სევასტოპოლში ჟურნალისტებს სასტიკად სცემეს

სევასტოპოლში ჟურნალისტებს სასტიკად სცემეს

სევასტოპოლში, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის შტურმის დროს, ე.წ. "ყირიმის თავდაცვის" წარმომადგენლები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე უკრაინული ტელეარხის გადამღები ჯგუფი დაშავდა, მათ შორის ტელეკომპანია "ინტერისა" და "მე-5 არხის" ჟურნალისტები, ასევე ბერძენი ჟურნალისტი.

ამასთან, "მე-5 არხის" ცნობით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს ტექნიკაც დაუზიანეს.

უკრაინულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაციას, რომ შეიარაღებულმა პირებმა სიმფეროპოლში "ასოშიეითედ პრესის" გადამღებ ჯგუფს ტექნიკა წაართვეს. სააგენტოს ცნობით, ტექნიკის გარკვეული ნაწილი დაიბრუნეს, თუმცა ერთი ნაწილი დაიკარგა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები