სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როდის დასრულდება ''ჩემი ცოლის დაქალები'' - ''ისევ ორ ოჯახს შუა ვიხლიჩები''
როდის დასრულდება ''ჩემი ცოლის დაქალები'' - ''ისევ ორ ოჯახს შუა ვიხლიჩები''

დიდი შვე­ბუ­ლე­ბის შემ­დეგ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ეკ­რან­ზე დაბ­რუნ­და და მო­ნატ­რე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლიც ახალ სე­რი­ებს ჩა­უჯ­და. ახალ სე­ზონ­ზე გა­მოჩ­ნდნენ ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, დაბ­რუნ­დნენ რე­ჟი­სორ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ძვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლი, წი­ნას­წარ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც, რომ "ბა­ბუ­ლი­კე­ბი" სე­რი­ალ­ში აღარ იქ­ნე­ბი­ან, ჯერ ისევ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. უც­ვლე­ლია სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი, უკვე 5 შვი­ლის მამა დათო. ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ შვე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ.

- ლე­ვან, საკ­მა­ოდ დიდი დას­ვე­ნე­ბა გა­მო­გი­ვი­და, რო­გორ გა­ა­ტა­რე ზამ­თრის შვე­ბუ­ლე­ბა?

- 4 დღე ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ყა­ვი. და­ნარ­ჩე­ნი დრო თით­ქმის მთლი­ა­ნად კა­ხეთ­ში, ჩემ­თან, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში გა­ვა­ტა­რე.

- დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან არის ჩვე­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც. ხომ არ იც­ნობ მას, მის ოჯახს?

- ირაკ­ლი ჩემ­ზე პა­ტა­რაა. ერთ სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დით. ჩემი უმ­ცრო­სი ძმის ხე­ლაა ზუს­ტად. პა­ტა­რა რა­ი­ო­ნია და იქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობს. ვიც­ნობ მა­საც და მის ოჯახ­საც.

- მას მერე, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და, თუ შეხ­ვედ­რი­ხართ ერ­თმა­ნეთს?

- არა, მას მერე არ შევ­ხვედ­რი­ვარ. რა­ი­ონ­ში თუ ვხე­დავ­დი ისე, შო­რი­დან.

- ნა­დი­რო­ბა გიყ­ვარს, ვიცი...

- ჰო, დე­დოფ­ლის­წყა­როს გარ­შე­მო ველი აკ­რავს და ბევ­რი სა­ნა­დი­რო ად­გი­ლია. უბ­რა­ლოდ, ახლა უამ­რა­ვი აკ­რძალ­ვაა და ნა­დი­რო­ბა ისე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო აღარ არის. მხო­ლოდ იხ­ვის მო­ნა­დი­რე­ბა შე­გიძ­ლია. მე­გობ­რებ­თან ერ­თად დავ­დი­ვარ ხოლ­მე, ჩემი რა­ი­ო­ნის ბი­ჭებ­თან, მო­ნა­დი­რე­ებ­თან ერ­თად.

- რა მო­ი­ნა­დი­რეთ?

- დიდი შე­ზღუდ­ვე­ბია. მხო­ლოდ გა­დამფრენ ფრინ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა ნა­დი­რო­ბა და ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია. სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა.

- ძაღ­ლი გყავს?

- კი, ლაბ­რა­დო­რი მყავს, მაგ­რამ ჩვე­ნი ძაღ­ლი არ ნა­დი­რობს.

- რა­ტომ?

- გაწ­ვრთნის ასა­კი გა­და­უც­და, ვერ გავ­ზარ­დეთ. ბას­ტი უკვე სამი წლი­საა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, მის­გან არა­ფე­რი გა­მო­ვა.

- აღარც სა­ნა­დი­როდ დაგ­ყავთ?

- არა, ეზა­რე­ბა (იცი­ნის). მო­ვუ­კა­ლით ნა­დი­რო­ბის ინ­სტინ­ქტი. 5-6 თვი­დან უნდა და­ი­წყო ძაღ­ლის გაწ­ვრთნა ამ მხრივ.

- ძაღლს სა­ნა­დი­როდ წას­ვლა ეზა­რე­ბო­დეს, პირ­ვე­ლად გა­ვი­გე. ვიცი, რომ ლაბ­რა­დო­რე­ბი კარ­გი მო­ნა­დი­რე­ე­ბი არი­ან.

- ჰო, 300-ზე მეტ სუნს არ­ჩევს ერ­თმა­ნე­თის­გან. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ზღვრებ­ზე ამ ჯიშს იყე­ნე­ბენ.

- ბას­ტი ოჯახ­ში ახლა რა ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს?

- რა ვიცი, მშვი­დია, ვუყ­ვარ­ვართ, გვცნობს, ერ­თგუ­ლია.

- ლე­ვან, ერთხელ გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" აღ­ნიშ­ნე, რომ შენი ცხოვ­რე­ბა სე­რი­ა­ლის გმი­რის, და­თოს ცხოვ­რე­ბას და­ემ­სგავ­სა. ვიცი, რომ შენ და მა­რი­ნა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობ­დით. რას გუ­ლის­ხმობ­დი მა­შინ, ქალ­მა გა­ა­ფუ­ჭა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა?

- არა. მე­სა­მე და მე­ო­თხე ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ ჩა­რე­უ­ლა. და­ემ­სგავ­სა იმ კუ­თხით, რომ ოჯახ­ში უთან­ხმო­ე­ბა გვქონ­და. ეს ამ­ბა­ვი ოთხ თვეს გაგ­რძელ­და. მა­რი­ნა მშობ­ლებ­თან იყო წა­სუ­ლი. ცოლ-ქმა­რი ხომ ჩხუ­ბობს ხოლ­მე. ეს იყო სულ, მეტი არა­ფე­რი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როდის დასრულდება ''ჩემი ცოლის დაქალები'' - ''ისევ ორ ოჯახს შუა ვიხლიჩები''

როდის დასრულდება ''ჩემი ცოლის დაქალები'' - ''ისევ ორ ოჯახს შუა ვიხლიჩები''

დიდი შვებულების შემდეგ ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეკრანზე დაბრუნდა და მონატრებული მაყურებელიც ახალ სერიებს ჩაუჯდა. ახალ სეზონზე გამოჩნდნენ ახალი პერსონაჟები, დაბრუნდნენ რეჟისორზე განაწყენებული ძველი მსახიობები, მაგალითად, ზუზუ ბეჟაშვილი, წინასწარ გაკეთებული განცხადებებიც, რომ ''ბაბულიკები'' სერიალში აღარ იქნებიან, ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უცვლელია სერიალის მთავარი გმირი, უკვე 5 შვილის მამა დათო. ლევან ყოჩიაშვილთან ინტერვიუ შვებულებაზე საუბრით დავიწყეთ.

- ლევან, საკმაოდ დიდი დასვენება გამოგივიდა, როგორ გაატარე ზამთრის შვებულება?

- 4 დღე ბაკურიანში ვიყავი. დანარჩენი დრო თითქმის მთლიანად კახეთში, ჩემთან, დედოფლისწყაროში გავატარე.

- დედოფლისწყაროდან არის ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც. ხომ არ იცნობ მას, მის ოჯახს?

- ირაკლი ჩემზე პატარაა. ერთ სკოლაში დავდიოდით. ჩემი უმცროსი ძმის ხელაა ზუსტად. პატარა რაიონია და იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ვიცნობ მასაც და მის ოჯახსაც.

- მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, თუ შეხვედრიხართ ერთმანეთს?

- არა, მას მერე არ შევხვედრივარ. რაიონში თუ ვხედავდი ისე, შორიდან.

- ნადირობა გიყვარს, ვიცი...

- ჰო, დედოფლისწყაროს გარშემო ველი აკრავს და ბევრი სანადირო ადგილია. უბრალოდ, ახლა უამრავი აკრძალვაა და ნადირობა ისეთი სასიამოვნო აღარ არის. მხოლოდ იხვის მონადირება შეგიძლია. მეგობრებთან ერთად დავდივარ ხოლმე, ჩემი რაიონის ბიჭებთან, მონადირეებთან ერთად.

- რა მოინადირეთ?

- დიდი შეზღუდვებია. მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე შეიძლება ნადირობა და ეს ძალიან რთულია. სპეციალური მომზადება სჭირდება.

- ძაღლი გყავს?

- კი, ლაბრადორი მყავს, მაგრამ ჩვენი ძაღლი არ ნადირობს.

- რატომ?

- გაწვრთნის ასაკი გადაუცდა, ვერ გავზარდეთ. ბასტი უკვე სამი წლისაა, დაგვიანებულია, მისგან არაფერი გამოვა.

- აღარც სანადიროდ დაგყავთ?

- არა, ეზარება (იცინის). მოვუკალით ნადირობის ინსტინქტი. 5-6 თვიდან უნდა დაიწყო ძაღლის გაწვრთნა ამ მხრივ.

- ძაღლს სანადიროდ წასვლა ეზარებოდეს, პირველად გავიგე. ვიცი, რომ ლაბრადორები კარგი მონადირეები არიან.

- ჰო, 300-ზე მეტ სუნს არჩევს ერთმანეთისგან. სამართალდამცველები საზღვრებზე ამ ჯიშს იყენებენ.

- ბასტი ოჯახში ახლა რა ფუნქციას ასრულებს?

- რა ვიცი, მშვიდია, ვუყვარვართ, გვცნობს, ერთგულია.

- ლევან, ერთხელ გადაცემა ''პროფილში'' აღნიშნე, რომ შენი ცხოვრება სერიალის გმირის, დათოს ცხოვრებას დაემსგავსა. ვიცი, რომ შენ და მარინა გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე ცხოვრობდით. რას გულისხმობდი მაშინ, ქალმა გააფუჭა თქვენი ურთიერთობა?

- არა. მესამე და მეოთხე ჩვენს ურთიერთობაში არ ჩარეულა. დაემსგავსა იმ კუთხით, რომ ოჯახში უთანხმოება გვქონდა. ეს ამბავი ოთხ თვეს გაგრძელდა. მარინა მშობლებთან იყო წასული. ცოლ-ქმარი ხომ ჩხუბობს ხოლმე. ეს იყო სულ, მეტი არაფერი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება