომ მეძავები მომრავლდნენ, რომ გაირყვნა ქვეყანა და ქართველი კაცები ვეღარ ახერხებენ თავიანთი ოჯახების შენახვას... მეც ამით ვსარგებლობ და ვეკითხები:

- თქვენი ქმარი როგორი კაცია? იცის, ბავშვის გასაშვილებლად რომ ხართ ჩამოსული?

- მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთი მაშინ შევიყვარეთ როცა ძალიან პატარები ვიყავით, ეზოში ტიტლიკანები დავრბოდით და არ ვიცოდით, სირცხვილი რა იყო. როცა შევუღლდით, მე თვრამეტი წლის ვიყავი, ის - ოცის. კარგად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ ჩვენი შრომით კარგი ოჯახი შევქმენით. წლისთავზე ტყუპი ვაჟი შეგვეძინა. ძალიან გამიჭირდა მათი გაზრდა - სულ ავადმყოფობდნენ. დედამთილი მეხმარებოდა. დილით რომ ყანაში წავიდოდი, ბავშვებს მასთან ვტოვებდი. იქ შემომესმებოდა ხოლმე მათი ტირილი, გამოვვარდებოდი, მოვაწოვებდი ძუძუს და ისევ უკან გავრბოდი. ახალგაზრდა ვიყავი და ვუძლებდი მძიმე შრომას. ქმარიც მეხმარებოდა. მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც მე მესიამოვნებოდა. ოცდასამი წელია ერთად ვცხოვრობთ, ჯერ მისგან გული არ მტკენია. რა თქმა უნდა, იცის, ახლა აქ რომ ვარ და უკვე მეხუთე ბავშვის გასაშვილებლად ვემზადები. ამას ჩემი ნებით ვაკეთებ, ქმარს კი არ დაუძალებია...

- საკმაოდ ახალგაზრდა ხართ და უკვე მეათე მშობიარობისთვის ემზადებით. ოცდასამ წელიწადში ათი ბავშვის გაჩენა იოლი საქმე არ არის. როგორც გავიგე, მგონი, ახლა შვილიშვილებსაც ზრდით. როგორ უძლებთ ასეთ დატვირთვას?

- შვილიშვილები მე გავზარდე. რძალი აკვანთან არ მიმიკარებია. ის სტუდენტია, მალე მესამე ბავშვს გააჩენს, თანაც ნაზი გოგოა, უძილობას ვერ იტანს. მე კი ხარივით ჯანმრთელი ვარ. ორმოცდაერთი წლის გავხდი და ჯერ კბილიც არ მტკენია. სურდო ბოლოს მაშინ მქონდა, ჩემი უმცროსი შვილი რომ გავაჩინე, ის კი უკვე სკოლას ამთავრებს. ქალს თუ კარგი ქმარი ჰყავს, ქალი თუ სიყვარულითა და სითბოთია გარემოცული, ბევრ რამეს გაუძლებს...

- რატომ დადგა თქვენს ოჯახში ბავშვის გაყიდვის საჭიროება?

- თქვენ ცუდ შეკითხვებს მისვამთ. გინდათ, ისე გამოიყვანოთ, თითქოს ბავშვებით ვვაჭრობდე. ეს არის ტყუილი. სიმართლე ის არის, რომ მე ჩემი ოჯახის გადასარჩენად ვიბრძვი... ამ ათი წლის წინ როცა მოსავალი არ მოვიდა, წყალდიდობამ, მერე კი გვალვამ, სიმინდი გააფუჭა, მთელი ზამთარი შვილებს ტყემალს ვაჭმევდი. დახალოებით თებერვლის ბოლოს კი მივხვდი, ორსულად რომ ვიყავი. ფულს სად ვიშოვიდი აბორტისთვის?! ჩვენს სოფელში ახლაც ისე უჭირს ხალხს, პურს ვერ ყიდულობენ. რატომ უნდა მეთქვა ქმრისთვის ეს ამბავი?! ისედაც ნერვიულობდა, ღამეები არ ეძინა. შემეშინდა, თავი არ მოიკლას-მეთქი... წონაში რომ ვიმატებდი, ეს არავის გაჰკვირვებია: ისედაც მსუქანი ვარ... მშობიარობის დრომ რომ მომიწია, თბილისში წამოვედი, ვითომ კვერცხის გასაყიდად. მივედი ნათესავებთან ტირილით: მიშველეთ, დამეხმარეთ, ბავშვით სოფელში ვერ ჩავალ-მეთქი. ორი დღის შემდეგ უცნობი ქალი მოიყვანეს. მშობიარობის ფულს ეს გადაიხდის, სამაგიეროდ, ბავშვი მას უნდა მიაშვილოო - ამისხნა მასპინძელმა. შვებით ამოვისუნთქე. ისე მოხდა, რომ იმ საღამოს ვიმშობიარე, ყველაფერი იმაზე იოლი აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა. მეორე დღესვე ექთანმა მითხრა: შეგიძლია წახვიდე, ამ პალატაში ის ქალი უნდა დავაწვინო, ვისაც ბავშვი მიაშვილეო. თავს კარგად ვგრძნობდი, ჩიტივით ვიყავი. დავბრუნდი ჩემს ნათესავებთან. მათ ასი დოლარი მომცეს - იმ კეთილ ქალს დაეტოვებინა ჩემთვის, ვისაც ბავშვი მივეცი.

- ასე მგონია, ძალიან იოლად დათმეთ შვილი. მაოცებს თქვენი სიმშვიდე. ნუთუ არ გაგიჩნდათ სურვილი, ახალშობილი აღარ გაგეშვილებინათ?

- თქვენ გინდათ, ტირილით გიამბოთ ეს ამბავი? სინამდვილეში მე არ მიტირია, ერთი ცრემლიც არ ჩამომვარდნია, ცრემლი გამშრალი მქონდა... მე, ხუთი შვილის დედამ, მეექვსე შვილი გულიდან მოვიგლიჯე. როგორ შეგიძლიათ მკითხოთ, თუ ინანეთო?! გაზრდილი შვილები შიმშილით მეხოცებოდნენ, ჩვილის გაზრდას როგორღა შევძლებდი?! ალბათ მე ის უნახავი შვილი ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან იმ ცხოვრებისთვის ვერ გავიმეტე, რომელიც ჩემს ხუთ შვილს შევუქმენით მე და ჩემმა ქმარმა.

- ქმარი ვერაფერს მიხვდა?

- როგორც კი სახლში დავბრუნდი, მკითხა: ბავშვი რა უყავიო. თურმე შეუმჩნევია, ფეხმძიმედ რომ ვიყავი. წარმოიდგინეთ, როგორ სიდუხჭირეში უნდა ვყოფილიყავით, ქმარმა რომ დახმარების ხელი ვერ გამომიწოდა. კაცმა, რომელმაც შვილებისთვის მუხლჩაუხრელად იშრომა, მეექვსე შვილზე უარი თქვა, რადგან მის შრომას სარგებელი აღარ მოჰქონდა, მისი შრომით ოჯახი ვეღარ იკვებებოდა, ბავშვები მშივრები იყვნენ... ორივე უბედურები და საცოდავები ვიყავით. როცა ერთად ვწვებოდით, ხმას არ ვიღებდით, რადგან ვიტანჯებოდით, სატანჯველი კი იმდენად დიდი იყო, სიტყვებით ერთმანეთს ვერ ვუზიარებდით... ერთი თვე ასე გამეხებულმა იარა ჩემმა ქმარმა, მერე ცულს ხელი დაავლო, გავარდა ბაღის ბოლოს, დადო ჯირკზე ხელი და ორი თითი საკუთარი ხელით მოიჭრა... გადაირივნენ ბავშვები. ატეხეს წივილ-კივილი. დღემდე ვერ ხვდებიან, რატომ მოიქცა მათი მამა ასე, მხოლოდ მე ვიცი ამ საქციელის მიზეზი. შვილის გაშვილებით გამოწვეული ტკივილი ეცოტავა, სული და გული კი სტკიოდა, მაგრამ სხეულიც უნდოდა, რომ სტკენოდა...

- შემდეგ რა მოხდა? რატომღა გააშვილეთ კიდევ ერთი ბავშვი?

- ასი დოლარი მალე დავხარჯეთ. ისევ მშივრები დავრჩით. მოსავალი მხოლოდ ორ თვეს გვეყო, ზამთარს კი, როგორც ამბობენ, დიდი კუჭი აქვს. ერთ დღეს ჩემი ნათესავები ჩამოვიდნენ თბილისიდან - აი, ისინი, ვისი ოჯახიდანაც ჩემი ბავშვი გავაშვილეთ. როგორც კი შემომხედეს, თქვეს: შენ ნამდვილად ფეხმძიმედ ხარო. ვიუარე, მაგრამ ორი თვის მერე გაირკვა, რომ ოთხი თვის ორსული ვიყავი. უკვე ჩემი ნებით გადავწყვიტე, ვინმე მენახა, ვინც ფულს გადამიხდიდა. ისევ ნათესავების დამეხმარნენ და მონახეს ოჯახი რომელიც ხუთას დოლარს მომცემდა და მშობიარობისთვის საჭირო ხარჯებსაც საკუთარ თავზე აიღებდა, თუ გოგოს გავაჩენდი. აგვისტოს ბოლოს ვიმშობიარე. ტყუპი ბიჭი შემეძინა, როგორც იცით, მე სხალში მყავს ტყუპი ბიჭი. კლიენტი დავკარგე - ბიჭის აყვანაზე ვერაფრით დავითანხმე, ბავშვებს ხომ არ გადავყრიდი?! გადავწყვიტე, სოფელში წამეყვანა. ამ დროს ვიღაც კაცი მოვიდა და მითხრა: ჩემმა რძალმა წუხელ იმშობიარა, მკვდარი ბავშვი დაიბადა, შენს ორივე ბიჭს წავიყვანთ და ათას დოლარს გადაგიხდითო. დავთანხმდი. ერთ ბიჭს ლაშა-გიორგი დაარქვეს, მეორეს - უბრალოდ, გიორგი. ის ბავშვები არ მინახავს, უარი ვთქვი: არ შემეძლო მათი ნახვა.

- ისევ არ გიტირიათ?

- სხვათა შორის, რომ დავიბადე, თურმე არც მაშინ დამიწყია ტირილი. ბევრი მირტყეს, ორი თითით, ფეხის გულებზე, მაგრამ ხმა ვერ ამომაღებინეს. ეს დედაჩემისგან მახსოვს...

- მეოთხედაც იმიტომ გააჩინეთ და გააშვილეთ ბავშვი, რომ ფული გჭირდებოდათ?

- არა. უბრალოდ, ჩემს შვილს ცოლი მოჰყავდა, რომ გავიგე - ფეხმძიმედ ვიყავი, რძალს სახლში ჩვილი ბავშვით ხომ არ დავხვდებოდი?! აბორტიც დაგვიანებული იყო, იძულებული გავხდი, ისევ უშვილო წყვილი მომეძებნა...

- თქვენ მიერ გაშვილებული ოთხივე ბავშვი საიმედო ხელშია?

- კი. ისინი ბედნიერები ქნებიან. მათ მზრუნველობა და ალერსი არ მოაკლდებათ. ოთხივე შეძლებულმა ოჯახებმა იშვილეს. მე ყოველთვის თვალყურს მივადევნებ მათ ცხოვრებას. ღმერთი ისე არ გამწირავს, რომელიმეს რაიმე რომ გაუჭირვოს. არა აქვს მნიშვნელობა, იმ ბავშვებს ეტკინებათ რამე, რომლებიც გავაშვილე, თუ იმათ, როლმებიც სახლში მყვანან - ყველანი ჩემი შვილები არიან. ათივენი რომ ჩემთან იყვნენ, ახლა გმირი დედა ვიქნებოდი... მე მაინც ბედნიერი ვარ. ცხრავე შვილი ჯანმრთელი და ერთმანეთზე ლამაზები არიან. მეათეს ამ დღეებში გავაჩენ. ისეთი შეგრძნება მაქვს, გოგო დაიბადება.

- გაშვილებული ბავშვებიდან ძუძუ არც ერთისთვის არ გიწოვებიათ?

- მეოთხე ბავშვი რომ გავაშვილე და სახლში დავბრუნდი, თავს ცუდად ვგრძნობდი: მუშაობა არ შემეძლო, მალე ვიღლებოდი. სულ ცუდის მოლოდინში ვიყავი. ორი თუ სამი თვის შემდეგ კი, უცნაური რამ დამემართა: ძუძუები ამეწვა, გეგონებოდათ, ცეცხლი უკიდიაო, ისე მქონდა გაწითლებული, თან, რძეც ვერ გავიბრუნე უკნა. მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემით ვიწველიდი. გავავსებდი ჭიქას და გადავაქცევდი. ბავშვი სადღა იყო, რომ მისთვის მეჭმია... ავფორიაქდი, ქმარ-შვილს ვუთხარი - ექიმთან უნდა წავიდე, ცუდად ვარ-მეთქი. ჩამოვედი თბილისში, მივედი იმ ოჯახში, საიდანაც ბავშვი წაიყვანეს... ნამდვილად ის ბავშვი ცუდად არის-მეთქი, ვუთხარი მასპინძელს. დამეთანხმა. საღამოს გაშვილებული ბავშვი მოიყვანეს ჩემთან. თურმე სულ ტიროდა, საჭმელს არ ჭამდა. წონაში არ იმატებდა, რასაც შეჭამდა, უკან იღებდა. მე რადგან ძუძუში რძე ისევ მქონდა, შევთავაზე მის მშობლებს - თუ გინდათ, ძუძუს მოვაწოვებ-მეთქი. ბავშვები საწოვარას რომ მიეჩვევიან, ძუძუს პირს აღარ ჰკიდებენ, მან კი ენერგიულად ჩაითრია პირში ჩემი ძუძუ და დაიწყო წოვა... ერთი თვე ვაწოვე ძუძუ და ისე მოვაკეთე, მშობლებმა გაოცებისგან პირი დააღეს...

- ერთი თვე ბავშვს ძუძუ აჭამეთ და მაინც დათმეთ? როგორღა მოიგლიჯეთ გულიდან?

- მშობლები არ მიტოვებდნენ. მოჰყავდათ მხოლოდ მაშინ, როცა ჭამას ითხოვდა. დღე-ღამეში ხანდახან ათჯერ მაინც მოდიოდნენ ხოლმე. როცა ძუძუს ვაწოვებდი, სახეზე ცხვირსახოცს ვაფარებდი, რომ არ დამმახსოვრებოდა...

- რომ არ შეგყვარებოდათ?

- დედას შვილი იმ წუთიდან უყვარს, როცა მის მოძრაობას საკუთარ სხეულში გრძნობს... ტკივილებისგან გატანჯული, როგორც კი ახალშობილის ტირილს გაიგონებს, მაშინვე ყველაფერი ავიწყდება და მხოლოდ ბედნიერებას განიცდის. მეც ოთხივე ბავშვი, რომელიც გავაშვილე, მუცელშივე შევიყვარე. სხვათა შორის, ოთხივე ბიჭია, სამ მათგანს ახალმა მშობლებმა გიორგი დაარქვეს, მეოთხეს ლუკა ჰქვია. სწორედ ლუკას ვაწოვე ძუძუ.

- ძალიან მიჭირს თქვენი გაგება... არ მესმის თქვენი...

- მე მხოლოდ უფალი გამიგებს, როცა მის სამსჯარვოზე წარვდგები.

ლელა ჭანკოტაძე

ჟურნალი "გზა"

#42 18.10.2001

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია