ქართულ ციხეში მოქცევის წესები: გულახდილი ინტერვიუ მაყურებლებზე, "საქათმეზე" და "რაზბორკებზე" გისოსებს მიღმა

ქართულ ციხეში მოქცევის წესები: გულახდილი ინტერვიუ მაყურებლებზე, "საქათმეზე" და "რაზბორკებზე" გისოსებს მიღმა

გისოსებს მიღმა ცხოვრებაზე ყველას საკუთარი შეხედულება აქვს. ხშირად გვესმის, რომ პატიმრებს ციხეში ზოგჯერ მაყურებელი და ზოგჯერ ციხის თანამშრომელი ჩაგრავს. ჩვენი რესპოდენტი ყოფილი პატიმარია, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

– როგორ უნდა მოვიქცეთ ციხეში, რომ არ დაგვჩაგრონ პატიმრებმა?

– როცა ციხეში მოხვდები, არ უნდა შეგეშინდეს, არ უნდა იფიქრო, რომ არაფერი გეშველება. თუ პატიოსანი და კარგი ადამიანი ხარ, ციხეში არავინ დაგჩაგრავს. თუმცა, სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა. ციხეში ვერაფერს ვერ დამალავ. დავუშვათ, შეხვედი ზონაზე, მაყურებელი გკითხავს, ვინ ხარ, რომელი უბნელი ხარ და ა.შ. არაფერი არ უნდა მოატყუო, რადგან იქ არაფერი იმალება.

– მაყურებელი ანაწილებს, ვინ სად მოხვდება?

– მაყურებელი არაფერს არ ანაწილებს, რომელ უბნელებთანაც გინდა, იქ მოხვდები. გაარკვევენ, ვინ ხარ, რა ხარ, რა ცხოვრებით ცხოვრობ და ა.შ. ქათმები ანუ ე.წ. პიდარასტები თავიდანვე საქათმეში გადაჰყავთ. ნაკლები უნდა ილაპარაკო ციხეში. შენზეა დამოკიდებული, ბევრს ილაპარაკებ, თუ რას ილაპარაკებ. შეიძლება ვინმე გადაკიდებული გყავდეს და შენი სიტყვა სანანებელი გაგიხდეს. მაგრამ თუ მართალი ხარ, ყოველთვის დაამტკიცებ სიმართლეს. ვიტყვი, რომ დამღუპველია თამაშებში ჩართვა, იგროკებს მაგრად აბოროტებენ, აგიჟებენ. თვითმკვლელობამდე მიჰყავთ. დახურული ტიპის ციხეებში თამაშები არ მიდის, ეს უფრო ზონაში ხდება. ხანდახან სამი დღე მიდის თამაშები, თამაშობენ ნარდს, შაშს, კარტს და ა.შ. თამაში აბიზალოვკა არ არის, მაგრამ ჩაკეტილი რომ ხარ, სად წახვალ? შეიძლება რაღაცაზე გამოგიცხადონ თამაში. შეიძლება ვინმესთან რამე მოგივიდეს, ან ჩხუბი, რამდენიმე თვე გავიდეს და წამოგიკიდონ თამაშზე. უარს თუ იტყვი, მერე დაიწყებენ თამაში შევთავაზე და უარი თქვაო, გინდა თუ არა ერთვები მერე და მაშინ იჩაგრები ყველაზე მაგრად..

– თუ თავანი ვერ ჩააბარა, პასუხს მაყურებელი ითხოვს?

– მაყურებელი კი არ მოკლავს ცემაში. თუ თავის დროზე ვერ ჩააბარებს თავანს, ნაწილობრივ შეიძლება გადახდა. მაგრამ თუ კაი ბიჭი გგონია თავი, თავანის ნაწილობრივ გადახდა ნიშნავს, რომ დარღვევა გაქვს. მერე რამე რაზბორკა ან ამბავი რომ მოხდეს, სხვა კაი ბიჭი თავის სწორად არ დაიყენებს ამას. თუ მიხვდნენ, რომ შესაძლებელია შენი თამაშში ჩართვა, ყველა ცდილობს ამას, რადგან შენი ჯიბე აინტერესებთ მათ. თუ იგროკი არ ხარ და მაინც ჩაგრთეს თამაშებში, ზუსტად იცის პატიმარმა, რომ მისი მტერი ხდები. ზოგი ამით ცხოვრობს ციხეში, ზოგი ხელნაკეთ ნივთებს ყიდის, კაზიოლები კი ბრაგას ამზადებენ, ხან დროჟით, ხან კანფეტებით და ხილით. ეს არის არაყი, რომელსაც ნახევარ ლიტრს 5 ლარად ყიდიან.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია