სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ადამიანები, რომლებიც მიცვალებულთა გვერდით ცხოვრობენ - სიაში ქართველ ქალიც აღმოჩნდა
ადამიანები, რომლებიც მიცვალებულთა გვერდით ცხოვრობენ - სიაში ქართველ ქალიც აღმოჩნდა

ახ­ლობ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ბო­ლომ­დე ვერ ეგუ­ე­ბა, ვერ აღიქ­ვამს ამ მოვ­ლე­ნას, ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, მომ­ხდა­რის შე­დე­გად ფსი­ქი­კა ერ­ყე­ვა თუ კი­დევ სხვა რამ ხდე­ბა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლე­ბის საფ­ლა­ვებს ვერ შორ­დე­ბი­ან, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ან კი­დევ უა­რე­სი - მათ მუ­მი­ებ­თან ერ­თად აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. მსოფ­ლი­ო­ში ასე­თი რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა არ­სე­ბობს. სა­იტ­მა ტოპ­ნი­უს.რუ-მ ამ­გვარ ფაქ­ტებს მო­უ­ყა­რა თავი და სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნიც, რო­მე­ლიც 18 წე­ლია უვ­ლის გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის მუ­მი­ას.

სი­ა­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ცი­უ­რი კვა­რა­ცხე­ლია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩვენს მა­ს­მე­დი­ა­ში ბევ­რი და­ი­წე­რა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის 18 წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის მუ­მი­ას უვ­ლის. ასე ინე­ბა მის­მა ქმარ­მა, რო­მელ­საც სურს, გარ­დაც­ვლი­ლის შვილ­მა ნა­ხოს, რო­გო­რი მამა ჰყავ­და. ამი­ტო­მაც არის, რომ ცხე­დარს არ მარ­ხა­ვენ, ჯერ ბალ­ზა­მით ინა­ხავ­დნენ, მერე სხვა მე­თო­დე­ბიც მო­სინ­ჯეს. უვ­ლი­ან ისე, რო­გორც ცო­ცხალს - დედა უც­ვლის ტან­საც­მელს, უკ­რავს მუ­სი­კას მის გა­სა­გო­ნად, უხ­დის და­ბა­დე­ბის დღე­ებს. გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლი უკვე 20 წლის გახ­და და ისიც და­დის მა­მის სა­ნა­ხა­ვად. "მინ­დო­და, შვი­ლი თა­ვის დრო­ზე და­მე­მარ­ხა, მაგ­რამ როცა უკვე 18 წე­ლია ასე ვუვ­ლი, რო­გორ მი­ვა­ბა­რო მი­წას?" - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ცი­უ­რი.

ვი­ეტ­ნა­მე­ლი ლე ვანი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თე­ბის გმი­რია. მის­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­მა 2009 წელს შე­ი­ტყვეს, რომ ლე ვანს ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვლილ ცოლ­თან ერ­თად ეძი­ნა, ერთ სა­წოლ­ში. ცო­ლის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ გა­და­უ­წყვე­ტია, ამო­ე­თხა­რა გვა­მი და მის­გან ერ­თგვა­რი ქან­და­კე­ბა შე­ექ­მნა - ცო­ლის ცხე­დარს თა­ბა­ში­რი შე­მო­ავ­ლო, სა­ხეც თა­ბა­შირ­ში ჩა­უს­ვა და შე­უ­ღე­ბა კი­დეც, რომ ნამ­დვილ სა­ხეს დამ­სგავ­სე­ბო­და. რო­გორც ახ­ლა­ხან გა­არ­კვი­ეს ვი­ეტ­ნა­მელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, ლე ვანი დღემ­დე ასე აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას და მისი შვი­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ ხვდე­ბა ამ მოვ­ლე­ნას - ხან­და­ხან ისიც გვერ­დით მი­უწ­ვე­ბა ხოლ­მე გარ­დაც­ვლი­ლი დე­დის თა­ბა­ში­რის მუ­მი­ას.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ადამიანები, რომლებიც მიცვალებულთა გვერდით ცხოვრობენ - სიაში ქართველ ქალიც აღმოჩნდა

ადამიანები, რომლებიც მიცვალებულთა გვერდით ცხოვრობენ - სიაში ქართველ ქალიც აღმოჩნდა

ახლობლების გარდაცვალებას ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ ეგუება, ვერ აღიქვამს ამ მოვლენას, ვერ აცნობიერებს, მომხდარის შედეგად ფსიქიკა ერყევა თუ კიდევ სხვა რამ ხდება, თუმცა ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავებს ვერ შორდებიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ან კიდევ უარესი - მათ მუმიებთან ერთად აგრძელებენ ცხოვრებას. მსოფლიოში ასეთი რამდენიმე შემთხვევა არსებობს. საიტმა ტოპნიუს.რუ-მ ამგვარ ფაქტებს მოუყარა თავი და სიაში აღმოჩნდა ქართველი ქალბატონიც, რომელიც 18 წელია უვლის გარდაცვლილი შვილის მუმიას.

სიაშია მოხსენიებული ქართველი ციური კვარაცხელია, რომლის შესახებაც ჩვენს მასმედიაში ბევრი დაიწერა. შეგახსენებთ, რომ ის 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის. ასე ინება მისმა ქმარმა, რომელსაც სურს, გარდაცვლილის შვილმა ნახოს, როგორი მამა ჰყავდა. ამიტომაც არის, რომ ცხედარს არ მარხავენ, ჯერ ბალზამით ინახავდნენ, მერე სხვა მეთოდებიც მოსინჯეს. უვლიან ისე, როგორც ცოცხალს - დედა უცვლის ტანსაცმელს, უკრავს მუსიკას მის გასაგონად, უხდის დაბადების დღეებს. გარდაცვლილის შვილი უკვე 20 წლის გახდა და ისიც დადის მამის სანახავად. "მინდოდა, შვილი თავის დროზე დამემარხა, მაგრამ როცა უკვე 18 წელია ასე ვუვლი, როგორ მივაბარო მიწას?" - ამბობს ქალბატონი ციური.

ვიეტნამელი ლე ვანი ადგილობრივი გაზეთების გმირია. მისმა თანამემამულეებმა 2009 წელს შეიტყვეს, რომ ლე ვანს ხუთი წლის განმავლობაში გარდაცვლილ ცოლთან ერთად ეძინა, ერთ საწოლში. ცოლის დაკრძალვის შემდეგ გადაუწყვეტია, ამოეთხარა გვამი და მისგან ერთგვარი ქანდაკება შეექმნა - ცოლის ცხედარს თაბაშირი შემოავლო, სახეც თაბაშირში ჩაუსვა და შეუღება კიდეც, რომ ნამდვილ სახეს დამსგავსებოდა. როგორც ახლახან გაარკვიეს ვიეტნამელმა ჟურნალისტებმა, ლე ვანი დღემდე ასე აგრძელებს ცხოვრებას და მისი შვილიც ჩვეულებრივ ხვდება ამ მოვლენას - ხანდახან ისიც გვერდით მიუწვება ხოლმე გარდაცვლილი დედის თაბაშირის მუმიას.

იხილეთ სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს