რუსმა ჯარისკაცებმა ყირიმში სამ სამხედრო ნაწილზე ბლოკადა მოხსნეს

რუსმა ჯარისკაცებმა ყირიმში სამ სამხედრო ნაწილზე ბლოკადა მოხსნეს

ყირიმის დასავლეთით მდებარე სამ სამხედრო ნაწილზე, რუსმა სამხედროებმა ბლოკადა მოხსნეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებით, ნაწილობრივ გათავისუფლდა "ბელბეკის" აეროპორტიც, სადაც ამ დროისთვის ოცამდე ავტომატებით შეიარაღებული პირი რჩება, რომლებიც თავს უკრაინული ავიაბაზის მოსამსახურეებად ასაღებენ.

ამასთან, სააგენტო Unian-ის ინფორმაციით, რუს სამხედროებს კვლავ ბლოკირებული აქვთ ქერჩისა და ფეოდოსიის საზღვაო ბატალიონები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა