სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი ახალშობილი აივ-ინფექციისგან განკურნეს
ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი ახალშობილი აივ-ინფექციისგან განკურნეს

ამე­რი­კელ­მა ექი­მებ­მა აივ-ინ­ფექ­ცი­ის­გან უკვე მე­ო­რე ბავ­შვი გან­კურ­ნეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ, ბალ­ტი­მორ­ში, ჯონ ჰო­პ­კი­ნის უნი­ვე­რის­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით The Los Angeles Times ავ­რცე­ლებს.

2013 წლის აპ­რილ­ში ლოს-ან­ჯე­ლეს­ში აივ-ინ­ფექ­ცი­ით და­ა­ვა­დე­ბულ­მა გო­გო­ნამ ინ­ტენ­სი­უ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი თე­რა­პია და იმუ­ნუ­რი სტი­მუ­ლი­რე­ბა გა­ი­ა­რა. პრო­ცე­დუ­რე­ბი ცხოვ­რე­ბის პირ­ველ სამ სა­ათ­ში ჩა­ა­ტა­რეს. ექი­მე­ბის აზ­რით, ჩა­ტა­რე­ბულ ტეს­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბავ­შვი გა­თა­ვი­სუფ­ლდა ვირუ­სის­გან, რომ­ლი­თაც საშ­ვი­ლოს­ნო­ში დას­ნე­ულ­და.

ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა 2010 წელს მოხ­და, რო­დე­საც ამა­ვე უნი­ვე­რის­ტე­ტის ექი­მებ­მა ახალ­შო­ბი­ლის და­ბა­დე­ბი­დან პირ­ვე­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­რა­პია ჩა­ა­ტა­რეს.

სტან­დარ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ცხრა თვე გაგ­რძელ­და. მო­მა­ვა­ლი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ტეს­ტებ­მა, პა­ცი­ენ­ტის სის­ხლში ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა არ აჩ­ვე­ნა.

შე­დე­გად, მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ბავ­შვის ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი სა­ა­თე­ბი აივ-ინ­ფექ­ცი­ის თე­რა­პი­ი­სას ვირუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Los Angeles Times-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი ახალშობილი აივ-ინფექციისგან განკურნეს

ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი ახალშობილი აივ-ინფექციისგან განკურნეს

ამერიკელმა ექიმებმა აივ-ინფექციისგან უკვე მეორე ბავშვი განკურნეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ბალტიმორში, ჯონ ჰოპკინის უნივერისტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით The Los Angeles Times ავრცელებს.

2013 წლის აპრილში ლოს-ანჯელესში აივ-ინფექციით დაავადებულმა გოგონამ ინტენსიური ანტივირუსული თერაპია და იმუნური სტიმულირება გაიარა. პროცედურები ცხოვრების პირველ სამ საათში ჩაატარეს. ექიმების აზრით, ჩატარებულ ტესტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი გათავისუფლდა ვირუსისგან, რომლითაც საშვილოსნოში დასნეულდა.

ანალოგიური შემთხვევა 2010 წელს მოხდა, როდესაც ამავე უნივერისტეტის ექიმებმა ახალშობილის დაბადებიდან პირველი დღე-ღამის განმავლობაში თერაპია ჩაატარეს.

სტანდარტული მკურნალობა ცხრა თვე გაგრძელდა. მომავალი სამი თვის განმავლობაში ჩატარებულმა ტესტებმა, პაციენტის სისხლში ანტისხეულების არსებობა არ აჩვენა.

შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბავშვის ცხოვრების პირველი საათები აივ-ინფექციის თერაპიისას ვირუსის დასამარცხებლად უმნიშვნელოვანესია.

მომზადებულია The Los Angeles Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს