რუსთაველის გამზირზე გარეგანათება აღდგენილია. როგორც "ამბები.გე"-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, გარეგანათების გათიშვის მიზეზი ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნა იყო.
მათივე ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის გარდა გარეგანათება გათიშული იყო, ასევე, ელბაქიძის ქუჩასა და გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გარეგანათება აღდგენილია. პრობლემა, რამაც გამზირის ავარიულად გათიშვა გამოიწვია, აღმოფხვრილია. "ავარიულად გაითიშა ერთ-ერთი ფიდერი, რის გამოც რუსთაველის გამზირზე გარეგანათება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გათიშული იყო. პრობლემა მოგვარებულია და გამზირზე გარეგანათება უკვე ჩართულია", - განაცხადეს "თელასში". ფაქტის ამსახველი ფოტო Ambebi.ge-ს მკითხველმა მოაწოდა.