კინომცოდნე და რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია წამალსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ხალხისთვის სპორტული კომპლექსის გახსნის იდეით გამოდის.
"ბევრი ფული რომ მქონდეს, სანაპიროს აუზს ვიყიდიდი და წამალზე, ალკოჰოლზე დამოკიდებული ხალხისთვის სპორტულ კომპლექსს გავხსნიდი ძალიან იაფად (რა ჯანდაბად მინდა დიდი მოგება)... ას კაცში ერთი ხომ ნამდვილად იგრძნობდა როგორი სხვანაირი ხდება ყველაფერი, როცა კარგად ნაცურავები გამოდიხარ აუზიდან - მხნედ და ძლიერად გრძნობ თავს, გგონია მთებს დაძრავ ადგილიდან:)
ქვეყნის სირცხვილია ეს, რომ დედაქალაქში არაა წესიერი მუნიციპალური აუზი და მუნიციპალური კინოთეატრი", - წერს გვახარია.